გია აბაშიძე: ივანიშვილის განცხადებამ მკაფიოდ დაგვანახა, რომ ყველა ე.წ. დაჯგუფებასა თუ ფრთაზე მაღლა დგას

ექსპერტი გია აბაშიძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში აფასებს.

„ხომალდზე“ ბუნტია?


კონსპიროლოგიას თუ გავყვებით, ლუგარის ლაბორატორიაზე ბევრად საინტერესო და საშიში ქართული პოლიტიკაა, ანუ „ივანიშვილის ლაბორატორია“. აქ უწყვეტ ცდებს ატარებენ. ახდენენ სელექციას, სინთეზს, ანალიზს, დაშლასა და შეერთებას. ძველი შტამები ნადგურდება და იქმნება ახლები. კოლბებში ფორმირდება ინსტიტუტები, სინჯარებში გამოჰყავთ პოლიტიკოსები საჭირო თვისებებით. შემდეგ ისინი იტესტებიან ჯერ მჟავა და მერე ტუტე გარემოში და თუ რეალპოლიტიკაში არ გამოავლენენ სასურველ შედეგებს, მომენტალურად განადგურდებიან.


„ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი ცივსისხლიანი პრაქტიკოსია. მისი მეტსახელიც აქედან მოდის - „უდავი“. მაგალითად, ამ ფოტოზე ასახული პოლიტიკოსებიდან „უდავმა“ ყველა „მოინელა“. ახლა სხვა რეალობაა. კოლბებისა და სინჯარების ბინადრებმა ჩათვალეს, რომ დამოუკიდებლადაც შეუძლიათ არსებობა, „ლაბორატორიის“ გარეთ. პროდასავლური ახალგაზრდა შტამების ინტერესები დაემთხვა „ოცნებამდელი“ ქოცების ინტერესებს. „ბუნტ ნა კარაბლე“?!.


თუმცა, ნუ გვავიწყდება, რომ ივანიშვილს აქვს პოტენციალი პოლიტიკური ველიდან თუ ამ „ლაბორატორიიდან“ გააქროს უპასუხისმგებლო, რამე „ცოდვაში“ დადასტურებულად მხილებული ჭყინტი თუ შედარებით დაღვინებული პოლიტიკოსები, ე.წ. თინეიჯერები თუ ძველგაზრდები. ეს ხომ „უდავის“ „ლაბორატორიაა“? თუ ის ხედავს, რომ, პირობითად, კობახიძის, ბესელიას თუ სხვისი ფლანგი, რამე შავბნელში დადასტურებულად შემჩნეულია ანდა დაკარგული აქვს სახალხო მხარდაჭერა, ის მას/მათ ადვილად დაემშვიდობება...


მისმა გუშინდელმა განცხადებამაც მკაფიოდ დაგვანახა, რომ ყველა ე.წ. დაჯგუფებასა თუ ფრთაზე მაღლა დგას, ხოლო ნებისმიერი „ვისკაჩკა“, ნებისმიერი ამ ე.წ. დაჯგუფებიდან იღებს/მიიღებს მისგან საკადრის პასუხს.


ამასობაში, „ქოცნებამ“ ამ ნაახალწლევს, გასვლითი სემინარი მოაწყო კაჭრეთის სასტუმრო „ამბასადორში“. თემა - საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის გაუმჯობესება. მსგავსი შეხვედრა, ხარჯების დაზოგვით, თბილისშიც თავისუფლად შესაძლებელია ისედაც იმედგაცრუებული ამომრჩევლების, დამქირავებლების კიდევ უფრო გაღიზიანების გარეშეც.
ეჰ! სემინარი, რომ „ომებს“ იგებდეს, საშა კაცმანი იქნებოდა ამ ქვეყნის გენერალისიმუსი.

ივანიშვილი [„უდავი“] კი ჯერ დუმს და „ქიმიურ რეაქციებს“ მიკროსკოპში აკვირდება...“ - წერს თავის ფეისბუკგვერდზე ექსპერტი გია აბაშიძე.


რიყეზე დაშავებული ტურისტი გარდაიცვალა

რიყეზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ტურისტი გარდაიცვალა. 

ძიძიგური: ვფიქრობ, რომ გიორგი გახარიას ქმედებები იყო სრულიად ლეგიტიმური, იძულებული გახდა პოლიცია, რომ ძალა გამოეყენებინა"

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა სატელევიზიო ეთერში 20-21 ივნისს, თბილისის ცენტრში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

ბახტაძე: გამოძიებული იქნება თითოეული დეტალი, რომელიც ეხება გულწრფელი ემოციით გამოწვეული პროტესტით პროვოცირებას და გარკვეულ შემთხვევებში ძალის შესაძლო გადამეტებას

"გამოძიებული იქნება თითოეული დეტალი, რომელიც ეხება გულწრფელი ემოციით გამოწვეული პროტესტით პროვოცირებას და მეორეს მხრივ იმას, ხომ არ მოხდა გარკვეულ შემთხვევაში ძალის გადამეტება". ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. 

