მამუკა ხაზარაძეს შესაძლოა, ბრალი წარუდგინონ

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს, მილიონობით დოლარის გათეთრებისა და მითვისების გამო, შესაძლოა, ბრალი წარუდგინონ.

ცნობილი გახდა იმ სისხლის სამართლის საქმის შესახებ, რომლის გამოძიებასაც საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2018 წლის მაისში ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გაშიფრა დანაშაულებრივი სქემა, რომლის თანახმადაც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მრავალსვლიანი ფინანსური მაქინაციების მეშვეობით მიითვისეს და გაათეთრეს ბანკის კუთვნილი ათობით მილიონი ლარი. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოვლენილი მაქინაციების შესწავლა ორი მიმართულებით მიმდინარეობს. ერთი მხრივ, საქმეს სწავლობს ეროვნული ბანკი, ხოლო სისხლის სამართლებრივ გამოძიებას აწარმოებს საქართველოს მთავარი პროკურატურა. ჩვენი ინფორმაციით, ეროვნულმა ბანკმა უკვე გამოიყენა სანქციები და „თიბისი ბანკს“ მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან ყოველგვარი ურთიერთობა აუკრძალა. ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება საბანკო სფეროსთვის დაახლოებით იგივეა, რაც საყოფაცხოვრებო დონეზე მოძალადე მშობლისთვის ოჯახის წევრთან კონტაქტის აკრძალვა, ანუ შემაკავებელი ორდერი. ამას გარდა, რეგულატორმა ადმინისტრაციული წესით, საკუთარ აქციონერებთან საეჭვო გარიგებებში შესვლის გამო „თიბისი ბანკს“ 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.


რაც შეეხება სისხლის სამართალს, აქ საქმე გაცილებით მძიმედაა, ვინაიდან საქართველოს მთავარი პროკურატურა საქმის გამოძიებას უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით აწარმოებს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ფულის გათეთრების დანაშაულებრივი სქემა ასე გამოიყურება: 2008 წლის გაზაფხულზე ბიზნესმენ ავთო წერეთლის კუთვნილ კომპანიებზე („სამგორი M“, „სამგორი თრეიდი“) „თიბისი ბანკმა“ ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, ერთ დღეში ჯამურად 16.6 მილიონი აშშ დოლარის დაუსაბუთებელი კრედიტი გასცა. იმავე დღეს ამ კომპანიებმა „თიბისი ბანკისგან“ მიღებული კრედიტი გადაასესხეს ფიზიკურ პირებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. წერეთლის კომპანიები ერთი დღე არ მომსახურებიან ბანკისგან მიღებულ კრედიტს, ბანკში ერთი თეთრი არ შესულა და მიუხედავად ამისა, იმავე წლის დეკემბერში „თიბისი ბანკმა“ ეს სესხები ბალანსს გარეთ გაიტანა, ანუ ჩამოწერა. ბანკმა სესხები კი ჩამოწერა, მაგრამ ზემოხსენებულ კომპანიებს ფორმალური ვალდებულება ბანკისადმი მაინც უნარჩუნდებოდათ. შესაბამისად, უნარჩუნდებოდათ ვალდებულება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესაც. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 2012 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების კვალდაკვალ, ავთანდილ წერეთელმა ულტიმატუმის ფორმით მოსთხოვა ფულის გათეთრების სქემის ავტორსა და სარგებლის მიმღებ მამუკა ხაზარაძეს, გაეთავისუფლებინა მისი კომპანიები „თიბისი ბანკის“ წინაშე არსებული ფორმალური ვალდებულებებისგან. ამისთვის კი, როგორც წყარო ამბობს, მამუკა ხაზარაძემ ახალი სქემა შეიმუშავა: ვირჯინიის კუნძულებზე თავის მოადგილეს პაატა ღაზაძეს დააფუძნებინა ოფშორული კომპანია „Martello Group“, რომელმაც, „თიბისი ბანკის“ დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის თანხმობით, გადაიბარა წერეთლის კომპანიების ვალდებულებები „თიბისი ბანკის“ მიმართ, ასევე, მოთხოვნები ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ. „სხვა გარემოებებს თავი რომ დავანებოთ, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბანკის გენერალური დირექტორი ბუცხრიკიძე დასთანხმდა – საქართველოში მოქმედი, წარმატებული, აქტივების მქონე კომპანიის ვალდებულებები გადაებარებინა ოფშორში ჩაკარგული, ქაღალდზე არსებული კომპანიისთვის, საკმარისი მტკიცებულება იქნებოდა იმის დასტურად, რომ ხაზარაძე, ჯაფარიძე და ტოპმენეჯმენტი საკუთარ ბანკს ძარცვავდნენ“, – ამბობს ჩვენი წყარო.
ნიშანდობლივია, რომ „თიბისი ბანკს“, წერეთლის კომპანიებს და მამუკა ხაზარაძეს შორის ვალდებულებების გადაბარების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები 2012 წლის 29 სექტემბრით არის დათარიღებული. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თარიღი მიღება-ჩაბარების აქტზე გაყალბებულია და მხოლოდ 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდეგ უკანა რიცხვით არის შედგენილი. როგორც ჩანს, ხაზარაძე არჩევნების შედეგებს ელოდებოდა და სააკაშვილის დამარცხების შემდეგ ისტერიულად დაიწყო დანაშაულებრივი კვალის წაშლა. სიჩქარეში მას გამორჩა, რომ 2012 წლის 29 სექტემბერი კვირა დღე იყო, როცა საქმიანი დოკუმენტები არ დგება.


