დიმიტრი ხუნდაძე: სააკაშვილი დღემდე ვერ მიხვდა, რის გამო უთხრა ხალხმა უარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრას აფასებს და აცხადებს, რომ ამ შეხვედრიდან ერთი რამ ნათლად გამოიკვეთა - მიშა საშიში აღარ არის.

დეპუტატი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ყოფილი პრეზიდენტი დღემდე ვერ მიხვდა, თუ რის გამო უთხრა მას ხალხმა უარი:


„პოლიტიკაში ფიცი არგუმენტად არ გამოდგება, მაგრამ ოჯახს ვფიცავ, ნამდვილად მეტად ჭკვიანი მეგონა. თუმცა, როგორც ექიმს, ნამდვილად შემეცოდა. მიშა რომ საშიში აღარ არის, ეს ჩვენთვის დიდი ხანია ცნობილია, თუმცა, ხალხისთვის გუშინ კიდევ ერთხელ გახდა ნათელი. სააკაშვილი ემიგრანტებს იყენებს იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების წყურვილი მოიკლას. ამისთვის სჭირდება ის ბანკიც და მასში ჩარიცხული ვითომ ემიგრანტების ფულებიც. ემიგრანტებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ და ბუნებრივია, მათი ნაწილი მართლაც ჩარიცხავს ფულს, მაგრამ, ყველასათვის ნათელია, რომ  რეალურად ეს იქნება ნაცმოძრაობის ახალი ყულაბა, რომელსაც საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენებენ. რაც შეეხება ილია ჭავჭავაძესთან  იდეებით საკუთარი თავის შედარებას, ამ „გამბედაობაზე“ უკვე აღარ ვსაუბრობ.


ყველა ემიგრანტს ვუსურვებ სამშობლოში დაბრუნებას, მაგრამ არა იმ ვერაგი ზრახვებით, რითაც სააკაშვილს სურს. არ შეიძლება ყველაფერი გამოიყენო კაცმა საკუთარი მიზნების მისაღწევად, მითუმეტეს, ემიგრანტების ტკივილიანი ემოციები. მიშას რომ ემიგრანტებზე და ქვეყნის დემოგრაფიულ პრობლემებზე გული ტკენოდა, სწორედ მისი პრეზიდენტობის პერიოდში უნდა ემოქმედა ყველაზე მეტად, როდესაც პიკისკენ მიდიოდა დემოგრაფიული პრობლემები, მაგრამ არაფერი გააკეთა. დღეს კი ნიანგის ცრემლებით გვესაუბრება.


რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ამაყობს, რაც პრეზიდენტობის პერიოდში გააკეთა, როგორც ჩანს, ის დღემდე ვერ ხვდება, რის გამო უთხრა  ხალხმა უარი“,- აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.


 


მთავრობამ ბანკებისგან 50 მლნ ისესხა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2019 წლის 23 ივლისს, 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

შალვა თადუმაძე: ფინანსური დამოუკიდებლობითვის სასამართლოს აღმასრულბელ ხელისუფლებასთან კოორდინაცია ცალსახად მნიშვნელოვანია

„ფინანსური დამოუკიდებლობითვის სასამართლოს აღმასრულბელ ხელისუფლებასთან კოორდინაცია ცალსახად მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ გასაუბრების პროცესზე განაცხადა.

მერაბ ქვარაია: რეგიონების განვითარება ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია

„რეგიონების განვითარება ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ.

იუსტიციის სამინისტრო „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს.

გურამ ნიკოლაშვილი: სტრასბურგის გადაწყვეტილებაში შავით-თეთრზე წერია, რომ 39-ე მუხლით განსაზღვრული შეზღუდვა მოხსნილია და აღსრულებას პრობლემა არ აქვს

სტრასბურგის გადაწყვეტილებაში შავით-თეთრზე წერია, რომ 39-ე მუხლით განსაზღვრული შეზღუდვა მოხსნილია და აღსრულებას პრობლემა არ აქვს, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს

იუსტიციის სამინისტრო "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სტრასბურგის წერილს აქვეყნებს

რუსთავი-2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის მიერ წამოწყებული კამპანიის საპასუხოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოცემულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრნენ

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია ვაშინგტონს, ნიუ-იორკს, დენვერსა და კოლორადოს პრინგსს ეწვევა.

