საქართველოს მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია და ეფექტიანად მოქმედებს 1 441 ვიდეოკამერა

შსს-მ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, უკვე დაამონტაჟა და ეფექტიანად მოქმედებს 1 441 ვიდეოკამერა, რომლებიც სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული.

მათ შორის 795 არის ზოგადი ხედვის, 646 კი - ე.წ. "ჭკვიანი" ვიდეოკამერა.


სამინისტრო 2019 წელსაც განაგრძობს ქვეყნის ტერიტორიაზე სიჩქარის მზომი სექციური რადარების და ე.წ. "ჭკვიანი" ვიდეოკამერების განთავსებას და ამოქმედებას.


აღსანიშნავია, რომ სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ მთავრობის 510-ე დადგენილების ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის ძალაში შესვლის შესაბამისად, ე.წ. "ჭკვიანი" კამერების მეშვეობით, 14 იანვრიდან ავტომატურ რეჟიმში მოხდება იმ ავტომობილების
დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად არ გაუვლიათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.


ამ დროისთვის, ვიდეოკამერები თბილისის და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა გადანაწილებული.


შეგახსენებთ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ.


შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20% -იანი შეღავათით.


იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის
ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.


საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge. აღნიშნული წესი ამოქმედდა 2017 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შესული რეგულაციით, რომლის თანახმად, ვიდეოჯარიმის ქვითარი სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე -
police.ge-ზე საჯაროდ ქვეყნდება.


დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ზვიად კვაჭანტირაძეს ბექა ოდიშარია ჩაანაცვლებს

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ზვიად კვაჭანტირაძეს ბექა ოდიშარია ჩაანაცვლებს. გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

„ჰონგ კონგის კომპანიებმა საქართველოში ბიზნესის გაფართოება უნდა განიხილონ" - ჰონგ კონგის აღმასრულებელი საბჭოს წევრი

ჰონგ კონგის კომპანიებმა უნდა განიხილონ საქართველოში ინვესტირებასა და მსოფლიოს ამ ნაწილში ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა,-განაცხადა ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა რეგინა აიპმა.

„საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სექტორში ბიზნესის განვითარების დიდი შესაძლებლობებია“- IT-კომპანიის დამფუძნებელი ჰონგ კონგიდან

„საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სექტორში ბიზნესის განვითარების დიდი შესაძლებლობებია“,- ამის შესახებ კომპანია „GreenSafety Technology Ltd“ – ის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ანტონიო ვონგმა განაცხადა.

ოკუპანტების მიერ დაკავებული 21 წლის გივი ბერუაშვილი თავისუფალია

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 21 წლის გივი ბერუაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ინფორმაცია ,,პირველს" საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურში დაუდასტურეს.

ზუგდიდის სასაფლაოზე გარდაცვლილი კაცი იპოვეს

ზუგდიდის სოფელ ჭითაწყარის სასაფლაოზე, რამდენიმე საათის წინ, გარდაცვლილი კაცი იპოვეს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

2019-2020 წლებში დევნილებისთვის სახლების შესაძენად 328 მლნ ლარია გამოყოფილი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხებზე დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

საპარლამენტო უმრავლესობა მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ინიცირებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობა მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით ხვალინდელ კენჭისყრაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

19 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 19 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ,,თელასი" ავრცელებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს 24 მარტს ყრილობაზე აირჩევენ

პარტია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს 24 მარტს პარტიის ყრილობაზე აირჩევენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

გიორგი ქობულია ჰონგ კონგის უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციის წევრებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ჰონგ კონგის უმაღლესი რანგის ბიზნესდელეგაციის წევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ადგილობრივი საინვესტიციო პოტენციალის შესასწავლად არიან ჩამოსული.

სოფიო ქაცარავამ ღასან ხალილთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ გაცნობითი შეხვედრა გამართა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში, ღასან ხალილთან.

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი დასრულდა

კონკურსზე განაცხადი 1214-მა პირმა შემოიტანა. ყოველ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, მონაწილეებმა თითოეულ საფეხურზე დაწესებული მინიმალური ზღვარი გადალახეს.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ოფიციალურად გაიხსნა

დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ოფიციალურად გაიხსნა.

"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

საქართველოს ელჩი ზურაბ ერისთავი იამაიკას ეწვია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ ერისთავი (რეზიდენციით ქ. მეხიკ ო) სამუშაო ვიზიტით იამაიკას ეწვია.

თბილისი-თიანეთის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-თიანეთის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

ნიდერლანდებში სროლას მსხვერპლი მოჰყვა, პოლიცია ერთ ეჭვმიტანილს ეძებს

ნიდერლანდების პოლიციის ინფორმაციით, ქალაქ უტრეხტში ტრამვაიში გახსნილი ცეცხლის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაიჭრა.

 

საქართველოს ელჩი უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაალ გოგსაძე უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ლასლო კოვერს შეხვდა.

კომპანია: დევნილების კორპუსების მშენებლობაზე დასაქმებული მუშებისთვის ხელფასის გადახდა კერძო პირს ევალება

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე კორპუსების სამშენებლო სამუშაოებს შპს „რუმსი“ ახორციელებს, თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ აქ დასაქმებული მუშებისთვის ხელფასის გადახდა მათ არ ევალებათ.

რომან გოცირიძე: ამ კანონით ისპობა საქართველოს სოფლის მეურნეობა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე საქართველოში მიწების გაყიდვის საკითხს ეხმაურება.