ცესკო-მ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური შეაჯამა.

შემაჯამებელი ოქმი სხდომაზე კომისიის წევრებს ცესკოს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა წარუდგინა. ოქმის თანახმად, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658-ს შეადგენდა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 988 787-მა ამომრჩეველმა. ბათილად მიჩნეულ ბიულეტენთა რაოდენობამ 59 778 შეადგინა.


საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შემდეგია:


№5 გრიგოლ ვაშაძე - 780 680 ხმა (40.48%)


№48 სალომე ზურაბიშვილი - 1 147 701 ხმა (59.52%)


საქართველოს პრეზიდენტად არჩეულია სალომე ზურაბიშვილი.


დღევანდელ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა შეფასდა დადებითად, კონკრეტულად კი არჩევნების დღეს - კენჭისყრის პროცესიც და ხმის დათვლის პროცედურებიც. სიტყვით გამოსვლისას, ცესკოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ამომრჩევლების გადაწყვეტილების მნიშვნელობას, - “თითოეული ამომრჩევლის აზრი და გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ, როგორც კომისიის წევრებს, გვმართებს ამომრჩევლის პატივისცემა. ამდენად მე ამ არჩევნების შედეგებს, ამ ამომრჩევლის აზრს ვცემ პატივს და ვეთანხმები იმ შედეგებს და იმ ნებას, რაც ამომრჩეველმა გამოხატა. მითუმეტეს, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ არჩევნების შედეგები და შედეგების ლეგიტიმაცია არცერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია",- აღნიშნა თამარ ჟვანიამ.


დღევანდელ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მადლობა გადაუხადა საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს - საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებსა და მედიას.


გიორგი ვოლსკი ვანო მერაბიშვილზე: მთელმა მსოფლიომ იცის, რომ დანაშაულები მართლაც სერიოზული და შემაძრწუნებელი იყო

„ძალიან სერიოზული ლუსტრაცია მოხდა. გიგა ბოკერიამ გააკეთა ისეთი განცხადება, რომელიც საკმაოდ სერიოზულ კითხვებს ბადებს. მან გამოაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი იყო პოლიტიკური პატიმარი. ამ დროს მთელმა მსოფლიომ იცის, სტრასბურგიდან დაწყებული და დამთავრებული საქართველოს ნებისმიერი პატარა სოფლით, რომ დანაშაულები მართლაც სერიოზული და მნიშვნელოვანი იყო და იმდენად შემაძრწუნებელი, რომ მეხსიერებიდან არავის ამოსდის“, - განაცხადა TV პირველის ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

ვანო მერაბიშვილი ციხიდან გაყვანაზე: შემომთავაზეს მეთქვა, რომ მოხდა ჟვანიას მკვლელობა და მემხილებინა სააკაშვილი

ყოფილმა პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მის ციხიდან გაყვანას კონკრეტული მიზეზი ჰქონდა.  

ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია და მსოფლიოს წამყვან ბიზნეს აქსელერატორ 500 Startups - თან ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წლიური ანგარიშის პრეზენტაცია და მსოფლიოს წამყვან ბიზნეს აქსელერატორ 500 Startups - თან ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა.

ვანო მერაბიშვილი: შეუძლებლად მიმაჩნია ჩემი დანიშვნა რომელიმე მინისტრის პოსტზე

"ადამიანი, რომელიც პრემიერ-მინისტრად მუშაობდა, მინისტრად ვერ იმუშავებს", -ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მის მიერ სამთავრობო უწყებებში მაღალი თანამდებობის შესაძლო დაკავების შესახებ. 

ნათია თურნავა: მომავალში კიდევ უფრო აქტიურად დავუდგებით გვერდში ინოვაციურ საქმიანობასა და ახალ ტექნოლოგიებს

„ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის კიდევ უფრო გასაძლიერებლად“.

კახა ლაკაძე: ლაშა ტალახაძე მომავალი თაობისთვის შრომის, თავდადებისა და წარმატების მაგალითია

თბილისი მერი კახა კალაძე სპორტსმენ ლაშა ტალახაძეს მსოფლიოს უძლიერეს ძალოსნად მესამედ აღიარებას ულოცავს.

