PSP-მ ერთდროულად 2 რეგიონში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გახსნა

წალენჯიხასა და ჩხოროწყუში PSP-ს ბრიტანული კონცეფციის აფთიაქები გაიხსნა.  

საზეიმო ლენტი რაიონის გამგებლებმა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს, წალენჯიხაში მერმა ბატონმა ბესიკ ფარცვანიამ და ჩხოროწყუში მერმა ბატონმა დათო გოგუამ. გახსნის საზეიმო ცერემონიაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ რაიონის გამგეობის წარმომადგენლები, ადგილობრივი სტრუქტურული ორგანოების ხელმძღვანელები და ექიმები.  


PSP უკვე 25 წელია საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის სამსახურშია და 1994 წლიდან PSP საქართველოს მოსახლეობისთვის მედიკამენტებისა და მომსახურების ხარისხის გარანტია. 2017 წელს PSP-მ მომხმარებელს ახალი კონცეფციის „უფრო მეტი, ვიდრე აფთიაქი“ შესთავაზა. ჩხოროწყუსა და წალენჯიხის აფთიაქებიც ამ კოცეფციის მიხედვით სამი ნაწილისაგან შედგება და მომხმარებელს მედიკამენტების გარდა ბავშვთა მოვლისა და ევროპული კოსმეტიკის ფართო არჩევანს სთავაზობს. ცალკეა გამოყოფილი  აფთიაქის ზონა; ცალკე ზონაა „ყველაფერი ბავშვებისა და  ოჯახზე ზრუნვისათვის“; დიდი  ნაწილი ეთმობა სილამაზეზე ზრუნვას, რაც ფრანგული  და ევროპული ცნობილი ბრენდების პროდუქტების ძალიან ფართო ასორტიმენტის შეთავაზებას გულისხმობს.


„დღეიდან წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მოსახლეობას საშუალება აქვს PSP-ში ყველაზე დაბალ ფასად შეიძინოს მედიკამენტების, კოსმეტიკის, ჰიგიენის და ჯანმრთელობაზე ზრუნვის ათეულობით ათასი პროდუქტი. ყველაზე ფართო ასორტიმენტი ყველაზე დაბალ ფასად, უფრო მეტი ვიდრე აფთიაქი - გვინდა ჩვენი ეს გზავნილი საქართველოს ყველა კუთხეში გადავცეთ ჩვენს მომხმარებელს.


ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მომხმარებელს სპეციალური ფასდაკლება ექნება მედიკამენტებზე. დამატებით 6%-იან ფასდაკლებას მიიღებენ PSP-ს ბარათის მფლობელები. აფთიაქის გახსნა დაემთხვა ჩვენს ყოველი თვის აქტივობას - ყოველი თვის 1-7 რიცხვებში მომხმარებელი ფრანგული დღეების აქციითაც ისარგებლებს. ყოველ თვეში, საბავშვო პროდუქციის უდიდეს ასორტიმენტზე ყველას ვისაც საბავშვო პრდუქცია აინეტრესებს PSP -ში განსაკუთრებულად დაბალი ფასები, უპრეცედენტო ფასდაკლებები და საჩუქრები დახვდებათ  ბავშის საფენებზე, კვებასა თუ ჰიგიენის პროდუქტებზე.  ვცდილობთ პსპ-ში სტუმრობა მომხმარებლისთვის ჯანმრთლობასა და სილამაზეზე ზრუნვასთან ერთად სასარგებლოც იყოს,“ - აცხადებენ PSP-ში.


ქსელის განვითარება PSP -ს 2019 წლის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა; წალენჯიხასა და ჩხოროწყუში PSP-ს აფთიაქები 6 თებერვალს პირველად გაიხსნა. ქსელის გაფართოება და ახალი რეგიონების მოცვის პროექტის ფარგლებში 12 თებერვალს კიდევ ერთ ახალ რეგიონში - ჩოხატაურში პირველად გაიხსნება PSP-ს აფთიაქი.


