ფულის გათეთრება – უმძიმესი დანაშაული. თიბისი დარჩება – ვინ წავა ციხეში?

მსოფლიო საფინანსო სექტორში უმძიმეს დანაშაულებად ითვლება ფულის გათეთრება და გადასახადების დამალვა. თიბისი ბანკის შემთხვევაში პირველზეა საუბარი. ხომ არ გამოიწვევს ეს უმსხვილესი ქართული ბანკის დახურვას – M2B ექსპერტებთან არკვევს.

საქართველოში საფინანსო დანაშაულს თავისი ისტორია აქვს და ასეთ ფაქტებს, ზოგ შემთხვევაში, ბანკის დახურვაც კი მოჰყვა. მაგალითად, ინვესტბანკის შემთხვევაც საკმარისია. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ეს მცირე ზომის ბანკი იყო იმ დროისთვის თუნდაც $1 მლნ–ის ზარალი კოლოსალური დარტყმა იყო ასეთი პატარა ბანკისთვის.


ექსპერტების აზრით, თიბისი სისტემფორმირებადი ბანკია, რომლის დახურვა მთელი საბანკო სექტორისთვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იქნებოდა. თუმცა, ამის საფრთხე არც დგას, ვინაიდან, ექსპერტების აზრით, ბანკს არ გაუჭირდება იმ თანხის გადახდა, რაც მას შეიძლება ჯარიმის სახით დაეკისროს (საუბარია 1 მლნ ლარზე). მაგრამ სულ სხვა საკითხია ფინანსურ მაქინაციაში მონაწილეობა. ასეთ შემთხვევაში, საფინანსო საკითხებში ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსოფლიო პრაქტიკის თანახმად, თუ ბანკის ბრალეულობა დამტკიცდა, ადვილად შესაძლებელია, რომ ტოპ–მენეჯმენტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს.


აქედან გამომდინარე, თიბისის დირექტორატი პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს, ვინაიდან, ექსპერტთა აზრით, ასეთი მასშტაბის ფინანსურ მაქინაციას ($16 მლნ), მიუხედავად იმისა, თუ რა ფორმით მოხდა ფულის გათეთრება. მხოლოდ ბანკის დაბალი რანგის ოფიცრები ორგანიზებას ვერ გაუწევდნენ. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც, კომერციული ბანკები წარმოადგენენ რასადეპოზიტო ინსტიტუტებს, ანუ მათი ვალდებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტებია, მსგავსი სიტუაციებისას დგანან “დეპოზიტების გაქცეევის” მაღალი რისკის ქვეშ, რამაც არა თუ ბანკის ლიკვიდობაზე, არამედ ამ ბანკის სისტემფორმირებადი სტატუსიდან გამომდინარე, მთელ სისტემაზე ნეგატიურად შეიძლება იმოქმედოს. აქედან გამომდინარე, პროკურატურის მხრიდან ინფორმაციის დროული მიწოდება საზოგადოებისათვის არის ძალზე მნიშვნელოვანი.ექსპერტები თავად თიბისი ბანკის დახურვას პრაქტიკულად გამორიცხავენ. მითუმეტეს, როდესაც ბანკის აქციონერები გავლენიანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არიან, რომელთათვის უკიდურესად მნივშნელოვანია საერთაშორისო სამართლის დაცვა. თიბისი ბანკის წილები შემდეგნაირადაა განაწილებული:  – მამუკა ხაზარაძე 13,52%, ბადრი ჯაფარიძე 6,76%, European Bank for Reconstrucion and Development (IBRD) 8,17%, JPMorgan Asset Management 8,43%, Schroder Investment Management 7,74% და Dunross & Co. 5,50%.


ქართული საბანკო სექტორის მდგრადობისთვის თიბისის მნიშვნელობაზე შემდეგი მონაცემებიც მიუთითებს. 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით თიბისის პოზიციები საბანკო ბაზარზე შემდეგნაირად გამოიყურება: თიბისის აქტივები – 14.06 მლრდ ლარი, მთელი საბკნკო სისტემის აქტივები – 38.4 მლრდ ლარი იყო. ამ მოცულობაში თიბისის წილი 36.46%–ს შეადგენს. იგივე მესამე კვარტლის მონაცემებით, თიბისის მიერ გაცემული სესხების მოცულობა 9.59 მლრდ ლარს შეადგენდა, მთლიანი საბანკო სისტემის საკრედიტო პორტფელი 26.1 მლრდ ლარს შეადგენდა. აქედან თიბისის წილი 36.74%–ს უდრიდა. კიდევ უფრო შთამბეჭდავი პოზიცია აქვს ბანკს დეპოზიტების მიმართულებით – 8.82 მლრდ ლარი, რაც მთლიანი საბანკო დეპოზიტების (22 მლრდ ლარი) 40%–ს შეადგენდა.


