#ჯილდოცოდნისთვის! - თავდაცვის სამინისტროს კონკურსი დასასრულს უსახლოვდება

თავდაცვის სამინისტრო 7 ნოემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, ონლაინ ტესტირების გზით, testebi.mod.gov.ge-ზე ატარებს კონკურსს სამხედრო ისტორიის, საერთაშორისო ურთიერთობების, სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში.

✓ პროექტის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს სამხედრო ისტორიის პოპულარიზაცია, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.


✓ დაინტერესებულ ფიზიკურ პირებს კონკურსისთვის რეგისტრაცია და მასში მონაწილეობა თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მისამართზე testebi.mod.gov.ge განთავსებული აპლიკაციის საშუალებით შეუძლიათ.


 ✓ ტესტები 90 საკითხს მოიცავს და 5 კატეგორიად იყოფა: სამხედრო ისტორია - 20 საკითხი; საერთაშორისო თანამშრომლობა - 20 საკითხი; თანამედროვე გამოწვევები - 15 საკითხი; სამხედრო სამსახური - 20 საკითხი; დროშები, სამხრეები და ტაქტიკური ნიშნები - 15 საკითხი.


  საუკეთესო ათი მონაწილისთვის თავდაცვის სამინისტროსგან ჯილდოდ განკუთვნილია „ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი“; გენერალ გიორგი მაზნიაშვილის „ჩემი მოგონებები“ და გენერალ ალექსანდრე ჩხეიძის „სამხედრო სკოლა“. ამასთან ერთად, მესამე საპრემიო ადგილზე გასული მონაწილე კომპანია „Time Georgia“-სგან ჯილდოდ Casio G-shock-ის საათს, მეორე საპრემიო ადგილზე გასული მონაწილე - სამხედრო ზურგჩანთას და მათარას, ხოლო პირველ საპრემიო ადგილზე გასული მონაწილე თავდაცვის სამინისტროსგან ჯილდოდ Lenovo-ს ნოუთბუქს მიიღებს.


საკონკურსო შედეგად ჩაითვლება მხოლოდ პირველი ცდით ტესტების ყველა კატეგორიაში მიღწეული ჯამური შედეგი. შედეგები გამოითვლება ტესტირებაში მიღებული სწორი პასუხების რაოდენობისა და ტესტების შესრულებაში დახარჯული დროის მიხედვით. ერთი ან რამდენიმე ფიზიკური პირის მიერ ერთნაირი შედეგის მიღწევის შემთხვევაში, უპირატესობა მას მიენიჭება, ვინც უფრო ადრე დაიწყო ტესტების შესრულება. ტესტების შესრულების შეწყვეტის შემთხვევაში, აპლიკაციაში სარეგისტრაციო მონაცემების ხელახალი შეყვანით, კონკურსის ვადის ამოწურვამდე, თქვენ ნებისმიერ დროს შეძლებთ ტესტების შესრულების გაგრძელებას. საკითხზე პასუხის დაფიქსირების შემდეგ, მომდევნო საკითხზე გადასვლამდე დახარჯული დრო და ტესტების ერთი კატეგორიიდან სხვა კატეგორიაში გადასვლის დრო არ აისახება ტესტების შესრულების დროზე. ტესტების ყველა კატეგორიაში მოცემულ საკითხებზე პასუხების გაცემის შემდეგ, აპლიკაციაში იხილავთ ტესტების სრული შედეგის ბმულს, რომელიც პირველი ცდით შესრულებული ტესტების შედეგს ასახავს. თქვენ შეგიძლიათ როგორც ტესტების სრული შედეგის, ისე, ტესტების კატეგორიების მიხედვით მიღწეული შედეგების „ფეისბუქზე“ გაზიარება.


კონკურსი ჩატარდება 2018 წლის 7 ნოემბერიდან 28 დეკემბრის ჩათვლით. გამარჯვებულების სია 2019 წლის იანვარში თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდსა (mod.gov.ge) და თავდაცვის სამინისტროს „ფეისბუქის“ გვერდზე (facebook.com/mod.gov.ge) გამოქვეყნდება. გამარჯვებულთა დაჯილდოება ამავე თვეს, თავდაცვის სამინისტროში შედგება.


➨კონკურსის ორგანიზატორთა რჩევაა, კონკურსში მონაწილეობამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.mod.gov.ge) და საქართველოს სამხედრო ისტორიის პორტალზე (history.mod.gov.ge) განთავსებული ინფორმაციის გაცნობა, რომელიც კონკურსის მონაწილეებს წარმატებული შედეგის მიღწევაში დაეხმარებათ.


დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ მისამართზე ✉ pr@mod.gov.ge, თავდაცვის სამინისტროს Facebook-ის გვერდზე ან მოგვმართეთ ტელეფონის ნომერზე ☏ 2 91 04 21.