ნინო ცავიაშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა, სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  ევროპის საბჭოს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები. 

ქალაქ ლაგოსთან მეკობრეებმა ოთხი ქართველი მეზღვაური გაიტაცეს

ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს შეიარაღებული პირები ნიგერიის ქალაქ ლაგოსთან დაესხნენ თავს, რა დროსაც ოთხი ქართველი მეზღვაური გაიტაცეს. 

„შემოქმდებითი ევროპის“ მხარდაჭერით საქართველოში კინოსაგანმანათლებლო ონლაინ აპლიკაცია იარსებებს

მრავალფუნქციურ სივრცეში „ტერმინალი“ ეროვნული კინოცენტრი საზოგადოებას წარუდგენს კინოსაგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმას, რომელი ცევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით შეიქმნა.

არჩილ თალაკვაძე: ვანო მერაბიშვილის განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ნაციონალურ მოძრაობას დესტრუქციული დღის წესრიგი აქვს

„მათი მიზანი არ არის დემოკრატიული არჩევნები და შეთანხმება რაიმეზე, მათი მთავარი მიზანი, პოლიტიკური სურვილი და მთავარი ამოცანა არის დესტაბილიზაცია და რაიმე ცვლილებების მოპოვება საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით“.

ნათია თურნავა: ჩვენი ამოცანაა, მხარი დავუჭიროთ გლობალურ სტარტაპებს

„2019 წელი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთვის საკმაოდ წარმატებული იყო. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობა, ჩვენი ეკონომიკური გუნდი აშენებს ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკას, რაც წარმოუდგენელია ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემისა და ინოვაციური საქმიანობის მხარდაჭერის გარეშე".

„ფრესკომ“ შრომითი უფლებების დარღვევის უარყოფაზე სასამართლო დავა წააგო

საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კომპანია „ფრესკოს“ სარჩელი Facebook-ის გვერდ „ჟამთასვლა ფოტოსურათებზე“ ავტორ გიორგი ლაბაძის წინააღმდეგ, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცილისწამების შემცველი ცრუ ინფორმაციის უარყოფის მოთხოვნით.

ახალგაზრდა აქტივისტები ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ აქციას მართავენ

თბილისში, ქიქოძის ქუჩაზე ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტებისგან შემდგარი ჯგუფი ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს. 

ქუთაისში კრივში საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა

ქუთაისის სპორტის სასახლეში კრივში საქართველოს ჩემპიონატი გაიხსნა.

აკაკი საღირაშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან „შუა დერეფნის“ გაციფროვნების შესაძლებლობებზე ისაუბრა

შვედეთში მიმდინარე გაეროს საგზაო უსაფრთხოების მინისტერიალის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა შეხვედრა გამართა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან მახტარ დიოპთან.

ირაკლი ჩიქოვანი კიბერშეტევაზე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელსაც მსოფლიოს მხრიდან ვხედავთ

"კიბერშეტევა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა".

რუსეთის საგარეო უწყება კიბერშეტევასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

ოფიციალური მოსკოვი კიბერშეტავასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას პასუხობს.

ავსტრალია საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას გმობს

ავსტრალიის მთავრობა უერთდება საერთაშორისო პარტნიორებს და გმობს საქართველოში 2019 წლის ოქტომბერში რუსეთის მიერ განხორციელბულ კიბერშეტევას.

გიორგი ვოლსკი: ზუსტად ისეთივე პოლიტპატიმარია გიგი უგულავა, როგორიც ვანო მერაბიშვილი

„ზუსტად ისეთივე პოლიტპატიმარია გიგი უგულავა, როგორიც ვანო მერაბიშვილი“ ,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას.

გიორგი გახარია რუსულ კიბერშეტევაზე: ეს შეუწყნარებელი აქტი ჩვენი სუვერენიტეტითვის ძირის გამოთხრას ისახავდა მიზნად

"საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ოქტომბერში განხორციელებული კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას".

ესტონეთი საქართველოს ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის გამო მხარდაჭერას უცხადებს

ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის გამო.