პატიმარმა საკაშნი თვითმკვლელობა სცადა - პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

მსჯავრდებულ  შოთა შანიძის სუიციდის მცდელობის შესახებ, პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"მიმდინარე წლის 9 თებერვალს, 20:59 საათზე N9 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა, 1989 წელს დაბადებულმა შოთა შანიძემ საკნის საპირფარეშოში სუიციდის მცდელობა განახორციელა.


მან პოლიეთილენის პარკით საპირფარეშოს კარის სახელურზე სცადა თავის ჩამოხრჩობა. შოთა შანიძე N9 პენიტენციურ დაწესებულებაში 2017 წლის 26 იანვარს იქნა შესახლებული და ამ დღიდან მსჯავრდებულის მიმართ, მისივე განცხადების საფუძველზე, უსაფრთხოების ღონისძიებები ხორციელდება.


კერძოდ, იგი იზოლირებულად, სხვა პატიმრებისგან განცალკევებით არის განთავსებული საკანში, სადაც მის მიმართ ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა მიმდინარეობს.


სწორედ უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობისა და ტექნიკური უზრუნველოფის სამმართველოს თანამშრომლების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა მსჯავრდებულის გადარჩენა. იგი სასწრაფო წესით ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში მსჯავრდებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და სათანადო გამოკვლევები ჩაუტარდა. კერძოდ, გაეწია ექიმების კონსულტაცია, გაკეთდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევა, რის შედეგადაც რაიმე ცვლილება არ გამოვლენილა. ამ ეტაპისთვის შოთა შანიძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ჰემოდინამიკა სტაბილურია, მსჯავრდებული იმყოფება სედაციის ქვეშ. მომხდართან დაკავშირებით გუშინვე დაიწყო გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო და ოპერატიულ სამმართველოს მიერ (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა).


ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები; შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს გამომძიებელმა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა, დაიკითხნენ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები და დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ის ექიმი, რომელმაც მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.


შოთა შანიძეს 2009 წლის 11 მაისს მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, 236-ე მუხლის პირველი ნაწილი, 236-ე მუხლის მეორე ნაწილი, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, 19-109 მუხლის პირველი ნაწილის „გ“, 19-109 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად 33 წლით და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. განაჩენი 2010 წლის 30 მარტს უცვლელი დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ხოლო 2010 წლის 01 ივლისს - საქართველოს უზენაესმა სასამართლომ. 2015 წლის 15 დეკემბერს შოთა შანიძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“, 117-ე მუხლის მე-6 ნაწილი, 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ე“ და 117-ე მუხლის მე-8 ნაწილებით გასამართლდა (2014 წლის 4 მარტს N14 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ გიგა ფარტენაძის გარდაცვალების საქმე). ამავე სასამართლოს მიერ პირველი და მეორე საქმის განაჩენთა ერთობლიობით და ამნისტიის გათვალისწინებით, შოთა შანიძეს სასჯელის სახით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მიმდინარე წლის 3 იანვარს, შოთა შანიძემ გამოაცხადა შიმშილობა, ითხოვდა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადახედვას და მის უდანაშაულოდ ცნობას, ასევე მთავარი პროკურატურისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელების დასჯას, მსჯავრდებულმა შიმშილობა 10 იანვარს შეწყვიტა.


მიმდინარე წლის 6 თებერვალს შანიძემ გამოაცხადა შიმშილობა და ითხოვდა მსჯავრდებულ გიგა ფარტენაძის გარდაცვალების ფაქტზე საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას.


მსჯავრდებულმა შანიძემ შიმშილობა შეწყვიტა 7 თებერვალს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


მაია ცქიტიშვილმა ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის მენეჯმენტთან შეხვედრა გამართა

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია პეკინში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის (CRCC) მენეჯმენტს შეხვდა.

მაიზერ ნანავამ ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, ოთხ სპორტსმენს: ნათია გადელიას, ირაკლი ჩხეიძეს, გოგა ჩხეიძესა და საბა მანიას ძალოსნობასა და შოტოკა-კარატე-დოში სიგელები და ფულადი ჯილდო გადასცა.