კახა კალაძე შს მინისტრის გადაწყვეტილებას, პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლის შესახებ, ღირსეულს უწოდებს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადაწყვეტილება ღირსეულ ნაბიჯად შეაფასა.

ნათია თურნავა: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტურისტული ბაზარი არის უსაფრთხო

ეკონომიკის  მინისტრის განცხადებით, ტურიზმის სექტორთან აქტიური შეხვედრები გაგრძელდება, მათ შორის აჭარაში, სადაც სეზონი უკვე დაწყებულია და ადგილობრივ ტურისტულ ბიზნესს განსაკუთრებული თანადგომა ესაჭიროება.

"ბიზნესის დიდი ნაწილის თხოვნაა, სხვა ტურისტულ ბაზრებთან ერთად, შევეცადოთ და შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი"

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, არსებული გამოწვევების ფონზე გასაგებია ბიზნესსექტორის წუხილი. 

მამუკა ბახტაძე: ვინც მიდის კონსტიტუციის დარღვევის გზით, მისი ადგილი პოლიტიკური დიალოგის მაგიდასთან არ არის

"უპასუხისმგებლო და მოძალადე ჯგუფისთვის არანაირი ალტერნატივა არ არსებობს, მათთვის მიუღებელია არჩევნები, დემოკრატიული პროცესები",-ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ 20 ივნისის მოვლენების შეფასებისას "იმედს" განუცხადა. 

ბახტაძე: ვწუხვარ იმის გამო, რომ ჟურნალისტები დაზარალდნენ და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ განსაკუთრებულ პატივისცემას ქართული მედიის მიმართ

20 ივნისის ღამეს დაშავებულთათვის ნებისმიერი სახის დახმარება, იქნება ეს საზღვარგარეთ საუკეთესო კლინიკებში მკურნალობა თუ საქართველოში საუკეთესო ექიმების და სპეციალისტების ჩამოყვანა, იქნება გარანტირებული ჩვენი მხრიდან.

მამუკა ბახტაძე: პროპორციულ სისტემაზე გადასვლისას იმის ალბათობასაც არ გამოვრიცხავთ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს საჭირო

" პროპორციულ სისტემაზე გადასვლისას იმის ალბათობასაც არ გამოვრიცხავთ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს საჭირო. - ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მაკა ჩიჩუა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას შეუერთდა

ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეურთდა. 

ზუგდიდის მერია სტიქიით დაზარალებულებს შესაბამის დახმარებას გაუწევს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას გაუწევს.

არჩილ თალაკვაძე: არავის არ მივცემთ შესაძლებლობას სხვა არაკონსტიტუციური გზებით რაიმე ცვლილებას მიაღწიოს ამ ქვეყანაში

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა. 

ბათუმის მერიის ტურისტული სერვისების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ცივი იარაღით დაჭრეს

ბათუმის მერიის ტურისტული სერვისების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე ცივი იარაღით დაჭრეს.

ზუგდიდში გიორგი გახარიას გადადგომისა და სხვა მოთხოვნებით მესამე აქცია გაიმართა

ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოქალაქეები 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ.

“ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებული მაღაროელები განცხადებას ავრცელებენ

შპს “ჯორჯიან მანგანეზში” დასაქმებული მაღაროელების განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მაღაროელები გაფიცვის განახლებას გეგმავენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

თბილისში მიმდინარე აქციებს თელაველი ახალგაზრდები უერთდებიან

მათ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მსვლელობა მოაწყეს, რის შემდეგაც პროტესტი უკვე თელავის თეატრთან გაგრძელდა.

რომან გოცირიძისა და აკაკი ზოიძის დაპირისპირება: შენ აქ იჯექი და ელოდებოდი როგორ შემოვარდებოდნენ

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

მეხუთე დღეა რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი პროტესტი გრძელდება. 

ავლაბარში, ლომოურის ქუჩაზე დაზიანებულია სახლები და მანქანები (ფოტოები)

ავლაბარში, ლომოურის ქუჩაზე დაზიანებულია სახლები და მანქანები.

კარლ ჰარცელი: მივესალმებით „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის განცხადებას, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს

კარლ ჰარცელის კომენტარი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.
 

ისანში კორპუსის მეშვიდე სართულიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა

ისანში კორპუსის მეშვიდე სართულიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა და დაიღუპა.