სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 2018 წლის ანგარიში კახეთში წარადგინა

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მენეჯმენტმა 2018 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა.

2018 წელს კომპანიამ 5 927 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია შეისყიდა, წმინდა მოხმარებამ კი 5 891,4 მლნ კვტ/სთ შეადგინა. 2018 წელს, 2017 წლის მსგავსად, კომერციული დანაკარგის პროცენტული მაჩვენებელი 8%-ია. 


2018 წელს ჯგუფის შემოსავალმა 962 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 557 მლნ ლარი ელექტროენერგიის შესყიდვას მოხმარდა, 147 მლნ ლარი კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადა, განხორციელდა 100 მლნ ლარის ინვესტიცია. კომპანიის სახელფასო ფონდმა გასულ წელს 77 მლნ ლარი შეადგინა, 46 მლნ ლარი სასესხო ვალდებულებების დაფარვას მოხმარდა, ხოლო სხვადასხვა საოპერაციო ხარჯი 35 მლნ ლარი იყო. 


2019 წელს კომპანია 110.6 მილიონამდე ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. 


2018 წელს კომპანიამ „BB“ რეიტინგი შეინარჩუნა, რომელიც სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა მიანიჭა. აღნიშნული რეიტინგი ხაზს უსვამს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ფინანსურ სტაბილურობასა და წარმატებულ ოპერირებას ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში. კომპანია კვლავაც რჩება ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორად და დამსაქმებლად ქვეყანაში. 


ელექტროენერგიის მომარაგების გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდა პროექტები როგორც დაბალი, ისე მაღალი ძაბვის ქსელში. 6/10კვ ქსელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა 10 751 ცალი საყრდენი, 553 430 მეტრი სადენი, 44 541 მეტრი მიწისქვეშა კაბელი, 572 ცალი ტრანსფორმატორი. 04 კვ ქსელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში კი დამონტაჟდა 6 407  ცალი საყრდენი, 503 215 მეტრი სიპ-კაბელი. რაც შეეხება ახალი მიერთების პროექტს, მის ფარგლებში დამონტაჟდა 20 872 ცალი საყრდენი, 735 926 მეტრი სიპ-კაბელი, 519 690 მეტრი სადენი, 35 723 მეტრი 6/10კვ კაბელი, 516 ცალი 6/10-0,4კვ ტრანსფორმატორი. აგრეთვე, გარემონტდა ქვესადგურები და სატრანსფორმატორო პუნქტები. 


მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა მაღალი ძაბვის ქვესადგურებში: „ბათუმი 1“, „ბათუმი 2“, „ბათუმი 3“, „ბათუმი 5“, „მეგაპალასი“, „ივერია“, „ზუგდიდი 2“, „ხიდმაღალა“, „ახალციხე“, „ბაკურიანი“, „დუშეთი“ და „ლომისი“. აღნიშნულ ქვესადგურებში დამონტაჟდა ახალი ძაბვის ძალოვანი ტრანსფორმატორები, აშენდა 35 კვ და 6 კვ გამანაწილებელი მოწყობილობები, შეკეთდა 10 კვ გამანაწილებელი მოწყობილობების შენობები, დამონტაჟდა 10 კვ გამანაწილებელი მოწყობილობების ახალი უჯრედები, დამონტაჟდა 110 კვ დენის ტრანსფორმატორები და ა.შ. 


აშენდა „ბათუმი 2“ და „ბათუმი 5“ ქვესადგურების დამაკავშირებელი საკაბელო ხაზი, განხორციელდა 110 კვ ელექტროენერგიის გადამცემი ხაზი „მარაბდა 2“-ის რეკონსტრუქცია-მშენებლობა, 110 კვ გადამცემი ხაზების „ერგე 1“, „მოაშის“, „ცემი 1“-ის და „ჩხარის“ რეაბილიტაცია.   


ქვესადგურებში: „ბაკურიანი“, „გუდაური“, „კობი“, „ლარსი“, „ფოთი-4“, „გოდერძი“ და „თეთრიწყარო“ ჩატარდა SCADA სისტემის რევიზია, პროფილაქტიკა და გამოცდა; ხოლო ქვესადგურებში: „ჭიათურა-1“, „ჭიათურა-2“, „ჭიათურა-3“, „ჭიათურა-4“, „ჭიათურა-5“, „ტყიბული-1“, „ტყიბული-2“ და „ტყიბული-3“ განხორციელდა SCADA სისტემის ინსტალაცია, გაწყობითი სამუშაოები და ტესტირება-გაშვება. 


