აკაკი ზოიძე: პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, „ტამიფლუ“ ექიმის დანიშნულებით ყველა მოქალაქისთვის უფასო გახდა

„ექიმის დანიშნულების გარეშე „ტამიფლუ“ არ უნდა მოიხმარონ“, - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.

„ძალიან დროული და კარგი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ, პირადად პრემიერ-მინისტრმა,  რომ ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან „ტამიფლუ“ ხელმისაწვდომი გახდება ექიმის დანიშნულებით ყველა მოქალაქისთვის.


 


ამ დრომდე, მედიკამენტი უფასო იყო ორსულების, ბავშვების, ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის, თუმცა  ყოველგვარი გაუგებრობა და შესაძლო პანიკა რომ თავიდან ავიცილოთ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია.


ექიმის დანიშნულების გარეშე „ტამიფლუ“ არ უნდა მოიხმარონ. დღეისთვის რისკ-ჯგუფებისთვის არც პირბადეები  და არც „ტამიფლუ“  ხელმისაწვდომი არ არის, ხვალიდან კი პრობლემა ნებისმიერი მოქალაქისთვის მოიხსნება, ხოლო თუ დღეს სჭირდება ვინმეს მკურნალობა, ამისთვის საავადმყოფოებში საკმარისი მარაგია.


ჯანდაცვის სისტემა აბსოლუტურად მზად იყო. არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც ხდება რეაგირება, მათ შორის დამატებითი შესაძლებლობების განვითარება. სამწუხაროდ, ეს მაინც არ გვაცილებს თავიდან ადამიანების მსხვერპლს, აქ უკვე, ჯანდაცვის სისტემის გარდა, მოქალაქის ფაქტორიცაა. მან დროულად უნდა მიმართოს ექიმს, გაიკეთოს ვაქცინაცია შემოდგომაზე, როცა რეკომენდაციას ვაძლევთ, და ამით თავიდან ავიცილებთ იმ ტრაგედიებს, რომელიც ხდება.


აქვე გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავ იმ ადამიანების მიმართ, რომელთა ოჯახის წევრებიც ამ ვერაგ დაავადებას შეეწირნენ“. - განაცხადა აკაკი ზოიძემ.


შსს: სამი მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, რასაც გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა

პოლიტკოვსკაის ქუჩაზე სამი მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, რასაც გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა, - ამის შესახებ ,,პირველს" შსს-ში, თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განუცხადეს.

ვინ არის პიტერ ტაბიჩი, რომელმაც მსოფლიო მასწავლებლის ჯილდო მიიღო

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი კენიელი მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი პიტერ ტაბიჩი გახდა. 

ლადო აფხაზავა: ეს საოცარი მხარდაჭერა და სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის

„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდო 2019“-ის მონაწილე ქართველი მასწავლებელი ლადო აფხაზავა გულშემატკივრებს მადლობას უხდის და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

პრემიერ-მინისტრმა ნატოს გენერალურ მდივანს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა ნატოს გენერალურ მდივანს რომელიც თბილისს დღეს ეწვია.

მიხეილ ბატიაშვილი: ჩვენს ქვეყანას ჰყავს ლადო აფხაზავა და უდიდესი სიამაყის გრძნობა მაქვს

,,ჩვენს ქვეყანას ჰყავს ლადო აფხაზავა და სწორედ მის გამო უდიდესი სიამაყის გრძნობა მაქვს მე და დარწმუნებული ვარ, თითოეულ ქართველს", - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

100 დღე საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღებიდან

25 მარტს, საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღებიდან 100 დღე სრულდება. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგ​ოშვილი მიღწეულ შედეგებს შეაჯამებენ.

ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

 

მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი 1 მლნ დოლარს მიიღებს

„გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული კენიელი მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი პიტერ ტუბიში გახდა, რომელიც პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი გამოვლინდა

„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდო 2019“-ის გამარჯვებული კენიელი მათემატიკისა და ფიზიკის  მასწავლებელი პიტერ ტუბიში გახდა. გამარჯვებული რამდენიმე წუთის წინ დუბაიში გამოვლინდა.

 

LIVE - მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019

პირდაპირი ეთერი დუბაიდან - მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019 დაჯილდოების ცერემონიალი.

მაია ცქიტიშვილი - არ არის მართალი, თითქოს რვა პუნქტიდან შვიდზე შეთანხმება მიღწეულია

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილა გადაცემა „ფორბსის კვირაში“ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა.

ზუგდიდში 2019 წელს გზების რეაბილიტაციას 36 მილიონი ლარი მოხმარდება

ზუგდიდში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტების განხორციელების შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა იწყება. სულ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 36 მილიონ ლარზე მეტი.

ახალგაზრდა კარატისტების წარმატება

22-23 მარტს, ისრაელის ქალაქ რიშონ ლეციონში ბავშვთა, ჭაბუკთა და იუნიორ სპორტსმენთა შორის, კონტაქტურ კარატეში ევროპის პირველი ჩემპიონატი ჩატარდა.

იენს სტოლტენბერგი საქართველოშია

საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვია. იენს სტოლტენბერგის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

რუსთაველზე, ძველი საბაგიროს შენობაში, ხანძარი გაჩნდა - ფოტომასალა

რუსთაველზე, კინოსახლის უკან მდებარე ძველი საბაგიროს შენობაში ხანძარი იყო.

დიმიტრი ხუნდაძე - სააკაშვილს არა მხოლოდ ქართველმა ხალხმა, არამედ, საკუთარმა პარტიამაც უარი უთხრა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე დღეს ,,ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე ლიდერების მიერ წარმოთქმულ სიტყვებზე კომენტარს აკეთებს.

ბერაია: ნატო-ს გენმდივნის მორიგი ვიზიტი საქართველოში და ნატო-საქართველოს სწავლება ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრების პროცესის შეუქცევადობის დადასტურებაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ხარისხი უპრეცედენტო ნიშნულზეა, როგორც პრაქტიკულ, ასევე პოლიტიკურ ჭრილში. 

ბორჯომის სოფლებში ვეტერინარის დანიშვნას ითხოვენ - ხმაური საკრებულოში

ბორჯომის სოფლებში ვეტერინარის დანიშვნას ითხოვენ. მოსახლეობა ამბობს, რომ სპეციალისტი არ ჰყავთ, რის გამოც მათი პირუტყვი ვეტერინარის სრულყოფილ მომსახურებას ვერ იღებს.

13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული 2-წლიან იძულებით მკურნალობას გაივლის

რუსთავში 13 წლის ძმისშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს რუსთავის სასამართლომ ბრალდება მოუხსნა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ბანკები ითხოვენ მთავრობამ დაფაროს პორტის კომერციული რისკი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილა გადაცემა „ფორბსის კვირაში“ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა და ბანკების მიერ სახელმწიფოსგან მოთხოვნილი 8 პირობის შესახებაც ისაუბრა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგილ ვაშაძე დელეგატებმა ახალი, ელექტრონული მეთოდით აირჩიეს.