ცვლილება პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოში

პაშა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი დაემატა: გიორგი ღლონტი და ებრუ ოღან კნოტნერუსი.

პაშა ბანკის სამეთვალყურეო საბჭო ამჟამად ხუთი დირექტორისგან შედგება:
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: ფარიდ მამმადოვი
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი: ჯალალ გასიმოვი
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი: შაჰინ მამმადოვი
სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი: ებრუ ოღან კნოტნერუსი
სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი: გიორგი ღლონტი


გიორგი ღლონტი და ებრუ ოღან კნოტნერუსი პაშა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრები 2018 წლის 31 დეკემბრიდან არიან. ამასთანავე, ებრუ ოღან კროტნესური 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ბანკის აუდიტის კომიტეტის წევრია, გიორგი ღლონტი კი - აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარე.


გიორგი ღლონტმა საბაკალავრო და სამაგისტრო განათლება, როგორც ფინანსისტმა და ეკონომისტმა საბანკო საქმის სპეციალიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. 
საბანკო კარიერა მან 1992 წელს იბერია ბანკში საერთაშორისო ტრანზაქციებისა და დოკუმენტური ოპერაციების დეპარტამენტში ასისტენტის პოზიციაზე დაიწყო. 1994 წლიდან 1995 წლამდე კი ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა. 1995-1996 წლებში გიორგი ღლონტი თიბისი ჯგუფისა და ალმა თიბისის ფინანსურ დირექტორად დაინიშნა. ამავდროულად, იყო თიბისი ბანკის დირექტორთა საბჭოსა და საკრედიტო კომიტეტის წევრი. 1996 წლიდან 1999 წლამდე თბილუნივერსალ ბანკში იკავებდა საერთაშორისო განყოფილების უფროსის პოზიციას. 1999-2003 წლებში გიორგი ღლონტი იყო PwC-თან ასოცირებული კომპანიის UBC International LTD (Audit & Consulting) მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი, აქციონერი და მმართველი პარტნიორი. 2003 წლიდან 2005 წლამდე საქართველოს სახალხო ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა. 2005 წელს პროფესიული კარიერა ეროვნულ ბანკში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე განაგრძო. ამავდროულად, 2008 წლამდე იყო ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. 2008-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს სახალხო ბანკში (ამჟამად „ლიბერთი“) მთავარ აღმასრულებელ დირექტორად. 2009 წლიდან 2013 წლამდე კი კორ სტანდარტ ბანკის (ამჟამად „ტერა ბანკი“) მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 2013-2014 წლებში გიორგი ღლონტი Phoenix Capital-ის მმართველი პარტნიორი და მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი იყო. 2014 წელს საკაბელო ტელევიზია Super TV-ში აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე გადაინაცვლა. 2014 წლიდან დღემდე GFTC-ის (SWIFT Service Bureau) არა-აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. ხოლო 2018 წელს, გახდა და დღემდე არის RSM Georgia Management & Consulting-ის მმართველი პარტნიორი.


ებრუ ოღან კნოტნერუსს ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით, ანკარის შუა აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტში მიენიჭა. მას არაერთი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა აქვს გავლილი, მათ შორის: ავთენტური მართვის განვითარების პროგრამა ჰარვარდის ბიზნესსკოლაში, სტრატეგიული განვითარების პროგრამა ლონდონის ბიზნესსკოლაში და ლიდერობის პროგრამა კოლუმბიის უნივერსიტეტში.
საბანკო კარიერა ებრუ ოღან კნოტნერუსმა 1991 წელს, PAMUKBANK-ში შიდა აუდიტის დეპარტამენტში დაიწყო. 1993-1997 წლებში FINANSBANK-ში, საბიუჯეტო დაგეგმვისა და ფინანსური კონტროლის მენეჯერის თანამდებობას იკავებდა. 1997 წლიდან 1999 წლამდე, DEMIRBANK-ში, უცხოური ინვესტიციების დეპარტამენტში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა.
1999 წელს ებრუ ოღან კნოტნერუსი OTTOMAN Bank-ს შეუერთდა, როგორც რისკების მენეჯმენტისა და შიდა კონტროლის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, სადაც 2001 წლამდე იმუშავა.
2001-2003 წლებში მან პროფესიული კარიერა BBVA Group - GARANTI Bank-ში განაგრძო, შვილობილი კომპანიების რისკების მენეჯმენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. 2016 წლიდან 2018 წლამდე კი კომპანიის რისკების მენეჯმენტის დეპარტამენტის მმართველის პოზიციას იკავებდა.
2018 წელს ებრუ ოღან კნოტნერუსი პაშა ბანკს თურქეთში, როგორც საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, შეუერთდა. ასევე, არის რისკების მენეჯმენტის საბჭოს წევრი და აუდიტის საბჭოს თავმჯდომარე. 


პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.
 


