გაზის გაძვირება პურის ფასზე არ აისახება

საქართველოში იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც გაზს არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარენ, 4 თებერვლიდან ბუნებრივი აირის ფასი, დღგ-ს ჩათვლით, 86 თეთრამდე გაძვირდება.

თუმცა, აღნიშნული ცვლილება პურის ფასზე არ აისახება, რადგან როგორც „პირველთან“ საუბარში შპს „იფქლი1“-ის და „იფქლის“ ხელმძღვანელებმა განაცხადეს, ამჟამად ბუნებრივი გაზის ფასი, რომელსაც კომპანიები მოიხმარენ, 85 თეთრს შეადგენს. შესაბამისად, მათთვის "ცვლილება უმნიშვნელოა".


„გააჩნია, რამდენად გააძვირებენ. ჩვენ ისედაც ძვირს ვიხდით, ახლა 85 თეთრს ვიხდით თუმცა 86 თეთრი თუ გახდა, ეს ნამდვილად არ იმოქმედებს ფასზე, 1 თეთრი არაფერი არ არის. ჩვენ უკვე გავაძვირეთ პურის ფასი, რაც ყველაფრის გაძვირებას მოჰყვა. თუმცა, პრინციპში ჩვენი პური ძვირი არ არის, რადგან თუ მომხმარებელი აწონის იმ პურსБ რომელსაც 60 თეთრად ყიდულობს და ჩვენს პურს, სხვაობას ნახავს. ანუ სხვისი სამი პური ჩემი ორი პურის ტოლფასია. შესაბამისად, ჩვენ მაგ დონემდეც არ გაგვიძვირებია ფასი“, - „იფქლი1“-ის ხელმძღვანელმა დავით ვასაძემ.


ანალოგიური პასუხი გაგვცა შპს „იფქლი“-ს ხელმძღვანელმა არისო ბოჭოიძემ და აღნიშნა, რომ გაზის ფასი „თუ 86 თეთრი გახდება, ეს ფასზე არანაირად არ იმოქმედებს“.


„ყაზტრანსგაზ-თბილისის“განცხადების მიხედვით, „ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ სერიოზული პრობლემები წარმოქმნა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ნორმალური საქმიანობისა და ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივი გაზის შესყიდვას ახორციელებს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით. აქედან გამომდინარე, დღეისათვის მოქმედი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი არ იძლევა შესაძლებლობას შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დაფაროს, როგორც მიმდინარე ხარჯები, ასევე გასული წლების განმავლობაში კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული ზარალი.


იმისათვის, რომ არ შეფერხდეს გაზის შესყიდვისა და დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების პროცესი და თბილისის მოსახლეობამ ისარგებლოს მაქსიმალურად უსაფრთხო გაზმომარაგებით, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ იძულებულია მოახდინოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფის კორექტირება.
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებით, 2019 წლის 4 თებერვლიდან თბილისში, ბუნებრივი აირის იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც გაზს მოიხმარენ არასაყოფაცხოვრებო მიზნით, ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე დღგ-ს ჩათვლით 86 თეთრი იქნება”.


აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. მოსახლეობისთვის გაზის საფასური დარჩება 46,139 თეთრი.


რიყეზე დაშავებული ტურისტი გარდაიცვალა

რიყეზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ტურისტი გარდაიცვალა. 

ძიძიგური: ვფიქრობ, რომ გიორგი გახარიას ქმედებები იყო სრულიად ლეგიტიმური, იძულებული გახდა პოლიცია, რომ ძალა გამოეყენებინა"

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა სატელევიზიო ეთერში 20-21 ივნისს, თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

ბახტაძე: გამოძიებული იქნება თითოეული დეტალი, რომელიც ეხება გულწრფელი ემოციით გამოწვეული პროტესტით პროვოცირებას და გარკვეულ შემთხვევებში ძალის შესაძლო გადამეტებას

"გამოძიებული იქნება თითოეული დეტალი, რომელიც ეხება გულწრფელი ემოციით გამოწვეული პროტესტით პროვოცირებას და მეორეს მხრივ იმას, ხომ არ მოხდა გარკვეულ შემთხვევაში ძალის გადამეტება". ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. 

