შსს: 8 წლის გოგოს მკვლელობის ფაქტზე ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია

შსს 8 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის ადვოკატის განცხადებას სიცრუეს უწოდებს.

 

შსს-მ "პირველთან" საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით ბრალდებულის მიმართ გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებზე ისაუბრა.


"გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტზე ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოსდა ბრალდებულის მიმართ საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის შესახებ, არის მცდარი.


საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით ვასაჯაროვებთ ბრალდებულის მიმართ გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და დადგენილ გარემოებებს:


1. ბრალდებულის ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე აღმოჩენილი სისხლის კვალი ეკუთვნის გარდაცვლილ არასრულწლოვანს;


2. შემთხვევის ადგილზე - სახლის სარდაფიდან ამოღებული სისხლის ლაქა ასევე ეკუთვნის გარდაცვლილს;


3. ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან ამოღებულია ვიდეომასალა, რომელზე ჩატარებული ექსპერტიზითაც დგინდება, რომ ვიდეოში გამოსახული გოგონა არის გარდაცვლილი არასრულწლოვანი, ხოლო ვიდეოში არსებული მამაკაცის ხმა ეკუთვნის ბრალდებულს.


რაც შეეხება ადვოკატის მიერ დასახელებულ "ურიკას" და სარეცხი საშუალების ბოთლიდან ანაბეჭდების კვალს, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ "თითის კვლები ფრაგმენტების სახით უვარგისია პიროვნების იდენტიფიკაციისათვის. "ეს დასკვნა არ მიუთითებს, რომ ის ეკუთვნის სხვა პირს და არც უარყოფს, რომ ეკუთვნის ბრალდებულს.


გამოძიება ამ ეტაპზე ელოდება გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნებს. ასევე დგინდება შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ სხვადასხვა ნივთებზე (სულ არის 82 კვლევის ობიექტი) არის თუ არა გარდაცვლილის და ბრალდებულის გენეტიკური პროფილები. რამდენიმე დღეში გამოძიებისთვის ასევე ცნობილი გახდება სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა", - განუცხადეს "პირველს" უწყებაში.


იაგო ნებიერიძეს გორში მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს გაუჩინარებული 8 წლის ნანა ბერიაშვილი გატაცებასა და მკვლელობაში ედება ბრალი. ბავშვის ცხედარი იმავე დღეს საღამოს მდინარე ლიახვის ნაპირზე იპოვეს. ახლობლები ყვებიან, რომ გოგო ხელ-ფეხშეკრული იპოვეს.


გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. გარდა ამისა, ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაუმძიმდა, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.


ამასთანავე გამოძიება გრძელდება 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის მოზარდის საქმეზეც.


შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, 8 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული შეწყალებული იყო.


 


ქერჩის სრუტეში ორ გემზე გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ქერჩის სრუტეში ორ ტანკერზე ხანძარი გაჩნდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

პრემიერი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მამუკა ბახტაძის ვიზიტი დავოსში 22-25 იანვარს შედგება.

მამუკა ბახტაძე - ლიეტუვა არის საქართველოს ერთგული მეგობარი და მხარდამჭერი

ლიეტუვა ყველა საერთაშორისო ფორმატში იცავს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაშავდა. შემთხვევა რუსთაველის ხიდთან მოხდა.

ვარკეთილში გაზგამათბობლის გამონაბოლქვით ორი ადამიანი გაიგუდა

თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.

კახა ბექაური : უმკაცრესი რეაგირება იქნება, თუ კომპანიებს შორის ფასების შეთანხმების ნიშნები გამოვლინდება

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრობს.

 

პენსიონერებისთვის ე.წ. აფხაზური პასპორტების მოქმედების ვადამ მარტამდე გადაიწია

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილების თანახმად, 2005 წელს გაცემული "აფხაზური“ პასპორტების მოქმედების ვადამ პენსიონერებისთვის 1 მარტამდე გადაიწია.

ავღანეთში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 120-ზე მეტი ძალოვანი დაიღუპა

ავღანეთის, ვარდაკის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად 120-ზე მეტი ავღანელი ძალოვანი დაიღუპა.

 

საქართველოს ელჩი უნგრეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაალ გოგსაძემ შეხვედრა გამართა უნგრეთის თავდაცვის მინისტრთან ტიბორ ბენკოსთან.

უკრაინის პრეზიდენტად კენჭს შოუმენი იყრის

პარტია „ხალხის მსახურებმა“ უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებზე შოუმენის ვლადიმირ ზელენსკის კანდიდატურა წამოაყენა.

ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაური გარდაცვლილი იპოვეს

ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე გარდაცვლილი იპოვეს.

ქუთაისში H1N1 ვირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

ქუთაისში ე.წ. ,,ღორის გრიპით" 32 წლის ქალი გარდაიცვალა.

იტალიაში საქართველოს საკონსულო განცხადებას ავრცელებს

იტალიაში საქართველოს საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს განცხადებით მიმართავს.

ბათუმის ბულვარში ახალი მოადგილეები წარადგინეს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ არჩილ ვანაძემ ბულვარის დირექტორთან ირაკლი ჯინჭარაძესთან ერთად თანამშრომლებს ახალი მოადგილეები წარუდგინა.

თსუ-ში დათო მაღრაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 იანვარს, 17:00 საათზე, პოეტ დათო მაღრაძის წიგნის „უსადაუროდ“ პრეზენტაცია გაიმართება.

ირაკლი კობახიძე ლევან ჩხაიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს  ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის, ლევან ჩხაიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. 

22 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის, ოთარ ლორთქიფანიძის, შარტავას და იოსებიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გერმანიამ თავშესაფრის 8 ათასი მაძიებელი გააძევა

გერმანიის მთავრობამ 2018 წელს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა დიდი რაოდენობა გააძევა.

მოსამართლეობის 10-ვე კანდიდატი პარლამენტს მიმართავს, მათი კანდიდატურები არ განიხილოს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის  10-ვე  კანდიდატი პარლამენტს მათი კანდიდატურების მოხსნას სთხოვს.

კახა ბექაური: „ოპერატორებს არ მივცემთ უფლებას, საკუთარი ძალაუფლება მომხმარებლებზე ბოროტად გამოიყენონ“

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ორი კომპანიის მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს.

ლარის კურსი

21 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6613 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6629 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.16 თეთრი შეადგინა.