კახეთის ენერგოდისტრიბუცია სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მფლობელობაში წელიწად-ნახევრის წინათ გადმოვიდა. აღნიშნული ქსელი საკმაოდ მოძველებულ იყო და თანაც რთულ მდგომარეობაში, მისი რეაბილიტაცია კი მასშტაბურ სამუშაოებსა და რესურსებს საჭიროებს. მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს მომსახურების ცენტრებშიც, რაც 2019-20 წლებშიც გაგრძელდება. 2018 წელს კახეთის რეგიონში 6 მლნ ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო. 


მასშტაბური პროექტები განხორციელდა ჩითახევის, ორთაჭალის, ლაჯანურისა და გუმათის ჰიდროელექტროსადგურებზე. კომპანიის კუთვნილი 15 ჰიდროელექტროსადგურის მიერ კი გენერირებული ელექტროენერგიის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რომელმაც 1 820 მლნ კვტ/სთ შეადგინა. აგრეთვე, არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი განხორციელდა გარდაბნის აირტურბინულ ელექტროსადგურზე, რამაც თბოსადგურის შეუფერხებელი მუშაობა განაპირობა. 


კომპანიისთვის ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება აბონენტთა მომსახურების მაღალი ხარისხი. ამ მიმართულებით 2018 წელს არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა. მოხდა აბონენტებთან ურთიერთობის მართვის პროგრამის სრულყოფა. ქოლ ცენტრის თანამშრომლებსა და აბონენტებთან ურთიერთობის  სპეციალისტების ნაწილს ჩაუტარდათ ტრენინგები სექტორში არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებსა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში. 


ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში, გაეშვა სტუდენტების საზაფხულო დასაქმების პროგრამა, რომელიც სრულიად ახალი ინიციატივაა და ითვალისწინებს ახალგაზრდა, პროფესიონალი კადრების მოძიებას. აღნიშნული პროექტი 2019 წელსაც აქტიურად გაგრძელდება. 


„რეგიონული პრესის წარმომადგენლებს გავაცანით 2018 წლის საქმიანობის ანგარიში, აგრეთვე, განვიხილეთ 2019 წლის გეგმები. წარმოვადგინეთ არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი, რომელთა განხორციელებაც 2018 წელს დასრულდა. განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულებით გაუმჯობესებული შედეგები, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ნაკლოვანებებსა და ხარვეზებზეც, რომელთა გამოსწორებაც კომპანიის მთავარი ამოცანაა. მიგვაჩნია, რომ 2019 ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წელი იქნება კომპანიის განვითარებისთვის. კიდევ უფრო გაიზრდება საინვესტიციო პროექტების ოდენობა და ბიუჯეტი“, - განაცხადა სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ. 


მისივე თქმით, კომპანია დიდი ყურადღებით აკვირდება მიმდინარე წელს დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების პროცესს, რომელიც თვისობრივად ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნას გულისხმობს. „მისასალმებელია  ევროპული რეგულაციების იმპლემენტაცია და ახალი ბაზრის მოდელის ჩამოყალიბება ქვეყანაში. ეს ცვლილებები გარანტირებულად უზრუნველყოფს ბაზრის მაქსიმალურ ლიბერალიზაციას, კონკურენციისა და ინვესტიციების ზრდას დარგში. შესაბამისად, ერთი მხრივ მივაღწევთ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ხოლო მეორე მხრივ კიდევ უფრო გაიზრდება ინვესტიციების მოცულობა „ენერგო-პროს“ კუთვნილ ჰიდროელექტროსადგურებში“, - აღნიშნა მიხეილ ბოცვაძემ.


მამუკა ბახტაძე: ბათუმში ხვალიდან ელექტრომობილების გაზიარების სერვისი დაინერგება

"სასიხარულოა, რომ თბილისის შემდეგ ხვალიდან  ბათუმში დაინერგება ელექტრომობილების გაზიარების სერვისი, ეს არის სერვისი, რომელიც მსოფლიოს ყველა წამყვან ქალაქში სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით".

პრემიერი: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გვქონდეს მედიათავისუფლება, რაც არის და იქნება უზრუნველყოფილი

„ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,  საქართველოში გვქონდეს ძალიან მაღალი დონის მედიაპლურალიზმი, მედიათავისუფლება, რაც არის და მომავალშიც აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი“.