კახა კალაძე შს მინისტრის გადაწყვეტილებას, პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლის შესახებ, ღირსეულს უწოდებს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადაწყვეტილება ღირსეულ ნაბიჯად შეაფასა.

ნათია თურნავა: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტურისტული ბაზარი არის უსაფრთხო

ეკონომიკის  მინისტრის განცხადებით, ტურიზმის სექტორთან აქტიური შეხვედრები გაგრძელდება, მათ შორის აჭარაში, სადაც სეზონი უკვე დაწყებულია და ადგილობრივ ტურისტულ ბიზნესს განსაკუთრებული თანადგომა ესაჭიროება.

"ბიზნესის დიდი ნაწილის თხოვნაა, სხვა ტურისტულ ბაზრებთან ერთად, შევეცადოთ და შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი"

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, არსებული გამოწვევების ფონზე გასაგებია ბიზნესსექტორის წუხილი. 

მამუკა ბახტაძე: ვინც მიდის კონსტიტუციის დარღვევის გზით, მისი ადგილი პოლიტიკური დიალოგის მაგიდასთან არ არის

"უპასუხისმგებლო და მოძალადე ჯგუფისთვის არანაირი ალტერნატივა არ არსებობს, მათთვის მიუღებელია არჩევნები, დემოკრატიული პროცესები",-ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ 20 ივნისის მოვლენების შეფასებისას "იმედს" განუცხადა. 

ბახტაძე: ვწუხვარ იმის გამო, რომ ჟურნალისტები დაზარალდნენ და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ განსაკუთრებულ პატივისცემას ქართული მედიის მიმართ

20 ივნისის ღამეს დაშავებულთათვის ნებისმიერი სახის დახმარება, იქნება ეს საზღვარგარეთ საუკეთესო კლინიკებში მკურნალობა თუ საქართველოში საუკეთესო ექიმების და სპეციალისტების ჩამოყვანა, იქნება გარანტირებული ჩვენი მხრიდან.

მამუკა ბახტაძე: პროპორციულ სისტემაზე გადასვლისას იმის ალბათობასაც არ გამოვრიცხავთ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს საჭირო

" პროპორციულ სისტემაზე გადასვლისას იმის ალბათობასაც არ გამოვრიცხავთ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს საჭირო. - ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მაკა ჩიჩუა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას შეუერთდა

ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეურთდა. 

ზუგდიდის მერია სტიქიით დაზარალებულებს შესაბამის დახმარებას გაუწევს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას გაუწევს.

არჩილ თალაკვაძე: არავის არ მივცემთ შესაძლებლობას სხვა არაკონსტიტუციური გზებით რაიმე ცვლილებას მიაღწიოს ამ ქვეყანაში

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა. 

ბათუმის მერიის ტურისტული სერვისების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ცივი იარაღით დაჭრეს

ბათუმის მერიის ტურისტული სერვისების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე ცივი იარაღით დაჭრეს.

ზუგდიდში გიორგი გახარიას გადადგომისა და სხვა მოთხოვნებით მესამე აქცია გაიმართა

ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოქალაქეები 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ.

“ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებული მაღაროელები განცხადებას ავრცელებენ

შპს “ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებული მაღაროელების განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მაღაროელები გაფიცვის განახლებას გეგმავენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

თბილისში მიმდინარე აქციებს თელაველი ახალგაზრდები უერთდებიან

მათ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მსვლელობა მოაწყეს, რის შემდეგაც პროტესტი უკვე თელავის თეატრთან გაგრძელდა.

რომან გოცირიძისა და აკაკი ზოიძის დაპირისპირება: შენ აქ იჯექი და ელოდებოდი როგორ შემოვარდებოდნენ

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

მეხუთე დღეა რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი პროტესტი გრძელდება. 

ავლაბარში, ლომოურის ქუჩაზე დაზიანებულია სახლები და მანქანები (ფოტოები)

ავლაბარში, ლომოურის ქუჩაზე დაზიანებულია სახლები და მანქანები.

კარლ ჰარცელი: მივესალმებით „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის განცხადებას, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს

კარლ ჰარცელის კომენტარი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.
 

ისანში კორპუსის მეშვიდე სართულიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა

ისანში კორპუსის მეშვიდე სართულიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა და დაიღუპა.