„ლევან იზორიასა და ფრანგი კოლეგის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებით ფრანგულ მხარესთან თანამშრომლობა უფრო ღრმავდება“

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ბერაიას თქმით,საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და მისი ფრანგი კოლეგის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებით საფრანგეთთან თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება.

მისივე თქმით, საქართველო აგრძელებს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობისა და განვითარების პროცესს, როგორც საბრძოლო მზადყოფნის ხარისხის ამაღლებით, ასევე ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობის ზრდით


"მინისტრ იზორიასა და მისი ფრანგი კოლეგის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებით კიდევ უფრო ღრმავდება თანამშრომლობა ფრანგულ მხარესთან საჰაერო თავდაცვის კუთხით, რაც არის თავდაცვის სფეროში ერთიანი სტრატეგიის, ერთიანი მიდგომის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი. საქართველო აგრძელებს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობისა და განვითარების პროცესს, როგორც საბრძოლო მზადყოფნის ხარისხის ამაღლებით, ასევე ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობის ზრდით. შეიარაღებული ძალების ოპერატიული და ინსტიტუციური შესაძლებლობის განვითარება ხორციელდება თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის და თავდაცვის სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელი სხვა დოკუმენტების შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების საპასუხოდ. ჩვენ ვართ ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა და შესაბამისად ჩვენი თავდაცვის ორგანიზება, ჩვენი ყველა ნაბიჯი თანხვედრაშია ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის შეკავებისა და თავდაცვის განახლებულ პრიორიტეტებთან. სწორედ ერთ-ერთი ასეთი პრიორიტეტია თავდაცვითი შესაძლებლობების შექმნით საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და ჩვენს თავდაცვის უწყებას ამ მიმართულებით აქვს ძალიან მნიშვნელოვანი, ხელშესახები პროგრესი. ქვეყნის თავდაცვის ამოცანების შესასრულებლად, ჯავშანსაწინააღმდეგო, საარტილერიო, საინჟინრო, სადაზვერვო და სხვა მიმართულებებთან ერთად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვის სისტემების განვითარება, რომლის საჭიროებაც სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობა 2008 წლის აგვისტოს ომმაც. საჰაერო თავდაცვის სფეროში პრიორიტეტულ კომპონენტებს განეკუთვნება მართვისა და კონტროლის ეფექტიანობის ამაღლება, ნატოსთან თავსებადი კომპლექსების ექსპლუატაცია, საჰაერო თავდაცვის ახალი შესაძლებლობების შექმნა და მისთვის საჭირო პერსონალისა და ინფრასტრუქტურის მომზადება. ერთი სიტყვით, აქცენტი კეთება ერთიანი ანტი-საჰაერო სისტემების განვითარებაზე მოდერნიზაციით და თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის შეძენით. ამ ამოცანების შესასრულებლად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს თანამშრომლობას საფრანგეთთან. გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში 2018 წლის ოქტომბერში, საქართველომ მიიღო რადიოლოკაციური სადგურები და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რამაც ჩვენი საჰაერო სივრცე უფრო ეფექტიანად კონტროლირებადი და ქართული ცა უფრო დაცული გახადა. 2018 წლის 8 დეკემბერს საქართველოსა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრების მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებით კი, საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა გადავიდა სრულიად ახალ ეტაპზე. საქართველო შეიძენს მართვისა და კონტროლის სისტემებს, რაც სხვა ძირითადი ამოცანების შესრულებასთან ერთად, მომავალში შესაძლებელს გახდის ჩვენი მართვისა და კონტროლის სისტემის ნატოს ერთიანი მართვისა და კონტროლის სისტემაში ინტეგრირებას. აქვე მსურს ყურადღება გავამახვილო მეორე მნიშვნელოვან საკითხზე. ბოლო დროს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია საგნის თავდაცვა და უსაფრთხოება სკოლაში სწავლების საკითხმა. ამ საგნის სკოლებში დანერგვის მიზანია თავდაცვის ძალებსა და სისტემებზე, სამოქალაქო უსაფრთხოებაზე ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება და პატრიოტული სულისკვეთების გაზრდა. სწავლება მოხდება პილოტირების რეჟიმში. ამ კუთხით სასწავლო მასალის დახვეწაზე ერთობლივად მუშაობს თავდაცვისა და განათლების სამინისტროები, ისევე როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური. სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი მასალა მუშავდება ელექტრონული ფორმით და ის შენიშვნებისა და რეკომენდაციისთვის წარედგინება ჩვენს კომიტეტს. სწორედ ამის შემდეგ სასწავლო მასალა ასევე, ხელმისაწვდომი იქნება ფართო საზოგადოებისთვის. შერჩეულ სკოლებში საგანს წაიკითხავენ სამხედრო გამოცდილების მქონე პირები, ვისაც გავლილი ექნებათ მასწავლებელთა მომზადების შესაბამისი კურსი. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველა დაინტერესებულ პირს თუ ორგანიზაციას, როგორც პილოტირების დაწყებამდე, ასევე პროცესშიც ექნებათ რეკომენდაციების წარდგენის შესაძლებლობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვრცელი განმარტება არა ერთხელ გააკეთა თავდაცვის სამინისტრომ. შესაბამისად, გაუგებრობა, რაც გამოიწვია ამ საკითხთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი ინფორმაციის გავრცელებამ არის სრულიად უსაფუძვლო",-განაცხადა ირაკლი ბერაიამ. 


ქერჩის სრუტეში ორ გემზე გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ქერჩის სრუტეში ორ ტანკერზე ხანძარი გაჩნდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

პრემიერი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მამუკა ბახტაძის ვიზიტი დავოსში 22-25 იანვარს შედგება.

მამუკა ბახტაძე - ლიეტუვა არის საქართველოს ერთგული მეგობარი და მხარდამჭერი

ლიეტუვა ყველა საერთაშორისო ფორმატში იცავს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაშავდა. შემთხვევა რუსთაველის ხიდთან მოხდა.

ვარკეთილში გაზგამათბობლის გამონაბოლქვით ორი ადამიანი გაიგუდა

თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.

კახა ბექაური : უმკაცრესი რეაგირება იქნება, თუ კომპანიებს შორის ფასების შეთანხმების ნიშნები გამოვლინდება

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრობს.

 

პენსიონერებისთვის ე.წ. აფხაზური პასპორტების მოქმედების ვადამ მარტამდე გადაიწია

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილების თანახმად, 2005 წელს გაცემული "აფხაზური“ პასპორტების მოქმედების ვადამ პენსიონერებისთვის 1 მარტამდე გადაიწია.

ავღანეთში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 120-ზე მეტი ძალოვანი დაიღუპა

ავღანეთის, ვარდაკის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 120-ზე მეტი ავღანელი ძალოვანი დაიღუპა.

 

საქართველოს ელჩი უნგრეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაალ გოგსაძემ შეხვედრა გამართა უნგრეთის თავდაცვის მინისტრთან ტიბორ ბენკოსთან.

უკრაინის პრეზიდენტად კენჭს შოუმენი იყრის

პარტია „ხალხის მსახურებმა“ უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებზე შოუმენის ვლადიმირ ზელენსკის კანდიდატურა წამოაყენა.

ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაური გარდაცვლილი იპოვეს

ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე გარდაცვლილი იპოვეს.

ქუთაისში H1N1 ვირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ქუთაისში ე.წ. ,,ღორის გრიპით" 32 წლის ქალი გარდაიცვალა.

იტალიაში საქართველოს საკონსულო განცხადებას ავრცელებს

იტალიაში საქართველოს საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს განცხადებით მიმართავს.

ბათუმის ბულვარში ახალი მოადგილეები წარადგინეს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ არჩილ ვანაძემ ბულვარის დირექტორთან ირაკლი ჯინჭარაძესთან ერთად თანამშრომლებს ახალი მოადგილეები წარუდგინა.

თსუ-ში დათო მაღრაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 იანვარს, 17:00 საათზე, პოეტ დათო მაღრაძის წიგნის „უსადაუროდ“ პრეზენტაცია გაიმართება.

ირაკლი კობახიძე ლევან ჩხაიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს  ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის, ლევან ჩხაიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. 

22 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის, ოთარ ლორთქიფანიძის, შარტავას და იოსებიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გერმანიამ თავშესაფრის 8 ათასი მაძიებელი გააძევა

გერმანიის მთავრობამ 2018 წელს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობა გააძევა.

მოსამართლეობის 10-ვე კანდიდატი პარლამენტს მიმართავს, მათი კანდიდატურები არ განიხილოს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის  10-ვე  კანდიდატი პარლამენტს მათი კანდიდატურების მოხსნას სთხოვს.

კახა ბექაური: „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს.

ლარის კურსი

21 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6613 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6629 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.16 თეთრი შეადგინა.