შსს-მ გორის Fashion week-ზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

გორის Fashion week-ზე მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საგამოძიებო მოქმედების ფარგლებშ გუშინ ღამით გამოიკითხა რამდენიმე პირი.

შალვა თადუმაძე: საბჭოთადროინდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სახელმწიფოს „სირცხვილია“

მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ ადმინისტრაციული კოდექსის შესახებაც ისაუბრა.

შალვა თადუმაძე რეკომენდატორებზე: ეს არის ის ხალხი, რომლებმაც ზუსტად იციან ჩემი შესაძლებლობები და აქ პოლიტიკური სიმპატიები არ არის

„ეს არის ის ხალხი, რომლებმაც ზუსტად იციან ჩემი შესაძლებლობები და აქ პოლიტიკური სიმპატიები არ არის“ , – განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომაზე გასაუბრებაზე.

მამუკა ბახტაძე - 2022 წლისთვის საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, რეგიონული განვითარების გარეშე წარმოუდგენელია საქართველოში სიღარიბის დაძლევა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიმტეტის წევრები სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრნენ

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ირაკლი ბერაია და ირაკლი აბესაძე, ასევე კომიტეტის აპარატის თანამშრომლები, ვაშინგტონს, ნიუ-იორკს, დენვერსა და კოლორადო სპრინგსს ეწვევა.

თურქულის, ჯილეხის, ცოფისა და სხვა დაავადების წინააღმდეგ უფასო აცრები მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ახორციელებს ცხოველთა უფასო ვაქცინაციას სხვადასხვა ინფექციურ დაავადებაზე.

ზაზა გაბუნია: ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თანხების ათვისების თვალსაზრისით წელი სწორი პოლიტიკით დაიწყო და ეს 6 თვის თავზეც ჩანს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, თანხის ათვისების თვალსაზრისით, წელი სწორი პოლიტიკით დაიწყო და ეს ჩანს 6 თვის თავზეც.

გოგა გულორდავა: 6 თვის მონაცემებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბიუჯეტი გადაჭარბებით აითვისა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს არსებობის ისტორიაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, - ამის შესახებ წალენჯიხის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ განაცხადა.

შალვა თადუმაძე: მოსამართლე თვითგადარჩენისთვის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეთიკის ნორმებს და არ უნდა სჩადიოდეს დანაშაულს

„მოსამართლე თვითგადარჩენისთვის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეთიკის ნორმებს და არ უნდა სჩადიოდეს დანაშაულს“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე.

საგამოძიებო სამსახურის უფროსი საქართველოში, აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უშიშროების ატაშეს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი, საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უშიშროების ატაშეს ნიკოლას ქიფს შეხვდა.

Gwp ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს იწყებს

gwp-მ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი სრულად შეცვალა. განახლებულ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყო. 

უძლიერეს კაცთა ნაკრების ტიტულოვანი ლიდერი გიორგი დოინჯაშვილი ავტოავარიაში დაიღუპა

საქართველოს უძლიერესი კაცისა და ძალისმიერი ფიტნესის ეროვნული ფედერაციის ოფიციალური "ფეისბუქის" მიერ გავრცელებული ინფორმაცით, საქართველოს უძლიერეს კაცთა ნაკრების ერთ-ერთი ტიტულოვანი ლიდერი გიორგი დოინჯაშვილი გარდაიცვალა. 

ზუგდიდში, სავარაუდოდ, გვიანი ნეოლითური ხანის სამუშაო იარაღები აღმოაჩინეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში, ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში, სავარაუდოდ, გვიანი ნეოლითური ხანის სამუშაო იარაღები აღმოაჩინეს.

"წარმოდგენა არ მაქვს რა კითხები ექნებათ" - ოქრუაშვილი სასამართლოში მივიდა

"გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, ამ წუთებში იკითხება.