ავარია თბილისში - ტრაილერს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

დავით ქაშიაშვილი: პაატა სალიას არ სურდა, წამოვსულიყავით

ტელეკომპანია „რუსთავი2“ ჟურნალისტების უმრავლესობამ დატოვა. როგორც დავით ქაშიაშვილმა განაცხადა, პაატა სალიამ მათ დარჩენა შესთავაზათ, თუმცა უარი განაცხადეს:

აკაკი ზოიძე: ძნელია კორექტული სიტყვებით შეაფასო ის უტიფრობა, რასაც ბატონი ბარამიძე იჩენს

უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ C ჰეპატიტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მამუკა ბახტაძე: ოკუპაცია არის  გამოწვევა, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს

"ჩვენთვის ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, ეს არის საკითხი, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს უნდა გვაერთიანებდეს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს ჩვენ".

საბა კიკნაძე: Ryanair-ის ჩვენს ავიაბაზარზე შემოსვლა მეტ ევროპელ ტურისტს მოიზიდავს და შესაძლოა, ე.წ. weekend ტურების განვითარებაც მოხდეს

„კავკასუს თრეველის“ დამფუძნებლის თქმით, Ryanair-ის შემოსვლით საქართველო ევროპისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

"რუსთავი2" -ს კურიერის ჟურნალისტები ტოვებენ

ტელეკომპანია "რუსთავი2" კურიერის ჟურნალისტების უმრავლესობამ  დატოვა.

ლაურა ღაჭავა: პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

ხვალ,  22 აგვისტოს ჯივიპი ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ტექნიკურ სამუშოებს ჩაატარებს

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.

უზბეკეთის ელჩი: საქართველო, მსოფლიო ბაზრებზე წვდომის გაფართოებისათვის მნიშვნელოვანი პარტნიორია

საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის ელჩი შერზოდ ფაიზიევი საქართველო უზბეკეთის დიპლომატიური ურთიერთობები 25 წელს "პირველთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აფასებს.

 

 

"რაინეარის" კომერციული დირექტორი - "ეს მხოლოდ დასაწყისია"  

ავიაკომპანია "რაინეარის" კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო’ბრაინმა ქართულ მხარესთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა, რომ წლების განმავლობაში საქართველომ ტურისტულად მიმზიდველ ქვეყნად ჩამოყალიბებისთვის დიდი საქმე გააკეთა.

ყაზბეგის N28-ში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ყაზბეგის N28-ში წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

"არ მიმიღია გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ში დაბრუნების თაობაზე"

ჟურნალისტ ნინო შუბლაძის განცხადებით, მას ჰქონდა "რუსთავი 2"-ში დაბრუნების თაობაზე შემოთავაზება თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღია.

ტიმოთესუბნის ძეგლზე უნებართვოდ მოწყობილ კარადას დაშლიან

ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში, თანამედროვე სამშენებლო მასალით, საყოფაცხოვრებო დანიშნულების სათავსო უნებართვოდ მოაწყვეს.

მარიამ ქვრივიშვილი „Ryanair”-ის შემოსვლაზე : ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია გერმანია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ავიაკომპანია „Ryanair”-ის შემოსვლას ეხმიანება.

სურსათის უვნებლობის კუთხით საქართველო გერმანიასთან თანამშრომლობას აღრმავებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გერმანიის რისკის შეფასების ფედერალურ ინსტიტუტთან (BfR) თანამშრომლობას აღრმავებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი: „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს ყოფილი ხელმძღვანელი აშანტაჟებს

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები ბულინგის მსხვერპლი არიან, ყოფილი ხელმძღვანელი მათ ძალიან უხეშად აბულინგებს,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა „რუსთავი 2“-დან ჟურნალისტების წასვლაზე საუბრისას.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბს ესროლეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ მგუძირხვაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ე.წ. პრეზიდენტობის ერთ - ერთი კანდიდატის ოლეგ არშბას საარჩევნო შტაბს ესროლეს, წერს "აბხაზია ინფორმი".

საქართველოსა და აზერბაიჯანის საექსპერტო ჯგუფებმა საზღვრის მიდმებარე ტერიტორიები დაათვალიერეს

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სამთავრობო კომისიების საექსპერტო ჯგუფები სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთბზე ერთობლივ სამუშაოებს განაგრძობენ.

ლარი 0.79 თეთრით გაუფასურდა

21 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9354 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9275 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.79 თეთრი შეადგინა.