კახა კალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნებიდან“ ეკა ბესელიას გარიცხვის საკითხზე გუნდი იმსჯელებს

გუნდში გვექნება მსჯელობა და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებებს, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, გარიცხავენ თუ არა „ქართული ოცნებიდან“ ეკა ბესელიას. 

კალაძე მიიჩნევს, რომ სანამ გარეთ გამოვიდოდა კონკრეტული საკითხები, გუნდში უნდა მომხდარიყო მსჯელობა.


„გუნდში გვექნება მსჯელობა. თუ რაღაც უთანხმოება, გაურკვევლობა არის კონკრეტულ საკითხებზე, შეიძლება ეს ნორმალურიცაა, როდესაც უმრავლესობის ამხელა შემადგენლობაა, ყველა საკითხზე შეუძლებელია ერთიანი ხედვა, ერთიანი მიდგომა.


თუმცა, ვისურვებდი, სანამ გარეთ გამოვიდოდა კონკრეტული საკითხები, გუნდში მომხდარიყო მსჯელობა, გუნდში მომხდარიყო გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ საკითხზე. შეიძლება, რაღაცაზე ვერ შევთანხმებულიყავით, შეიძლება პირიქით, შევთანხმებულიყავით. ამიტომ, ჩემთვის გარეთ საუბარი კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ გვექნება ამაზე მსჯელობა და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.


წყარო:1tv


დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების დროს გარდაცვლილები დაკრძალეს

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპულები დაკრძალეს. 

დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილი თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. 

"ნუ დანაღმავ ბათუმს, არა ქიმიურ ტერმინალს" - აქცია ბათუმის პორტში

მოქალაქეთა ჯგუფი პორტში დაგეგმილი მინერალური სასუქების გადამტანი ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს.

„ამ ქუჩას ადგილობრივები მომავლის ქუჩას ვეძახდით, დღეს კი, ეს არის მიტოვებული და დავიწყებული ქუჩა"

"ამ ქუჩას ადგილობრივები მომავლის ქუჩას ვეძახდით, დღეს კი, ეს არის მიტოვებული და დავიწყებული ქუჩა,"- ასე აფასებენ ქუთაისელები, ირაკლი აბაშიძის გამზირზე არსებულ მდგომარეობას.

ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

შს მინისტრი ზუგდიდში სტიქიით დაზიანებულ კორპუსში სამუშაოებს გაეცნო

ზუგდიდში, სტიქიის დროს დაზიანებული კორპუსის აღდგენით სამუშაოებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია გაეცნენ.

პოლიციამ ბათუმში მომხდარი ყაჩაღობის სამი ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული ე.კ. დააკავეს.

ნარკოდანაშაულისთვის ირანის სამი მოქალაქე დააკავეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ირანის 3 მოქალაქე დააკავა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური კობის მონაკვეთზე ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა მორიგი საყოველთაო ნათლობა გაიმართება. 

გიორგი გახარიამ გარდაცვლილი პოლიციელების ოჯახებს ღირსების ორდენები გადასცა

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდის პოლიციის დეპარტამენტის გარდაცვლილი თანამშრომლების - კოტე თოდუას, მორგენ ნიჟარაძისა და ჯემალ ქოჩუას ოჯახებს ღირსების ორდენები გადასცა.

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების დროს გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების დროს გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ. 

სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული გ.ჯ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. 

ახალციხელში წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროს მედლები გადასცეს

ახალციხის მუნიციპალიტეტში, 2016-17 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების ბაღში (კიკვიძის პარკი) მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი საკვები აპარატი დააზიანეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა პირდაპირ ეთერში ქიმიური ნივთიერება ,,კარბამიდი" შეჭამა

დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა იმის დასამტკიცებლად, რომ ქიმიური ნივთიერება "კარაბამიდი" მომწამლვლელი ნივთერება არაა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში შეჭამა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  24 საათიანი გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა.

დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის პროექტის განხილვა დასავლეთ საქართველოს ხუთივე რეგიონში გაიმართა

დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განხილვა დასავლეთ საქართველოს ხუთივე რეგიონში გაიმართა.

12 წლის მოზარდი, რომელსაც მშობლები 2 დღე ეძებდნენ გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, აფრიკის დასახლებაში 12 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს.

ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარედ ავთანდილ კასრაძე დაინიშნა

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს - ავთანდილ კასრაძე  სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა.