ხაზარაძემ ბიზნესმენ ავთო წერეთელს ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, ერთ დღეში ჯამურად 16.6 მილიონი აშშ დოლარის დაუსაბუთებელი კრედიტი მისცა

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს, მილიონობით დოლარის გათეთრებისა და მითვისების გამო, შესაძლოა, ბრალი წარუდგინონ.

სანდო წყაროს ინფორმაციით, ფულის გათეთრების დანაშაულებრივი სქემა ასე გამოიყურება: 2008 წლის გაზაფხულზე ბიზნესმენ ავთო წერეთლის კუთვნილ კომპანიებზე („სამგორი M“, „სამგორი თრეიდი“) „თიბისი ბანკმა“ ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, ერთ დღეში ჯამურად 16.6 მილიონი აშშ დოლარის დაუსაბუთებელი კრედიტი გასცა. იმავე დღეს ამ კომპანიებმა „თიბისი ბანკისგან“ მიღებული კრედიტი გადაასესხეს ფიზიკურ პირებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. წერეთლის კომპანიები ერთი დღე არ მომსახურებიან ბანკისგან მიღებულ კრედიტს, ბანკში ერთი თეთრი არ შესულა და მიუხედავად ამისა, იმავე წლის დეკემბერში „თიბისი ბანკმა“ ეს სესხები ბალანსს გარეთ გაიტანა, ანუ ჩამოწერა. ბანკმა სესხები კი ჩამოწერა, მაგრამ ზემოხსენებულ კომპანიებს ფორმალური ვალდებულება ბანკისადმი მაინც უნარჩუნდებოდათ. შესაბამისად, უნარჩუნდებოდათ ვალდებულება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესაც. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 2012 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების კვალდაკვალ, ავთანდილ წერეთელმა ულტიმატუმის ფორმით მოსთხოვა ფულის გათეთრების სქემის ავტორსა და სარგებლის მიმღებ მამუკა ხაზარაძეს, გაეთავისუფლებინა მისი კომპანიები „თიბისი ბანკის“ წინაშე არსებული ფორმალური ვალდებულებებისგან. ამისთვის კი, როგორც წყარო ამბობს, მამუკა ხაზარაძემ ახალი სქემა შეიმუშავა: ვირჯინიის კუნძულებზე თავის მოადგილეს პაატა ღაზაძეს დააფუძნებინა ოფშორული კომპანია „Martello Group“, რომელმაც, „თიბისი ბანკის“ დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის თანხმობით, გადაიბარა წერეთლის კომპანიების ვალდებულებები „თიბისი ბანკის“ მიმართ, ასევე, მოთხოვნები ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ. „სხვა გარემოებებს თავი რომ დავანებოთ, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბანკის გენერალური დირექტორი ბუცხრიკიძე დასთანხმდა – საქართველოში მოქმედი, წარმატებული, აქტივების მქონე კომპანიის ვალდებულებები გადაებარებინა ოფშორში ჩაკარგული, ქაღალდზე არსებული კომპანიისთვის, საკმარისი მტკიცებულება იქნებოდა იმის დასტურად, რომ ხაზარაძე, ჯაფარიძე და ტოპმენეჯმენტი საკუთარ ბანკს ძარცვავდნენ“, – ამბობს  წყარო.

პროკურატურაში „თი-ბი-სი“ ბანკის ირგვლივ გამოძიება 2019 წლის 8 იანვარს დაიწყო.  მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა „თი ბი სი ბანკიდან“ დოკუმენტაცია გამოითხოვეს. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ „თი-ბი-სი“ ბანკის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამავე ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია.


ქერჩის სრუტეში ორ გემზე გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ქერჩის სრუტეში ორ ტანკერზე ხანძარი გაჩნდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

პრემიერი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მამუკა ბახტაძის ვიზიტი დავოსში 22-25 იანვარს შედგება.

მამუკა ბახტაძე - ლიეტუვა არის საქართველოს ერთგული მეგობარი და მხარდამჭერი

ლიეტუვა ყველა საერთაშორისო ფორმატში იცავს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაშავდა. შემთხვევა რუსთაველის ხიდთან მოხდა.

ვარკეთილში გაზგამათბობლის გამონაბოლქვით ორი ადამიანი გაიგუდა

თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.

კახა ბექაური : უმკაცრესი რეაგირება იქნება, თუ კომპანიებს შორის ფასების შეთანხმების ნიშნები გამოვლინდება

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრობს.

 

პენსიონერებისთვის ე.წ. აფხაზური პასპორტების მოქმედების ვადამ მარტამდე გადაიწია

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილების თანახმად, 2005 წელს გაცემული "აფხაზური“ პასპორტების მოქმედების ვადამ პენსიონერებისთვის 1 მარტამდე გადაიწია.

ავღანეთში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 120-ზე მეტი ძალოვანი დაიღუპა

ავღანეთის, ვარდაკის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 120-ზე მეტი ავღანელი ძალოვანი დაიღუპა.

 

საქართველოს ელჩი უნგრეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაალ გოგსაძემ შეხვედრა გამართა უნგრეთის თავდაცვის მინისტრთან ტიბორ ბენკოსთან.

უკრაინის პრეზიდენტად კენჭს შოუმენი იყრის

პარტია „ხალხის მსახურებმა“ უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებზე შოუმენის ვლადიმირ ზელენსკის კანდიდატურა წამოაყენა.

ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაური გარდაცვლილი იპოვეს

ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე გარდაცვლილი იპოვეს.

ქუთაისში H1N1 ვირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ქუთაისში ე.წ. ,,ღორის გრიპით" 32 წლის ქალი გარდაიცვალა.

იტალიაში საქართველოს საკონსულო განცხადებას ავრცელებს

იტალიაში საქართველოს საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს განცხადებით მიმართავს.

ბათუმის ბულვარში ახალი მოადგილეები წარადგინეს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ არჩილ ვანაძემ ბულვარის დირექტორთან ირაკლი ჯინჭარაძესთან ერთად თანამშრომლებს ახალი მოადგილეები წარუდგინა.

თსუ-ში დათო მაღრაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 იანვარს, 17:00 საათზე, პოეტ დათო მაღრაძის წიგნის „უსადაუროდ“ პრეზენტაცია გაიმართება.

ირაკლი კობახიძე ლევან ჩხაიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს  ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის, ლევან ჩხაიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. 

22 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის, ოთარ ლორთქიფანიძის, შარტავას და იოსებიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გერმანიამ თავშესაფრის 8 ათასი მაძიებელი გააძევა

გერმანიის მთავრობამ 2018 წელს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობა გააძევა.

მოსამართლეობის 10-ვე კანდიდატი პარლამენტს მიმართავს, მათი კანდიდატურები არ განიხილოს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის  10-ვე  კანდიდატი პარლამენტს მათი კანდიდატურების მოხსნას სთხოვს.

კახა ბექაური: „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს.

ლარის კურსი

21 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6613 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6629 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.16 თეთრი შეადგინა.