ციხელაშვილი: საოკუპაციო რეჟიმმა ადამიანებს ყოველდღიური ბრძოლა გამოუცხადა

რაც ხურვალეთში ხდება, ეს არის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანებისთვის გამოცხადებული ყოველდღიური ბრძოლა.

ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ ხურვალეთთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.


მინისტრის თქმით, 2008 წლის ღია სამხედრო ოკუპაციის შემდეგ, საოკუპაციო ხაზების გასწვრივ ასეთი ხელოვნური ბარიკადების მშენებლობა გრძელდება.


"ე.წ. საგუშაგო თუ მავთულხლართების მონაკვეთები, ეს ყველაფერი არის ადამიანებისთვის გამოცხადებული ყოველდღიური ბრძოლა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. ეს განსაკუთრებით ცინიკურია იმ ვითარებაში, როცა ცხინვალის მიმართულებით ერთადერთ ე.წ. გადასასვლელ პუნქტზე შეზღუდულია მოძრაობა. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალგორში მცხოვრები ქართველებისთვის, არამედ ოსებისთვის. ისედაც 80 პროცენტით დაცარიელებული ცხინვალის მოსახლეობისთვის საოკუპაციო რეჟიმმა ფაქტობრივად ერთადერთი სასუნთქი გზას გადაკეტა“,- განაცხადა ციხელაშვილმა.


მისივე თქმით, საოკუპაციო რეჟიმი „ახლა ე.წ. საგუშაგოებს ამონტაჟებს, რომ ზეწოლა გააძლიეროს და კიდევ უფრო კარგად დააკვირდეს, რამდენი ჩვენი ოსი მოსახლე ცდილობს გადმოლახოს საოკუპაციო ხაზი კონტროლირებად ტერიტორიაზე“.


„სრულიად მორიდების გარეშე, მაგათი „სპუტნიკი“ აცხადებდა იმას, რომ მიმდინარე წელს 40 ადამიანი დააკავეს და ბუნებრივია, მათგან 90 % არიან ადამიანები, რომლებიც ცხინვალის რეგიონიდან ცდილობენ გადმოვიდნენ კონტროლირებად ტერიტორიაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებებისთვის და ამაზე მეტი ცინიზმი, ფაქტობრივად წარმოუდგენელია“,- განაცხადა ციხელაშვილმა.


მისივე თქმით, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.


სოფელ ხურვალეთთან რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილიდან სამუშაოები განაახლეს.


სიახლეები მსგავს თემაზე

სოფელ ხურვალეთთან, სავარაუდოდ, სათვალთვალო კოშკურის მონტაჟის სამუშაოები განახლდა

სოფელ ხურვალეთთან ოკუპანტებმა რკინის კონსტრუქციის აგების სამუშაოები განაახლეს.

აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას ცდილობენ

პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ. პოლიცია მათ შეკავებას ცდილობს.

ნიკა მელია: თუ ერთი საათში არ გადადგებიან ირაკლი კობახიძე, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური, პარლამენტის შენობაში მშვიდობიანად შევალთ

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ახალ მოთხოვნას აყენებენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გადადგომას არ აპირებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მისი თანამდებობიდან გადადგომის საკითხს არასერიოზულს უწოდებს, - აღნიშნულის შესახებ მან ბაქოდან "იმედის" ეთერში განაცხადა.

აქციაზე საქართველოს ჰიმნი შეასრულეს (ვიდეო)

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ,,სირცხვილია" მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

მეუფე გრიგოლი: რუსეთის დამპყრობლურ საქმეებს არ აქვს კავშირი მართლმადიდებლობასთან

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ყოფნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მიტროპოლიტის შესაფებით, დღევანდელი შემთხვევა სახელმწიფოებრიობისთვის სამწუხარო ფაქტია.

აქცია სახელწოდებით, "სირცხვილია" თელავის ცენტრში გაიმართა

სამოქალაქო აქტივისტებმა დროშებით, ტრანსფარანტებითა და შეძახილებით ქალაქის ცენტრში მსვლელობა მოაწყეს.

გიგი უგულავა: აქცია არ დაიშლება, სანამ ირაკლი კობახიძე, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური არ გადადგებიან

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას თქმით, აქცია არ დაიშლება, სანამ ირაკლი კობახიძე, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური არ გადადგებიან.

პარლამენტთან დამატებითი საპოლიციო ძალები შეჰყავთ (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის ეზოში პოლიციელთა რაოდენობა გაიზარდა. საკანონმდებლო ორგანოს
შენობის გარდა მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში დამატებითი საპოლიციო ძალები შეჰყავთ.

კარასინი: აღშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების მოქმედებების გამო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკურმა ძალებმა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი ანტირუსული განწყობების დემონსტრირებისთვის გამოიყენეს.

ფოტო-ამბავი რუსთაველის გამზირიდან

„სირცხვილია“ ამ სახელწოდებით რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტით გამოწვეული ხმაური უძღოდა წინ.

გურამ ფალავანდიშვილი გაათავისუფლეს

გურამ ფალავანდიშვილი გაათავისუფლეს. „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის საქმეზე სასამართლო სხდომა ადვოკატების მოთხოვნის საფუძველზე 5 ივლისამდე გადაიდო.

თბილისში, რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან სტუდენტები იკრიბებიან

თბილისში, რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან 22 საათზე სტუდენტები შეკრებას გეგმავენ, რომლებიც რუსი დეპუტატების საქართველოში ჩამოსავლასა და რუსეთის პოლიტიკას გააპროტესტებენ.

მერაბ ქვარაია: ოპოზიციის ლიდერები მომხდარის გაბუქებას და პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობენ

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერები მომხდარის გაბუქებას და მის გამოყენებას პარტიული ინტერესებისთვის ცდილობენ.

ინდუსტრიული ჯგუფის Aigroup-ის განცხადება

Aigroup-ის მიერ ქუთაისში დაგეგმილი ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი იყო გასართობი შოუ და კონცერტი გადაიდო 26 ივნისისთვის.

ფიზიკური დაპირისპირება აქციაზე

საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, ვატო შაქარიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.

პარლამენტთან აქციას „გირჩის“ წევრებიც შეუერთდნენ

მანამდე პარტიის თანამოაზრეები საპატრიარქოსთან შეიკრიბნენ და დღევანდელი მოვლენები გააპროტესტეს.


სერგეი გავრილოვმა საქართველო დატოვა

რუსეთის დელეგაციამ საქართველო დატოვა. სერგეი გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე გაემგზავრნენ.

საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს (ვიდეო)

პარლამენტის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. თავდაპირველად სამართალდამცველები მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ. თუმცა მოგვიანებით ნება დართეს, რომ მოძრაობა გადაეკეტათ.

წაქცეული ხეები, დაზიანებული სახურავები, შეწყვეტილი ელექტროენერგია - სტიქია სამეგრელოში

ძლიერმა წვიმამ და ქარმა ზუგდიდსა და წალენჯიხაში პრობლემები შექმნა.

პრემიერ-მინისტრი მეუფე კალისტრატეს სამძიმარზე იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბაგრატის ტაძარში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს სამიძმარზე იმყოფებოდა.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალური განცხადება

დღეს, 20 ივნისს მუხიანის აგარაკებზე, გობრონიძის N62-თან ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალმომარაგების ქსელი ავარიულად დაზიანდა.