მოსკოვი საქართველოს მხარდაჭერის შესახებ აშშ-ისა და ნატო-ს განცხადებას პროვოკაციად აფასებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11-12 დეკემბერს გამართულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა 46-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართული დელეგაციის გარდა, „აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან ვითარება დისკუსიის დანარჩენი მონაწილეების მიერ სტაბილურად იქნა შეფასებული“.


თუმცა, „ძალიან მწვავე აღმოჩნდა ძალის გამოუყენებელობის და შესაბამისი განცხადების მიღების თემა. აქ აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა“.


„რუსულმა, აფხაზურმა და სამხრეთოსურმა დელეგაციებმა კვლავ ხაზი გაუსვეს, რომ რეგიონული უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევას საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-სა და ნატო-ს სამხედრო აქტივობა წარმოადგენს, მათ შორის ვაშინგტონისა და თბილისის გეგმები, ვაზიანში სამხედრო აეროდრომის მოდერნიზება განახორციელონ და 2019 წელს ჩაატარონ მორიგი ფართომასშტაბიანი, მრავალეროვნული სწავლება. ქართული მხარის მიმართ გაისმა მოწოდება, შეწყვიტოს სხვისი ინტერესების გამტარებლად ყოფნა და ამის ნაცვლად, ეცადოს მეზობლებთან ურთიერთობების დალაგებას“, - აღნიშნულია  განცხადებაში.


განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი „პროვოკაციულად განიხილავს ნატო-ს გენერალური მდივნისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებებს ნატო-ში საქართველოს წევრობის მხარდაჭერის შესახებ. სწორედ ასეთმა უპასუხისმგებლო დაპირებებმა უბიძგა თბილისს 2008 წლის აგვისტოში დანაშაულებრივი სამხედრო ავანტიურისკენ“.


საერთაშორისო მოლაპარაკებებზე კვლავ გაისმა ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობის თემა, სადაც, რუსული მხარის თქმით, „მშვიდობიანი სამედიცინო დაწესებულების“ ქოლგის ქვეშ განთავსებულია აშშ-ს სახმელეთო სამხედრო ძალების სამედიცინო კვლევების სამმართველოა განთავსებული.


ჟენევაში მომდევნო შეხვედრა 2019 წლის აპრილში გაიმართება.


 


 


 


 


სიახლეები მსგავს თემაზე

საგარეო უწყება: დესტრუქციული პოზიციის გამო ჟენევაში ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის განხილვა ვერ მოხერხდა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდი 11-12 დეკემბერს გაიმართა, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობაზე.

გორის მუნიციპალიტეტში სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონია

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში  მსოფლიო ჩემპიონატზე, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ქართველმა ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედალი მოიპოვა.

უშგულელების პრობლემების მოსაგვარებლად საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით, უშგულელების პრობლემების მოსაგვარებლად საინიციატივო ჯგუფს შექმნიან.

ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლში ხანძარი ლოკალიზებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

მეუფე შიო: ილია მეორის მღვდელმთავრად კურთხევით საქართველოში დიდი აღორძინება დაიწყო

"ილია მეორის მღვდელმთავრად კურთხევით საქართველოში დიდი აღორძინება დაიწყო",-ამის შესახებ საკვირაო ქადაგებაზე კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ სამების ტაძარში განაცხადა. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი: ველოდებით ანგარიშს, თუ რატომ არ გაიხსნა სტამბოლში საარჩევნო უბანი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ამბობს, რომ უცნობია, რატომ არ გაიხსნა “საარჩევნო უბანი“ დღეს სტამბულში, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ყველაფერი მზად იყო.

ყვარლის მუციპალიტეტში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო

ყვარლის მუციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრესთან ხანძარი სრულად ლოკალიზებულია.

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროm  ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული პ.ა. დააკავა.

მულახის თემის მოსახლეობამ უშულისკენ მიმავალი გზა რამდენიმე საათით გადაკეტა

მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემის ყველა სოფლის მოსახლეობამ დილიდან უშგულისკენ მიმავალი გზა გადაკეტა.

ქუთაისში მე-13 საჯარო სკოლის წინ მრავალწლოვანი წიწვოვანი ხეები მოჭრეს

სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, კეთდება ახალი ღობე, რასაც  ხეები შეეწირა.

საგარეჯოში თაღლითობისთვის ნასამართლევი პირი იგივე დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული გ. ც. თაღლითობის ბრალდებით დააკავა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვდრებს განაგრძობს

ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

ტეხურაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

სენაკის მდინარე ტეხურაში 24  წლის კაცი დაიხრჩო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აბანოს მოედნიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრაობა ჩაიკეტა და გადაადგილება შესაძლებელია
მეტეხის ხიდის გავლით მარცხენა სანაპიროს მიმართულებით. აღნიშნულის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს. 

"პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებზე, მაგრამ არ უნდა რეაგირებდეს სხვის დაგეგმილ პროვოკაციებზე"

"ამ კონსტიტუციის საფუძველზე გვეძლევა საშუალება და პასუხისმგებლობა, რომ ავაშენოთ სახელმწიფო სადაც უფლება, თავისუფლება და პასუხისმგებლობა იქნება თანაბრად მნიშვნელოვანი", ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

"ჩვენი დიდი წინაპრების შვილებს გვაქვს განსაკუთრებული მისია, რომ დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია"

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. 

კახა კალაძემ მინსკელ კოლეგასთან ერთად, მინსკში ფესტივალი „თბილისობა 2019“ გახსნა

ბელარუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი სივაკთან ერთად, ფესტივალის „თბილისობა 2019“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო. 

25 აგვისტოს, ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება

25 აგვისტოს, ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება.