სააკაშვილის დამარცხების შემდეგ ხაზარაძემ დანაშაულებრივი კვალის წაშლა დაიწყო?

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს, მილიონობით დოლარის გათეთრებისა და მითვისების გამო, შესაძლოა, ბრალი წარუდგინონ.

„თიბისი ბანკს“, წერეთლის კომპანიებს და მამუკა ხაზარაძეს შორის ვალდებულებების გადაბარების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები 2012 წლის 29 სექტემბრით არის დათარიღებული. სანდო წყაროს ინფორმაციით, თარიღი მიღება-ჩაბარების აქტზე გაყალბებულია და მხოლოდ 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდეგ უკანა რიცხვით არის შედგენილი. როგორც ჩანს, ხაზარაძე არჩევნების შედეგებს ელოდებოდა და სააკაშვილის დამარცხების შემდეგ ისტერიულად დაიწყო დანაშაულებრივი კვალის წაშლა. სიჩქარეში მას გამორჩა, რომ 2012 წლის 29 სექტემბერი კვირა დღე იყო, როცა საქმიანი დოკუმენტები არ დგება.

„მიღება-ჩაბარების აქტის გამყალბებელი ვარაუდობდა, რომ სააკაშვილის დამარცხების შემდეგ ავთო წერეთელი და მამუკა ხაზარაძე, ინგასი და მურტალოსი არ იყოს, არავის გაახსენდებოდა, რადგან პირველ ოქტომბერს ნაცებისთვის დიდი სამამულო ომი დაიწყო. გაიზიარებს თუ არა მურტალოს ბედს ხაზარაძე, ამ კითხვაზე პასუხი თემიდას მივანდოთ. დაიჭერენ თუ არ დაიჭერენ მამუკა ხაზარაძეს, არც ეს უნდა იყოს მისთვის ტრაგედია. ციხეში ბევრი მჯდარა, უბრალოდ, ტრაგედია ის არის, რომ „გეპეის“ კომკავშირის მდივნობიდან მოყოლებული, ათეული წლის განმავლობაში ნალოლიავები რეპუტაცია ასეთი იაფფასიანი მაქინაციებით იმსხვრევა. მსხვრევა და ტრაგედიაა, როცა მეცენატი, ლიტერატურის ქომაგი, ჩოხოსანი, ცხენზე სომბრეროთი მოჯირითე არისტოკრატი ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე მის მიერვე დაფუძნებულ ბანკში დეპოზიტარების ფულის მოპარვაში ამხილეს“, – ამბობს „კვირას“ რესპონდენტი.

პროკურატურაში „თი-ბი-სი“ ბანკის ირგვლივ გამოძიება 2019 წლის 8 იანვარს დაიწყო.  მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა „თი ბი სი ბანკიდან“ დოკუმენტაცია გამოითხოვეს. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ „თი-ბი-სი“ ბანკის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამავე ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია.


ქერჩის სრუტეში ორ გემზე გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ქერჩის სრუტეში ორ ტანკერზე ხანძარი გაჩნდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

პრემიერი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მამუკა ბახტაძის ვიზიტი დავოსში 22-25 იანვარს შედგება.

მამუკა ბახტაძე - ლიეტუვა არის საქართველოს ერთგული მეგობარი და მხარდამჭერი

ლიეტუვა ყველა საერთაშორისო ფორმატში იცავს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაშავდა. შემთხვევა რუსთაველის ხიდთან მოხდა.

ვარკეთილში გაზგამათბობლის გამონაბოლქვით ორი ადამიანი გაიგუდა

თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.

კახა ბექაური : უმკაცრესი რეაგირება იქნება, თუ კომპანიებს შორის ფასების შეთანხმების ნიშნები გამოვლინდება

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრობს.

 

პენსიონერებისთვის ე.წ. აფხაზური პასპორტების მოქმედების ვადამ მარტამდე გადაიწია

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილების თანახმად, 2005 წელს გაცემული "აფხაზური“ პასპორტების მოქმედების ვადამ პენსიონერებისთვის 1 მარტამდე გადაიწია.

ავღანეთში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 120-ზე მეტი ძალოვანი დაიღუპა

ავღანეთის, ვარდაკის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 120-ზე მეტი ავღანელი ძალოვანი დაიღუპა.

 

საქართველოს ელჩი უნგრეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაალ გოგსაძემ შეხვედრა გამართა უნგრეთის თავდაცვის მინისტრთან ტიბორ ბენკოსთან.

უკრაინის პრეზიდენტად კენჭს შოუმენი იყრის

პარტია „ხალხის მსახურებმა“ უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებზე შოუმენის ვლადიმირ ზელენსკის კანდიდატურა წამოაყენა.

ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაური გარდაცვლილი იპოვეს

ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე გარდაცვლილი იპოვეს.

ქუთაისში H1N1 ვირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ქუთაისში ე.წ. ,,ღორის გრიპით" 32 წლის ქალი გარდაიცვალა.

იტალიაში საქართველოს საკონსულო განცხადებას ავრცელებს

იტალიაში საქართველოს საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს განცხადებით მიმართავს.

ბათუმის ბულვარში ახალი მოადგილეები წარადგინეს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ არჩილ ვანაძემ ბულვარის დირექტორთან ირაკლი ჯინჭარაძესთან ერთად თანამშრომლებს ახალი მოადგილეები წარუდგინა.

თსუ-ში დათო მაღრაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 იანვარს, 17:00 საათზე, პოეტ დათო მაღრაძის წიგნის „უსადაუროდ“ პრეზენტაცია გაიმართება.

ირაკლი კობახიძე ლევან ჩხაიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს  ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის, ლევან ჩხაიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. 

22 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის, ოთარ ლორთქიფანიძის, შარტავას და იოსებიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გერმანიამ თავშესაფრის 8 ათასი მაძიებელი გააძევა

გერმანიის მთავრობამ 2018 წელს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობა გააძევა.

მოსამართლეობის 10-ვე კანდიდატი პარლამენტს მიმართავს, მათი კანდიდატურები არ განიხილოს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის  10-ვე  კანდიდატი პარლამენტს მათი კანდიდატურების მოხსნას სთხოვს.

კახა ბექაური: „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს.

ლარის კურსი

21 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6613 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6629 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.16 თეთრი შეადგინა.