გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია: სამსახურის მიღმა არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ რჩება

მუხროვანში დისლოცირებული სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცების გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას  საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური მცდარს უწოდებს.

„სამსახურის მიღმა არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ რჩგენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და არც ერთი სამხედრო მოსამსახურის გათავისუფლება არ იგეგმება, სტრუქტურული ცვლილება კი თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის ფარგლებში ხორციელდება: „პროცესი ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. საკითხები ნატოს ექსპერტთა ჯგუფთან და საქართველოში არსებული ამერიკელ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად განვიხილეთ და იმ სტანდარტებთან მივედით, რაც მიღებულია ნატოს წევრ ქვეყნებში. არც ერთ შემთხვევაში, სამსახურს არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ ტოვებს. კადრების განკარგულებაში არავინ იმყოფება და ხვალიდან ყველა იქნება გადანაწილებული თანამდებობებზე“, - განაცხადა თავდაცვის ძალების მეთაურმა.


გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაის განცხადებით, ტრანსფორმაციის პროცესი  თავდაცვის მინისტრის პოლიტიკის ნაწილია და ის სპეციალური ოპერაციების ძალებსაც ეხება, რაც მიზნად თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაზრდასა და სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის მეტი ავტონომიურობის მინიჭებას ისახავს. რეორგანიზაციის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე ორი ერთნაირი სტანდარტისა და შესაძლებლობის მქონე სპეციალური ოპერაციების ბატალიონი ჩამოყალიბდეს.


 


შსს: სამი მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, რასაც გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა

პოლიტკოვსკაის ქუჩაზე სამი მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, რასაც გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა, - ამის შესახებ ,,პირველს" შსს-ში, თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განუცხადეს.

ვინ არის პიტერ ტაბიჩი, რომელმაც მსოფლიო მასწავლებლის ჯილდო მიიღო

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი კენიელი მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი პიტერ ტაბიჩი გახდა. 

ლადო აფხაზავა: ეს საოცარი მხარდაჭერა და სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის

„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდო 2019“-ის მონაწილე ქართველი მასწავლებელი ლადო აფხაზავა გულშემატკივრებს მადლობას უხდის და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

პრემიერ-მინისტრმა ნატოს გენერალურ მდივანს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა ნატოს გენერალურ მდივანს რომელიც თბილისს დღეს ეწვია.

მიხეილ ბატიაშვილი: ჩვენს ქვეყანას ჰყავს ლადო აფხაზავა და უდიდესი სიამაყის გრძნობა მაქვს

,,ჩვენს ქვეყანას ჰყავს ლადო აფხაზავა და სწორედ მის გამო უდიდესი სიამაყის გრძნობა მაქვს მე და დარწმუნებული ვარ, თითოეულ ქართველს", - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

100 დღე საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღებიდან

25 მარტს, საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღებიდან 100 დღე სრულდება. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგ​ოშვილი მიღწეულ შედეგებს შეაჯამებენ.

ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

 

მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი 1 მლნ დოლარს მიიღებს

„გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული კენიელი მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი პიტერ ტუბიში გახდა, რომელიც პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი გამოვლინდა

„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდო 2019“-ის გამარჯვებული კენიელი მათემატიკისა და ფიზიკის  მასწავლებელი პიტერ ტუბიში გახდა. გამარჯვებული რამდენიმე წუთის წინ დუბაიში გამოვლინდა.

 

LIVE - მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019

პირდაპირი ეთერი დუბაიდან - მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019 დაჯილდოების ცერემონიალი.

მაია ცქიტიშვილი - არ არის მართალი, თითქოს რვა პუნქტიდან შვიდზე შეთანხმება მიღწეულია

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილა გადაცემა „ფორბსის კვირაში“ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა.

ზუგდიდში 2019 წელს გზების რეაბილიტაციას 36 მილიონი ლარი მოხმარდება

ზუგდიდში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტების განხორციელების შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა იწყება. სულ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 36 მილიონ ლარზე მეტი.

ახალგაზრდა კარატისტების წარმატება

22-23 მარტს, ისრაელის ქალაქ რიშონ ლეციონში ბავშვთა, ჭაბუკთა და იუნიორ სპორტსმენთა შორის, კონტაქტურ კარატეში ევროპის პირველი ჩემპიონატი ჩატარდა.

იენს სტოლტენბერგი საქართველოშია

საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვია. იენს სტოლტენბერგის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

რუსთაველზე, ძველი საბაგიროს შენობაში, ხანძარი გაჩნდა - ფოტომასალა

რუსთაველზე, კინოსახლის უკან მდებარე ძველი საბაგიროს შენობაში ხანძარი იყო.

დიმიტრი ხუნდაძე - სააკაშვილს არა მხოლოდ ქართველმა ხალხმა, არამედ, საკუთარმა პარტიამაც უარი უთხრა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე დღეს ,,ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე ლიდერების მიერ წარმოთქმულ სიტყვებზე კომენტარს აკეთებს.

ბერაია: ნატო-ს გენმდივნის მორიგი ვიზიტი საქართველოში და ნატო-საქართველოს სწავლება ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრების პროცესის შეუქცევადობის დადასტურებაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ხარისხი უპრეცედენტო ნიშნულზეა, როგორც პრაქტიკულ, ასევე პოლიტიკურ ჭრილში. 

ბორჯომის სოფლებში ვეტერინარის დანიშვნას ითხოვენ - ხმაური საკრებულოში

ბორჯომის სოფლებში ვეტერინარის დანიშვნას ითხოვენ. მოსახლეობა ამბობს, რომ სპეციალისტი არ ჰყავთ, რის გამოც მათი პირუტყვი ვეტერინარის სრულყოფილ მომსახურებას ვერ იღებს.

13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული 2-წლიან იძულებით მკურნალობას გაივლის

რუსთავში 13 წლის ძმისშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს რუსთავის სასამართლომ ბრალდება მოუხსნა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ბანკები ითხოვენ მთავრობამ დაფაროს პორტის კომერციული რისკი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილა გადაცემა „ფორბსის კვირაში“ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა და ბანკების მიერ სახელმწიფოსგან მოთხოვნილი 8 პირობის შესახებაც ისაუბრა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგილ ვაშაძე დელეგატებმა ახალი, ელექტრონული მეთოდით აირჩიეს.