გიორგი ქობულია: ბათუმის საკონტეინერო ტერმინალში კონტეინერების გადაზიდვა გაორმაგდება და 200 000-ს მიაღწევს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ ტერიტორიაზე საზღვაონავსადგურში მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინეროტერმინალისა“ და შპს „მედლოგ ჯორჯიას“ ერთობლივი ძალისხმევით 2 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყო სასაწყობე ინფრასტრუქტურა და 3000 კვ.მ. დახურულითანამედროვე საბაჟო საწყობი.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარე თამარ იოსელიანმა,  ახალი ტერმინალი დაათვალიერეს.


ტერმინალში  წარმატებით განხორციელდა ნავსადგურის აკვატორიასა და ფორვარტერში ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები, რის შედეგადაც ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის ნავმისადგომებზე უკვე შესაძლებელია FEEDERMAX ტიპის საკონტეინერო გემების მიღება 11მ წყალშიგით. ეს გარემოება მნიშვნელოვნად ზრდის საოპერაციო შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს მომსახურების კონკურენტუნარიანობას, რაც გავლენას ახდენს არამარტო საკონტეინერო ტერმინალის, არამედ მთლიანად ნავსადგურის სატრანსპორტო მნიშვნელობაზე.


გიორგი ქობულიას განცხადებით, ეს არის კიდევ ერთი შესანიშნავი პროექტი, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალისრეალიზებაში. მისივე შეფასებით, ეს არის პროექტი, რომელიც დაეხმარება ჩვენს ექსპორტიორ კომპანიებს, უფრო მეტი წვდომა ჰქონდეთ საერთაშორისობაზრებზე.


„ტერმინალის პროექტი შესრულებულია უმაღლესი სტანდარტით,  ცნობილი საერთაშორისო კომპანია ICTSI-ისა და მისი შვილობილი კომპანიის მიერ. ვიმედოვნებთ, რომ მათ პორტფელში ეს იქნება ერთ-ერთი წამყვანი პროექტი - საუბარია არამარტო სასაწყობო მეურნეობის განვითარებაზე, არამედ კომუნიკაციებზე, პორტთან მისასვლელი როგორც სარკინიგზო, ისე საავტომობილო გზების განვითარებაზე, ასევე პორტის მისადგომის დაღრმავებაზე. ესყველაფერი საშუალებას მოგვცემს, რომ საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობა ასი პროცენტით - 100 000-დან 200 000-მდე გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია და დაგვეხმარება არამარტო აჭარის, არამედ მთლიანად საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისადა მდგრადი განვითარების მინისტრმა.


გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე აღინიშნა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზება საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობას 100%-ითზრდის (100,000TEU-დან 200,000TEU-მდე) და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს არამარტო საკონტეინერო ტერმინალის, ასევე ნავსადგურის საქმიანობისეფექტურობისა და მომსახურების ხარისხს, რაც რეგიონის ეკონომიკას კიდევ უფრო გააძლიერებს და განავითარებს.


ტერმინალის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად MSC Georgia-ის მმართველი დირექტორი ალქან ალიჯიქი, MEDLOG Turkey-ის კომერციული დირექტორი ვოლკან ტეკი, MSC Georgia-სა და MEDLOG Georgia-ს პარტნიორი ჯემალ ინაიშვილი, MEDLOG (Geneva)-საღმასრულებელი დირექტორი სალვადორე პრუდენტე, ICTSI (Europe, Middle East and Afrika)-ის ვიცე-პრეზიდენტი ჰანს ოლე მადსენი და ბათუმისსაერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის მმართველი დირექტორი ნიკოლოზ გოგოლი მონაწილეობდნენ.


 


საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის სენატის პრეზიდენტს ჟერარ ლარშეს შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ლიდერ ქალებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარიზში ორგანიზაციის ,,ქალთა ფორუმი ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის” ლიდერ ქალებთან სამუშაო ლანჩი გამართა.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ფინანსთა მინისტრი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტს, ვაზილ ჰუდაკს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

"მაშფოთებს მომენტი, როცა ანაკლიის პროექტზე სახელმწიფო ერთი მხრივ გვერდში გვიდგას, მისი ერთ-ერთი სტრუქტურა კი ასეთ განცხადებას აკეთებს"

უკავშირდება თუ არა „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული პროცესები და დაწყებული გამოძიება ანაკლიის პორტის მომავალს?

ირაკლი კობახიძე ავსტრიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო დასრულუფლებიან ელჩს, არად ბენკოს შეხვდა. 

საქართველოს ელჩი ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის მიერ ბრაზილიაში დანიშნულ დიპლომატიურ წარმომადგენელს შეხვდა

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დავით სოლომონია შეხვდა ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის, ხუან გუაიდოს მიერ ბრაზილიაში დანიშნულ დიპლომატიურ წარმომადგენელს, მარია ტერეზა ბელანდრიას.

მამუკა ხაზარაძე: თიბისის დაარსების დღიდან ჩვენს ღირებულებებს გამჭვირვალობა, პატიოსნება და კანონმორჩილება წარმოადგენს

თიბისი ჯგუფის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ, მედიასთან პირველ პრესკონფერენციას მართავენ.

შსს-მ მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის  ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისსა და მცხეთა-მთიანეთის  რეგიონში მომხდარი მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტები გახსნეს.

როგორ გადაარჩინა დავით სერგეენკომ ირანელი ქალი თვითმფრინავში - „თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ...“

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ თვითმფრი­ნავ­ში უცხო­ელ მგზავრს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნა. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომლის სტრუქტურაც კომიტეტის წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააცნო.

ქეთევან ციხელაშვილი: ათასობით ადამიანს არ აქვს წვდომა პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, რომლებიც ყოველდღიურად სჭირდებათ

„პატარა ბავშვები არიან ახალგორში, რომელთაც თვეზე მეტია მშობლებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა არ აქვთ. რომ აღარაფერი ვთქვათ სასწავლო პროცესში ჩართვაზე,“.

გიორგი ქობულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკსა და თანმხლებ პირებს შეხვდა.

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გამო აწესებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს 2018 წლის ნოემბერში ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის გაო დააწესებს.

 

ლარის კურსი

18 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6404 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6413 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.09 თეთრი შეადგინა.

ზუგდიდში ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაძარცვეს

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე არსებული ერთ-ერთი ვალუტის გადამცვლელი ჯიხური, დაახლოებით, 40 წუთის წინ გაძარცვეს. 

ქართული სამხედრო პროდუქციით განას რესპუბლიკა დაინტერესდა

თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა IDEX 2019 ის ფარგლებში „დელტას“ წარმომადგენლობა განას რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ დელეგაციას შეხვდა.

კახეთის მთავარ სამმართველოს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი იაგო ბოლოთაშვილი უხელმძღვანელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარ სამმართველოს პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი იაგო ბოლოთაშვილი უხელმძღვანელებს.

ბატიაშვილი: ჩვენ შევეჭიდეთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას - განათლების სისტემის კომპლექსურ რეფორმირებას და არა ფრაგმენტულ ცვლილებებს

განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, დეპუტატებს რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ცვლილებების დეტალები გააცნო.

სამეგრელოს რეგიონში ფერემერებისთვის კონსულტაციების გაწევა მიმდინარეობს

სამეგრელოს რეგიონში ფერემერებისთვის კონსულტაციების გაწევა მიმდინარეობს.

საქართველოდან ისრაელში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 70% შემცირდა

საქართველოდან ისრაელში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 70 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ 1tv.ge  გამოცემა „ჰაარეცის“ (Haaretz) სტატიაზე დაყრდნობით წერს.