მამუკა ბახტაძე: ბათუმში ხვალიდან ელექტრომობილების გაზიარების სერვისი დაინერგება

"სასიხარულოა, რომ თბილისის შემდეგ ხვალიდან  ბათუმში დაინერგება ელექტრომობილების გაზიარების სერვისი, ეს არის სერვისი, რომელიც მსოფლიოს ყველა წამყვან ქალაქში სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით".

პრემიერი: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გვქონდეს მედიათავისუფლება, რაც არის და იქნება უზრუნველყოფილი

„ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,  საქართველოში გვქონდეს ძალიან მაღალი დონის მედიაპლურალიზმი, მედიათავისუფლება, რაც არის და მომავალშიც აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი“.

ავარია თბილისში - ტრაილერს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

დავით ქაშიაშვილი: პაატა სალიას არ სურდა, წამოვსულიყავით

ტელეკომპანია „რუსთავი2“ ჟურნალისტების უმრავლესობამ დატოვა. როგორც დავით ქაშიაშვილმა განაცხადა, პაატა სალიამ მათ დარჩენა შესთავაზათ, თუმცა უარი განაცხადეს:

აკაკი ზოიძე: ძნელია კორექტული სიტყვებით შეაფასო ის უტიფრობა, რასაც ბატონი ბარამიძე იჩენს

უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ C ჰეპატიტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მამუკა ბახტაძე: ოკუპაცია არის  გამოწვევა, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს

"ჩვენთვის ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, ეს არის საკითხი, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს უნდა გვაერთიანებდეს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს ჩვენ".

საბა კიკნაძე: Ryanair-ის ჩვენს ავიაბაზარზე შემოსვლა მეტ ევროპელ ტურისტს მოიზიდავს და შესაძლოა, ე.წ. weekend ტურების განვითარებაც მოხდეს

„კავკასუს თრეველის“ დამფუძნებლის თქმით, Ryanair-ის შემოსვლით საქართველო ევროპისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

"რუსთავი2" -ს კურიერის ჟურნალისტები ტოვებენ

ტელეკომპანია "რუსთავი2" კურიერის ჟურნალისტების უმრავლესობამ  დატოვა.

ლაურა ღაჭავა: პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

ხვალ,  22 აგვისტოს ჯივიპი ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ტექნიკურ სამუშოებს ჩაატარებს

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.

უზბეკეთის ელჩი: საქართველო, მსოფლიო ბაზრებზე წვდომის გაფართოებისათვის მნიშვნელოვანი პარტნიორია

საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის ელჩი შერზოდ ფაიზიევი საქართველო უზბეკეთის დიპლომატიური ურთიერთობები 25 წელს "პირველთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აფასებს.

 

 

"რაინეარის" კომერციული დირექტორი - "ეს მხოლოდ დასაწყისია"  

ავიაკომპანია "რაინეარის" კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო’ბრაინმა ქართულ მხარესთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა, რომ წლების განმავლობაში საქართველომ ტურისტულად მიმზიდველ ქვეყნად ჩამოყალიბებისთვის დიდი საქმე გააკეთა.

ყაზბეგის N28-ში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ყაზბეგის N28-ში წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

"არ მიმიღია გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ში დაბრუნების თაობაზე"

ჟურნალისტ ნინო შუბლაძის განცხადებით, მას ჰქონდა "რუსთავი 2"-ში დაბრუნების თაობაზე შემოთავაზება თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღია.

ტიმოთესუბნის ძეგლზე უნებართვოდ მოწყობილ კარადას დაშლიან

ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში, თანამედროვე სამშენებლო მასალით, საყოფაცხოვრებო დანიშნულების სათავსო უნებართვოდ მოაწყვეს.

მარიამ ქვრივიშვილი „Ryanair”-ის შემოსვლაზე : ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია გერმანია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ავიაკომპანია „Ryanair”-ის შემოსვლას ეხმიანება.

სურსათის უვნებლობის კუთხით საქართველო გერმანიასთან თანამშრომლობას აღრმავებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გერმანიის რისკის შეფასების ფედერალურ ინსტიტუტთან (BfR) თანამშრომლობას აღრმავებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი: „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს ყოფილი ხელმძღვანელი აშანტაჟებს

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები ბულინგის მსხვერპლი არიან, ყოფილი ხელმძღვანელი მათ ძალიან უხეშად აბულინგებს,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა „რუსთავი 2“-დან ჟურნალისტების წასვლაზე საუბრისას.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბს ესროლეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ მგუძირხვაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ე.წ. პრეზიდენტობის ერთ - ერთი კანდიდატის ოლეგ არშბას საარჩევნო შტაბს ესროლეს, წერს "აბხაზია ინფორმი".

საქართველოსა და აზერბაიჯანის საექსპერტო ჯგუფებმა საზღვრის მიდმებარე ტერიტორიები დაათვალიერეს

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სამთავრობო კომისიების საექსპერტო ჯგუფები სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთბზე ერთობლივ სამუშაოებს განაგრძობენ.

ლარი 0.79 თეთრით გაუფასურდა

21 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9354 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9275 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.79 თეთრი შეადგინა.