თიბისი ბანკთან მიმართებაში გენერალური პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეაგირება გუშინვე მოახდინა. მთავარი საბანკო მარეგულირებელი აცხადებს, რომ "თიბისი ბანკი" ჯანსაღი საკრედიტო ორგანიზაციაა, გააჩნია ლიკვიდური სახსრების და საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატური დონე. ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე საგამოძიებო პროცესი გავლენას არ მოახდენს საბანკო სექტორის მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებაზე, რასაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზედამხედველო პოლიტიკის არსებობა.


ექსპერტი საბანკო საკითხებში, პროფესორი გოჩა თუთბერიძე მიიჩნევს, რომ თიბისი ბანკში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საჭიროა პროკურატურამ დროულად გაავრცელოს დეტალური ინფორმაცია, რათა საზოგადოებისთვის ნათელი გახდეს პროცესი და ამით შეამციროს ის აჟიოტაჟი, რომელიც ბანკებიდან მხვილი დეპოზიტების გადინების რისკებს ზრდის.


„ეს თუ სიმართლეა, ძალიან მძიმე ფაქტია. მე პირადად ვიცნობ მათ და ძალიან წესიერი და ნამდვილი ბანკირები იყვნენ, ამიტომ ასეთი რამ არ უნდა მოსვლოდად. აქ საუბარია აქციონერების თანხების მითვისებაზე სxვა აქციონერების საზიანოდ. მათ საკმაოდ მაღალი რეპუტაცია ჰქონდათ ჩემ დროს, თითოეულ მათგანს, როგორ პროფესიონალ ბანკირს ვიცნობდი. გაოგნებული ვარ. ჩემს დროს არ იყოვნენ მაგ მორალის მატარებლები“, – აცხადებს M2B-სთან საუბარში გოჩა თუთბერიძე.


ექსპერტი მსოფლიოს უმსხვილეს ბანკებში მიმდინარე საგამოძიებო პროცესებთან ავლებს პარალელს. „იგივე დოიჩე ბანკში რამდენი ხანია პროკურატურაა შესული და ფულის გათეთრებაზე საქმესს იძიებს. ასევე მსოფლიოს ბევრი მსხვილი ბანკი გაეხვა შარში. იქ საგამოძიებო უწყებები აკეთებენ განმარტებებს, რომ აქციონერები საქმის კურსში იყვნენ“.


„ამას შეიძლება მოჰყვეს მსხვილი დეპოზიტების გადინება ბანკებიდან, ჩვენ ბანკებს საკუთარი ფული არ გააჩნიათ და საკრედიტო პორტფელების ძირითადი წყარო ჩვენივე დეპოზიტებია. ამიტომ, ჯობია, პროკურატურამ რაც შეილება დროულად გააკეთოს განცხადება, რათა ზიანი არ მიადგეს როგორც თიბისი ბანკს, ისე საერთოდ საბანკო სისტემას. საზოგადოებამ არ იცის, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, ესაა შიდა აქციონერების პრობლემა, თუ მეანაბრეთა ფულის დატაცება, უნდა განცხადდეს, რათა საზოგადოება დამშვიდდეს. საქართველოში რეალურად ორი ბანკია – თიბისი და საქართველოს ბანკი. მათგან რომელიმეს რომ რამე დაემართოს, მთელი საბანკო სისტემა ჰაერში აღმოჩნდება“, – ამბობს გოჩა თუთბერიძე.


პარლამენტში თეა წულუკიანს დღესაც მოუსმენენ

იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში დღესაც მოუსმენენ. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური დებატები გაიმართება.

გიორგი ცუცქირიძე: კონსორციუმის დეფოლტის რისკის დაზღვევა არის უპრეცედენტო ამ ტიპის ხელშეკრულებებშიც კი!