"თი ბი სი-ს" ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, არა მარტო ბევრი კითხვა წარმოშვა, არამედ სათავე დაუდო სპეკულაციებსაც"

საბანკო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე "თიბისი" ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს წერს. 

სალომე ზურაბიშვილი: ბავშვობისას, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ლევილში დავბრუნდებოდი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ლევილს ეწვია.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცრუ ჩვენების მიცემისთვის 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ , მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის და ცრუ ჩვენების
მიცემის ბრალდებით, თბილისში, 1998 წელს დაბადებული ა.ს. დააკავა.

პირველად საქართველოს ისტორიაში დელტამ ეროვნული წარმოების შეიარაღების ნიმუშები წარმოადგინა

17-18 თებერვალს აბუ-დაბიში  „დელტას“ მიერ ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის უმსხვილეს გამოფენა IDEX-2019-ზე  წარმოდგენილ იქნა ეროვნული წარმოების შეიარაღება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის
ფაქტზე 1976 წელს დაბადებული ზ.ჯ. დააკავეს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში წირვას დაესწრო

 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში, შვილებთან ერთად, წმინდა ნინოს სახელობის იმ ეკლესიაში დაესწრო წირვას, რომელიც მისი მამის, საფრანგეთში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის ინიციატივით მოეწყო.

დავით ზალკალიანი გერმანიის ბუნდესტაგის საგარო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გერმანიის ბუნდესტაგის საგარო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ნორბერტ როიტგენს შეხვდა.

ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსი პარლამენტში განსახილველად ხვალ შევა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიეტტის თავმჯდომარის სოფო კილაძის ინიციატივით,  სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში შემუშავებული ბავშვის უფლებათა კოდექსი ხვალ განსახილველად საპარლამენტო კომიტეტებს გადაეცემა.

ზაფხულის სეზონისთვის კურორტი აბასთუმანი დამსვენებლებს სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფს

საკურორტო ზონებში წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

"ქალაქის მერია ბათუმის მტერია"- საპროტესტო აქცია ბათუმის მერიასთან

"შეწყდეს ბათუმის ნგრევა და მაღალი კორპუსების მშენებლობა" - ამ  მოთხოვნით ბათუმის იერსახის დამცველები საპროტესტო აქციას მართავენ. 

ზუგდიდის სოფელში ბლოკის საამქრო გაქურდეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში ბლოკის საამქრო გაქურდეს.

„აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია“ მოქვის ტაძრის სასწრაფო რეაბილიტაციისთვის დახმარებას ითხოვს

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ მოქვში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის სასწრაფოდ რებილიტაციაა საჭირო. 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს

"არა ნაგავსაყრელს" - ამ მოთხოვნით თერჯოლის მუნიცუპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს.

ფოთში 20 დღის წინ დაკარგული მოზარდის ცხედარი იპოვეს

20-დღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, მდინარე რიონის შესართავიდან 1 კილომეტრში, ნაპოვნია16 წლის მოზარდის ცხედარი. 

დავით ზალკალიანი ჩეხ კოლეგას ტომას პეტრიჩეკს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ტომას პეტრიჩეკთან.

 

საქართველო ფართოდ იყო წარმოდგენილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და მას სამი სამუშაო სესია მიეძღვნა

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, საქართველოს პემიერ-მინისტრმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ სესიაზე მრავალმხრივ წარმოადგინა საქართველო.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და აღნიშნულ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ისანში CO-თი ინტოქსიკაცია ღია კამერიანმა აკრძალულმა წყალგამაცხელებელმა გამოიწვია

დღეს, 17 თებერვალს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე ისნის რაიონიდან შეტყობინება შევიდა - ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრები ქალი შეუძლოდ გახდა.

მამუკა ბახტაძე ყველას მოუწოდებს, “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყველას მოუწოდებს, “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ.

მართლწესრიგის ოფიცრების ინიციატივით N61 სკოლაში დასუფთავების აქცია განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილსის პოლიციის დეპარტამენტის მართლწესრიგის ოფიცრების ინიციატივით განხორციელდა დასუფთავების აქცია.