შსს: სამი მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, რასაც გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა

პოლიტკოვსკაის ქუჩაზე სამი მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, რასაც გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა, - ამის შესახებ ,,პირველს" შსს-ში, თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განუცხადეს.

ვინ არის პიტერ ტაბიჩი, რომელმაც მსოფლიო მასწავლებლის ჯილდო მიიღო

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი კენიელი მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი პიტერ ტაბიჩი გახდა. 

ლადო აფხაზავა: ეს საოცარი მხარდაჭერა და სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის

„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდო 2019“-ის მონაწილე ქართველი მასწავლებელი ლადო აფხაზავა გულშემატკივრებს მადლობას უხდის და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

პრემიერ-მინისტრმა ნატოს გენერალურ მდივანს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა ნატოს გენერალურ მდივანს რომელიც თბილისს დღეს ეწვია.

მიხეილ ბატიაშვილი: ჩვენს ქვეყანას ჰყავს ლადო აფხაზავა და უდიდესი სიამაყის გრძნობა მაქვს

,,ჩვენს ქვეყანას ჰყავს ლადო აფხაზავა და სწორედ მის გამო უდიდესი სიამაყის გრძნობა მაქვს მე და დარწმუნებული ვარ, თითოეულ ქართველს", - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

100 დღე საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღებიდან

25 მარტს, საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღებიდან 100 დღე სრულდება. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგ​ოშვილი მიღწეულ შედეგებს შეაჯამებენ.

ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

 

მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი 1 მლნ დოლარს მიიღებს

„გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული კენიელი მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი პიტერ ტუბიში გახდა, რომელიც პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი გამოვლინდა

„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდო 2019“-ის გამარჯვებული კენიელი მათემატიკისა და ფიზიკის  მასწავლებელი პიტერ ტუბიში გახდა. გამარჯვებული რამდენიმე წუთის წინ დუბაიში გამოვლინდა.

 

LIVE - მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019

პირდაპირი ეთერი დუბაიდან - მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019 დაჯილდოების ცერემონიალი.

მაია ცქიტიშვილი - არ არის მართალი, თითქოს რვა პუნქტიდან შვიდზე შეთანხმება მიღწეულია

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილა გადაცემა „ფორბსის კვირაში“ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა.

ზუგდიდში 2019 წელს გზების რეაბილიტაციას 36 მილიონი ლარი მოხმარდება

ზუგდიდში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტების განხორციელების შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა იწყება. სულ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 36 მილიონ ლარზე მეტი.

ახალგაზრდა კარატისტების წარმატება

22-23 მარტს, ისრაელის ქალაქ რიშონ ლეციონში ბავშვთა, ჭაბუკთა და იუნიორ სპორტსმენთა შორის, კონტაქტურ კარატეში ევროპის პირველი ჩემპიონატი ჩატარდა.

იენს სტოლტენბერგი საქართველოშია

საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვია. იენს სტოლტენბერგის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

რუსთაველზე, ძველი საბაგიროს შენობაში, ხანძარი გაჩნდა - ფოტომასალა

რუსთაველზე, კინოსახლის უკან მდებარე ძველი საბაგიროს შენობაში ხანძარი იყო.

დიმიტრი ხუნდაძე - სააკაშვილს არა მხოლოდ ქართველმა ხალხმა, არამედ, საკუთარმა პარტიამაც უარი უთხრა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე დღეს ,,ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე ლიდერების მიერ წარმოთქმულ სიტყვებზე კომენტარს აკეთებს.

ბერაია: ნატო-ს გენმდივნის მორიგი ვიზიტი საქართველოში და ნატო-საქართველოს სწავლება ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრების პროცესის შეუქცევადობის დადასტურებაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ხარისხი უპრეცედენტო ნიშნულზეა, როგორც პრაქტიკულ, ასევე პოლიტიკურ ჭრილში. 

ბორჯომის სოფლებში ვეტერინარის დანიშვნას ითხოვენ - ხმაური საკრებულოში

ბორჯომის სოფლებში ვეტერინარის დანიშვნას ითხოვენ. მოსახლეობა ამბობს, რომ სპეციალისტი არ ჰყავთ, რის გამოც მათი პირუტყვი ვეტერინარის სრულყოფილ მომსახურებას ვერ იღებს.

13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული 2-წლიან იძულებით მკურნალობას გაივლის

რუსთავში 13 წლის ძმისშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს რუსთავის სასამართლომ ბრალდება მოუხსნა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ბანკები ითხოვენ მთავრობამ დაფაროს პორტის კომერციული რისკი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილა გადაცემა „ფორბსის კვირაში“ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა და ბანკების მიერ სახელმწიფოსგან მოთხოვნილი 8 პირობის შესახებაც ისაუბრა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგილ ვაშაძე დელეგატებმა ახალი, ელექტრონული მეთოდით აირჩიეს.