საბანკო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ანაკლიის პორტთან მიმართებაში სოციალური ქსელის მეშვეობით სტატუსს აქვეყნებს, სადაც კონსორციუმს პირობების შეუსრულებლობაში სდებს ბრალს და პროექტის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს.

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა

21 მარტი ტყის საერთაშორისო და ასევე, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ორგანიზაციის „მზის შვილები" ბენეფიციარები ეროვნულ საშენ მეურნეობას სტუმრობდნენ.

სამართალდამცველებმა ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეტადონი“ ამოიღეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.

პარლამენტში დღეს მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ

დღეს პარლამენტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის მოუსმენენ.

ეკატერინე გალდავა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას გამართავს

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 22 მარტს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას გამართავს.

ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობის მფლობელი საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებს

ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობის მფლობელი საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას უფასოდ მიიღებს,-  ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

გია აბაშიძე "მედიის განვითარების ფონდის" კვლევას ეხმაურება

ექსპერტი გია აბაშიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე "მედიის განვითარების ფონდის" [MDF] იმ კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საზმაუს ანალიტიკური გადაცემა "42 პარალელი" "დასავლეთის ქვეყნების და ინსტიტუტების გაშუქების მკვეთრად ნეგატიური ტონით" გამოირჩევა.

დავით ზალკალიანი მოზამბიკელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუენოს-აირესში მიმდინარე გაერო-ს მაღალი დონის შეხვედრის "სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა" ფარგლებში მოზამბიკის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრს ხოსე კონდუგუა ანტონიუ პაჩეკო შეხვდა.

ზაზა ხუციშვილი: "ბატონებო, საკუთარი წარსულის გრცხვენიათ"?!

ზაზა ხუციშვილმა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა და მათ საკუთარი წარსული შეახსენა.

არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ სქართველოში ვიზიტის სურვილი გამოთქვა

საქართველოსა და არგენტინას შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობასა და ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს მინისტრმა დავით ზალკალიანმა და არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კონფერენციაში "სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა" მონაწილეობს

დავით ზალკალიანი სესიის მიმდინარეობისას სიტყვით მიმართავს ღონისძიების მონაწილეებს და ყურადღებას გაამახვილებს თანამშრომლობის აღნიშნული პლატფორმის მნიშვნელობაზე.

"მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს შესაძლებლობა, რომ ათჯერ გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი იაპონიაში"

მე ვფიქრობ, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ რვაჯერ, ათჯერ გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი იაპონიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში“ განაცხადა.

პედრო სერანომ თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისთვის ლექცია თემაზე - „ევროკავშირი: საქმიანობა მსოფლიოს მშვიდობისთვის“ გამართა

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისების მართვის საკითხებში პედრო სერანო იმყოფება.

"საამაყოა, როდესაც ევროპის ქვეყნებში მხვდება ჩვენი პროდუქცია წარწერით - Made in Georgia"

ჩვენთვის ევროკავშირი რჩება ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "ფეისბუქ ლაივში" განაცხადა.

ცხოველების უფლებების დასაცავად ბათუმში აქცია გაიმართა

ევროპის მოედანზე ძაღლების მეპატრონეები შეიკრიბნენ და დღეს ნაგავსაყრელზე ე.წ. ბეიკერის ორმოში ჩაყრილი დაღუპული ძაღლების საქმის გამოძიება მოითხოვეს.

ირაკლი გოგავა: კვლევაში კომპეტენციის დონე და პროფესიონალიზმი მოიკოჭლებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა მედიის განვითარების ფონდის“ კვლევას ეხმაურება.

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციისა და მრჩეველთა საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მიმდინარე წელს ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და სამომავლო პროექტებზე შეთანხმება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია ახალ მეტეორადიოლოკატორს გახსნის

21 მარტს, 11.00 საათზე, ფოთში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” ახალ მეტეორადიოლოკატორს გახსნის.

გიორგი ქობულიამ ბელარუსული კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ბელარუსის საქმიან საბჭოსთან შეხვედრაზე საქართველოში ვიზიტად მყოფ ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსთან ერთად დაესწრო.