„მიღება-ჩაბარების აქტის გამყალბებელი ვარაუდობდა, რომ სააკაშვილის დამარცხების შემდეგ ავთო წერეთელი და მამუკა ხაზარაძე, ინგასი და მურტალოსი არ იყოს, არავის გაახსენდებოდა, რადგან პირველ ოქტომბერს ნაცებისთვის დიდი სამამულო ომი დაიწყო. გაიზიარებს თუ არა მურტალოს ბედს ხაზარაძე, ამ კითხვაზე პასუხი თემიდას მივანდოთ. დაიჭერენ თუ არ დაიჭერენ მამუკა ხაზარაძეს, არც ეს უნდა იყოს მისთვის ტრაგედია. ციხეში ბევრი მჯდარა, უბრალოდ, ტრაგედია ის არის, რომ „გეპეის“ კომკავშირის მდივნობიდან მოყოლებული, ათეული წლის განმავლობაში ნალოლიავები რეპუტაცია ასეთი იაფფასიანი მაქინაციებით იმსხვრევა. მსხვრევა და ტრაგედიაა, როცა მეცენატი, ლიტერატურის ქომაგი, ჩოხოსანი, ცხენზე სომბრეროთი მოჯირითე არისტოკრატი ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე მის მიერვე დაფუძნებულ ბანკში დეპოზიტარების ფულის მოპარვაში ამხილეს“, – ამბობს „კვირას“ რესპონდენტი.


რიყეზე დაშავებული ტურისტი გარდაიცვალა

რიყეზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ტურისტი გარდაიცვალა. 

ძიძიგური: ვფიქრობ, რომ გიორგი გახარიას ქმედებები იყო სრულიად ლეგიტიმური, იძულებული გახდა პოლიცია, რომ ძალა გამოეყენებინა"

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა სატელევიზიო ეთერში 20-21 ივნისს, თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

ბახტაძე: გამოძიებული იქნება თითოეული დეტალი, რომელიც ეხება გულწრფელი ემოციით გამოწვეული პროტესტით პროვოცირებას და გარკვეულ შემთხვევებში ძალის შესაძლო გადამეტებას

"გამოძიებული იქნება თითოეული დეტალი, რომელიც ეხება გულწრფელი ემოციით გამოწვეული პროტესტით პროვოცირებას და მეორეს მხრივ იმას, ხომ არ მოხდა გარკვეულ შემთხვევაში ძალის გადამეტება". ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. 

კახა კალაძე შს მინისტრის გადაწყვეტილებას, პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლის შესახებ, ღირსეულს უწოდებს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადაწყვეტილება ღირსეულ ნაბიჯად შეაფასა.

