ეკატერინე მიქაბაძე - მსოფლიო ბანკის პროგნოზი ინვესტორების განწყობაზე დადებითად იმოქმედებს

მსოფლიო ბანკის განახლებული ანგარიშის თანახმად, რომელიც 8 იანვარს გამოქვეყნდა, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.0%-მდე გაიზრდება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ.

მისივე თქმით, საშუალო ზრდა 2018-2021 წლებში 5.1% - ს შეადგენს.


„მსოფლიო ბანკის შეფასება იმ რეფორმების აღიარებაა, რომლებიც ეკონომიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს ქვეყანაში და საკმაოდ მნიშვნელოვანია მრავალი ასპექტით. მსგავსი შეფასება დადებითად მოქმედებს ინვესტორების განწყობაზე, მათ სურვილზე ქვეყანაში განახორციელონ კომერციული საქმიანობა“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.


მსოფლიო ბანკი წელიწადში ორჯერ - იანვარსა და ივნისში აქვეყნებს გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების ანგარიშსა და ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს. საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, 2018 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ანგარიშთან შედარებით, 2018 და 2019  წლებისთვის 0.8 და 0.2  პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკის მსგავსად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და აზიის განვითარების ბანკმა ასევე გაზარდეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი.


მსოფლიო ბანკის შეფასებით, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა შემდგომ წლებში. საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება ყველაზე მაღალი რეგიონში. ამასთან, აღსანიშნავია რომ  2019 წლისთვის მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა 0.2 პროცენტული პუნქტით, მაშინ როცა შემცირების მიმართულებით გადაიხედა რეგიონის რამდენიმე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. რეგიონში მიმდინარე პროცესების მიუხედავად, შეზღუდულია და მცირეა  მათი უარყოფითი ეფექტები საქართველოს ეკონომიკაზე.


მსოფლიო ბანკი ყურადღებას ამახვილებს ბოლო პერიოდში საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე მთავრობის ეფექტიანობის, კორუფციის კონტროლის და კანონის უზენაესობის მიმართულებით.


დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ზვიად კვაჭანტირაძეს ბექა ოდიშარია ჩაანაცვლებს

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ზვიად კვაჭანტირაძეს ბექა ოდიშარია ჩაანაცვლებს. გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

„ჰონგ კონგის კომპანიებმა საქართველოში ბიზნესის გაფართოება უნდა განიხილონ" - ჰონგ კონგის აღმასრულებელი საბჭოს წევრი

ჰონგ კონგის კომპანიებმა უნდა განიხილონ საქართველოში ინვესტირებასა და მსოფლიოს ამ ნაწილში ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა,-განაცხადა ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა რეგინა აიპმა.

„საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სექტორში ბიზნესის განვითარების დიდი შესაძლებლობებია“- IT-კომპანიის დამფუძნებელი ჰონგ კონგიდან

„საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სექტორში ბიზნესის განვითარების დიდი შესაძლებლობებია“,- ამის შესახებ კომპანია „GreenSafety Technology Ltd“ – ის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ანტონიო ვონგმა განაცხადა.

ოკუპანტების მიერ დაკავებული 21 წლის გივი ბერუაშვილი თავისუფალია

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 21 წლის გივი ბერუაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ინფორმაცია ,,პირველს" საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურში დაუდასტურეს.

ზუგდიდის სასაფლაოზე გარდაცვლილი კაცი იპოვეს

ზუგდიდის სოფელ ჭითაწყარის სასაფლაოზე, რამდენიმე საათის წინ, გარდაცვლილი კაცი იპოვეს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

2019-2020 წლებში დევნილებისთვის სახლების შესაძენად 328 მლნ ლარია გამოყოფილი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხებზე დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

საპარლამენტო უმრავლესობა მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიცირებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობა მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით ხვალინდელ კენჭისყრაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

19 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 19 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ,,თელასი" ავრცელებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს 24 მარტს ყრილობაზე აირჩევენ

პარტია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს 24 მარტს პარტიის ყრილობაზე აირჩევენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

გიორგი ქობულია ჰონგ კონგის უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციის წევრებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ჰონგ კონგის უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციის წევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ადგილობრივი საინვესტიციო პოტენციალის შესასწავლად არიან ჩამოსული.

სოფიო ქაცარავამ ღასან ხალილთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ გაცნობითი შეხვედრა გამართა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში, ღასან ხალილთან.

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი დასრულდა

კონკურსზე განაცხადი 1214-მა პირმა შემოიტანა. ყოველ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, მონაწილეებმა თითოეულ საფეხურზე დაწესებული მინიმალური ზღვარი გადალახეს.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ოფიციალურად გაიხსნა

დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ოფიციალურად გაიხსნა.

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

საქართველოს ელჩი ზურაბ ერისთავი იამაიკას ეწვია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ ერისთავი (რეზიდენციით ქ. მეხიკ ო) სამუშაო ვიზიტით იამაიკას ეწვია.

თბილისი-თიანეთის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-თიანეთის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

ნიდერლანდებში სროლას მსხვერპლი მოჰყვა, პოლიცია ერთ ეჭვმიტანილს ეძებს

ნიდერლანდების პოლიციის ინფორმაციით, ქალაქ უტრეხტში ტრამვაიში გახსნილი ცეცხლის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაიჭრა.

 

საქართველოს ელჩი უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაალ გოგსაძე უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ლასლო კოვერს შეხვდა.

კომპანია: დევნილების კორპუსების მშენებლობაზე დასაქმებული მუშებისთვის ხელფასის გადახდა კერძო პირს ევალება

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე კორპუსების სამშენებლო სამუშაოებს შპს „რუმსი“ ახორციელებს, თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ აქ დასაქმებული მუშებისთვის ხელფასის გადახდა მათ არ ევალებათ.

რომან გოცირიძე: ამ კანონით ისპობა საქართველოს სოფლის მეურნეობა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე საქართველოში მიწების გაყიდვის საკითხს ეხმაურება.