ქუთაისის ისტორიული უბნის და დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერიის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისში ისტორიული საცხოვრებელი უბნის და დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა.

პროტესტის უკიდურესი ფორმა - ელექტრომობილების მფლობელები უკან დახევას არ აპირებენ

"ჩვენ არ შევწყვეტთ შიმშილობას, სანამ არ მოგვცემენ მუშაობის გაგრძელების საშუალებას" - ასეთია ელექტრომობილების მეპატრონეების პოზიცია.

დე ფაქტო მთავრობის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში "არჩევნებს" ევროპარლამენტარები დააკვირდებიან

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლებად ევროპარლამენტის დეპუტატებს მიიწვევენ.

ვლადიმერ ზელენსკი შვებულებაში გავიდა

უკრაინის არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ შვებულება აიღო და დასასვენებლად თურქეთში გაემგზავრა.

გუდამაყრის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

გუდამაყრის ხეობაში, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

სპორტული დანიშნულების ავტომობილის ჩამოყვანის შემთხვევაში, სპორტსმენს, შესაძლოა, განბაჟების თანხის გადახდა აღარ მოუწიოს

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. სპორტული დანიშნულების ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადის თანხა შესაძლოა, მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით აღარ განისაზღვროს.

„მის საქართველომ“ ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკო-პაციენტებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა

სილამაზის ფესტივალის “მის საქართველოს“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ქველმოქმედებაა, რომელიც პროექტის “სილამაზე სიკეთისათვის” ფარგლებში ხორციელდება.

შსს-ს განცხადება არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულ უკრაინის მოქალაქესთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტრო არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)  ბრალდებით დაკავებულ უკრაინის მოქალაქესთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს.

გუდამაყრის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გუდამაყრის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია.

 

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, აბუ-დაბიში პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.

საქართველოში პირველად, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ აღდგენითი თერაპიისთვის რევოლუციური ტექნოლოგიები დაინერგება

სამედიცინო ტურიზმის განვთარების მიზნით „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაში არსებულ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ მედიცინის გამაჯანსაღებელ ცენტრში აღდგენითი თერაპიისთვის უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიები დაინერგება.

საქართველო-კანადის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მესამე რაუნდი გაიმართა

ოტავაში საქართველოსა და კანადი ს საგარეო საქმეთა სამინისტროებს  შორის ორმხრივი პოლიტიკური კონს ულტაციების მესამე რაუნდი ჩატარდა.

კანადაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ნატოს 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ოტავას ისტორიულ „რიდო კლუბში“ საქართველოს საელჩომ ნატო-ს 70 წლისთავისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა.

ეკატერინე გალდავამ შშმ ბავშვებს დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა, ჭიათურის მერის მოვლეობის შემსრულებელთან, დავით ბიწაძესთან ერთად ჭიათურის სკოლა-პანსიონს ესტუმრა.

როგორი ამინდი იქნება აღდგომის დღეს

საქართველოს ტერიტორიაზე 29 აპრილის ჩათვლით უმეტესად უნალექო და თბილი ამინდებია მოსალოდნელი.

დავით ზალკალიანმა სამხრეთ კავკასიაში გაერო-სლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR)წარმომადგენელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის(UNHCR) წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი) იოჰანეს ვანდერ კლაუსთან. 

დაკავებულია ქალი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ათი უკრაინელი ბავშვის დედა იყო

ქუთაისის საავადმყოფოში სამართალდამცველებმა დააკავეს ქალი, რომელიც ამბობდა, რომ ათი უკრაინელი ბავშვის დედა იყო.

აჭარასა და სამეგრელოში სიჩქარის მზომი სექციური რადარების რაოდენობა გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კვლავ განაგრძობს რეგიონებში სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს.

შსს-ს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ლაბორატორიას საერთაშორისო სტანდარტის აკრედიტაციის სერტიფიკატი გადაეცა

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა მუშაობის შეფასების პროცესი და მიიღო აკრედიტაცია საერთაშორისო ISO:17025 სტანდარტით.