კობახიძე: "ნაციონალური მოძრაობისთვის" პასუხის გასაცემად, თუ დახმარება დასჭირდება საზოგადოებას, დავეხმარებით

რამდენჯერაც შეეცდება "ნაციონალური მოძრაობა"თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემს მას საზოგადოება საკადრის პასუხს.

ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 10 თებერვალს ლიეჟში განვითარებულ პროცესებს.


კითხვაზე, იყო თუ არა ინციდენტი "ქართული ოცნების" მიერ მართული, კობახიძემ უპასუხა, რომ "ნაციონალური მოძრაობისთვის" პასუხის გასაცემად ლიეჟში მათი მხრიდან საზოგადოების დახმარების საჭიროება არ იყო.


"თუ დახმარება დასჭირდება საზოგადოებას, ჩვენც დავეხმარებით. ლიეჟში ამის საჭიროება არ იყო, სხვა შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენც დავეხმაროთ. საზოგადოებამ გასცა პასუხი საზოგადოებას, როგორც წარსულში გაუცია, როგორც მომავალში გასცემს, მათ შორის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. რამდენჯერაც წამოწევენ თავს უნდა იყოს რეაგირება. პოლიტიკური პროცესების არასწორი მიმართულებით წარმართვის პრევენცია აუცილებელია, ამაზე არის პასუხისმგებელი საზოგადოება და თითოეული პოლიტიკური ძალა. "ნაცმოძრაობის" რომ არ გვეშინია დავადასტურეთ ყველა გასულ წელს, ჩვენ ვპირდებოდით ყოველთვის საზოგადოებას, რომ არ დავუშვებდით "ნაციონალური მოძრაობის" რაიმე სახით რევანშს და ამ პირობას ყოველთვის ვასრულებდით და შევასრულებთ მომავალ წელსაც არჩევნებში",- განაცხადა კობახიძემ.


10 თებერვალს ბელგიის ქალაქ ლიეჟში საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ემიგრანტთა ნაწილთან შეხვედრა გამართა.


ნათია თურნავა - ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებულ სიკეთეს თითოეულ ოჯახამდე მივიტანთ

ძალიან კარგად ვიცი, რა დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მათგან მთავარი გამოწვევა არის სიღარიბის დაძლევა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

“მივმართავ მას, ვისაც ეხება - გთხოვთ, იყიდეთ ახალი როიალი” - ნიკოლოზ რაჭველი

“მივმართავ მას, ვისაც ეხება, რომ ეს გააკეთოს. ეს როიალი, რომელზეც ვალერიან შიუკაშვილმა უნდა დაუკრას ვერ უძლებს კრიტიკას. გთხოვთ იყიდეთ ახალი როიალი”.

ქუთაისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხანძარია ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში. ე. წ. დაჩების ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.

ირაკლი კობახიძე: პროცედურა არა მარტო სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან, არამედ, ადგენს იმაზე ასჯერ მაღალ სტანდარტს, ვიდრე დადგენილია ევროკავშირის ქვეყნებშიც კი

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს მოუსმინეს.

ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში ქართული საექსპორტო პოტენციალის განხილვა გაიმართა

ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში ქართული საექსპორტო პოტენციალის განხილვა გაიმართა.

ბექა ოდიშარია: ეს არის ერთადერთი სამართლიანი და კანონიერი გზა კერძო საჯარო ინტერესების გათვალისწინებით

პარლამენტის წევრის ბექა ოდიშარიას განცხადებით, ნაკვეთებზე მათი შეძენისას, როგორც აუქციონებზე, ასევე, კერძო პირებისგან, არც ერთ ეტაპზე არ იყო მშენებლობის შეზღუდვა.

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პოსტს ტოვებს

ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ტოვებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს გადადგომის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მარტში მიმართა. თანამდებობიდან კი მიმდინარე წლის პირველ მაისს წავა.

,,ეს ჩემი შემწეობაა თქვენ მიმართ" - სამოქალაქო აქტივისტმა ენმ-ის წევრს საკრებულოს სხდომაზე თანხა მიუტანა

ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტმა თეონა ქარდავამ საკრებულოს სხდომაზე 20 ლარი მიიტანა და ფრაქცია ენმ-ის წევრს პაატა ადამიას უთხრა, რომ თანხა ფრაქციის თავმჯდომარისთვის, ანა წითლიძისთვის გადაეცა.

“ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატი 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდა

“ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდა.

დავით უჯმაჯურიძე: წინა ხელისუფლება ადგილმონაცვლეობაზე არ დარდობდა, რადგან ქვეყანაში საკუთრების უფლება დარღვეული იყო

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე თაბორის მთის ტერიტორიაზე პარლამენტარ ბექა ოდიშარიასთვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის საკითხზე ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს.

კურსი „ტურისტული დიპლომატია, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“

19 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო სპეციალური კურსი „ტურისტული დიპლომატია, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“.

მარტის თვეში, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლებმა 245 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის მარტის თვეში, შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურობიდან 245 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12 მილიონი აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ზრდა +5.3%.

თბილისში ენერგეტიკული უსაფრთხოების რეგიონული სიმპოზიუმი გაიმართა

15-19 აპრილს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურმა სასწავლო და კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა ენერგეტიკული უსაფრთხოების რეგიონულ სიმპოზიუმს - კავკასია (Regional Energy Security Symposium - Caucasus).

ნათია თურნავა: ჩვენი სამინისტრო კიდევ უფრო გახსნილი იქნება ბიზნეს სექტორთან კომუნიკაციაში

“ჩვენი სამინისტრო კიდევ უფრო გახსნილი იქნება ბიზნეს სექტორთან კომუნიკაციაში".

საქართველოს რკინიგზა მოქალაქეებს მარტივ და კომფორტულ სერვისს სთავაზობს

მგზავრთნაკადის გაზრდასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მარტივ და კომფორტულ სერვისს სთავაზობს:

ნათია თურნავა: თუკი ვინმეს ლობირებას მოვახდენ მთავრობაში, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესი

„თუკი ვინმეს წარმოვადგენ ამ მთავრობაში, თუკი ვინმეს ლობირებას მოვახდენ, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესი, ეს არიან რიგითი მოქალაქეები, რომელთა გასაჭირსაც ძალიან ახლოს მივიტან გულთან"

რიმა ბერაძემ თბილისის საკრებულოს დეპუტატებს სარევიზიო კომისიის 2018 წლის ანგარიში წარუდგინა

თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძემ, საკრებულოს დეპუტატებსა და საზოგადოებას კომისიის მუშაობის წლიური ანგარიში წარუდგინა.

გიორგი ბირბიჩაძე: ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას მერია 10 ათასი ლარით გაზრდის

თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსების საკითხს გამოეხმაურა.

მიხეილ გიორგაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი მიიღო

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩთან, ისა ალბაშა ალნოაიმისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

თამარ ხულორდავა: ყველა, ვინც მონპელიეში მყოფი ადამიანების გაჭირვებით სპეკულირებს, ემსახურება იმას, რომ უვიზო მიმოსვლა შეგვიჩერონ

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი თამარ ხულორდავა მონპელიეში საქართველოს მოქალაქეების მიერ გამართულ აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

შალვა ოგბაიძე: ურბანული პოლიტიკა სწორი მიმართულებით მიდის და თბილისელების დაკვეთა სრულდება

საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე აცხადებს, რომ ქალაქის ურბანული პოლიტიკა სწორი მიმართულებით მიდის და თბილისელების დაკვეთა სრულდება. ეს განცხადება ოგბაიძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.