ნათია თურნავა: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტურისტული ბაზარი არის უსაფრთხო

ეკონომიკის  მინისტრის განცხადებით, ტურიზმის სექტორთან აქტიური შეხვედრები გაგრძელდება, მათ შორის აჭარაში, სადაც სეზონი უკვე დაწყებულია და ადგილობრივ ტურისტულ ბიზნესს განსაკუთრებული თანადგომა ესაჭიროება.

"ბიზნესის დიდი ნაწილის თხოვნაა, სხვა ტურისტულ ბაზრებთან ერთად, შევეცადოთ და შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი"

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, არსებული გამოწვევების ფონზე გასაგებია ბიზნესსექტორის წუხილი. 

მამუკა ბახტაძე: ვინც მიდის კონსტიტუციის დარღვევის გზით, მისი ადგილი პოლიტიკური დიალოგის მაგიდასთან არ არის

"უპასუხისმგებლო და მოძალადე ჯგუფისთვის არანაირი ალტერნატივა არ არსებობს, მათთვის მიუღებელია არჩევნები, დემოკრატიული პროცესები",-ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ 20 ივნისის მოვლენების შეფასებისას "იმედს" განუცხადა. 

ბახტაძე: ვწუხვარ იმის გამო, რომ ჟურნალისტები დაზარალდნენ და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ განსაკუთრებულ პატივისცემას ქართული მედიის მიმართ

20 ივნისის ღამეს დაშავებულთათვის ნებისმიერი სახის დახმარება, იქნება ეს საზღვარგარეთ საუკეთესო კლინიკებში მკურნალობა თუ საქართველოში საუკეთესო ექიმების და სპეციალისტების ჩამოყვანა, იქნება გარანტირებული ჩვენი მხრიდან.

მამუკა ბახტაძე: პროპორციულ სისტემაზე გადასვლისას იმის ალბათობასაც არ გამოვრიცხავთ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს საჭირო

" პროპორციულ სისტემაზე გადასვლისას იმის ალბათობასაც არ გამოვრიცხავთ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს საჭირო. - ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მაკა ჩიჩუა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას შეუერთდა

ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეურთდა. 

ზუგდიდის მერია სტიქიით დაზარალებულებს შესაბამის დახმარებას გაუწევს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას გაუწევს.

არჩილ თალაკვაძე: არავის არ მივცემთ შესაძლებლობას სხვა არაკონსტიტუციური გზებით რაიმე ცვლილებას მიაღწიოს ამ ქვეყანაში

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა. 

ბათუმის მერიის ტურისტული სერვისების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ცივი იარაღით დაჭრეს

ბათუმის მერიის ტურისტული სერვისების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე ცივი იარაღით დაჭრეს.

ზუგდიდში გიორგი გახარიას გადადგომისა და სხვა მოთხოვნებით მესამე აქცია გაიმართა

ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოქალაქეები 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ.

“ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებული მაღაროელები განცხადებას ავრცელებენ

შპს “ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებული მაღაროელების განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მაღაროელები გაფიცვის განახლებას გეგმავენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

თბილისში მიმდინარე აქციებს თელაველი ახალგაზრდები უერთდებიან

მათ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მსვლელობა მოაწყეს, რის შემდეგაც პროტესტი უკვე თელავის თეატრთან გაგრძელდა.

რომან გოცირიძისა და აკაკი ზოიძის დაპირისპირება: შენ აქ იჯექი და ელოდებოდი როგორ შემოვარდებოდნენ

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

მეხუთე დღეა რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი პროტესტი გრძელდება. 

ავლაბარში, ლომოურის ქუჩაზე დაზიანებულია სახლები და მანქანები (ფოტოები)

ავლაბარში, ლომოურის ქუჩაზე დაზიანებულია სახლები და მანქანები.

კარლ ჰარცელი: მივესალმებით „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის განცხადებას, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს

კარლ ჰარცელის კომენტარი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.
 

ისანში კორპუსის მეშვიდე სართულიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა

ისანში კორპუსის მეშვიდე სართულიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა და დაიღუპა.