სლოვაკეთმა ზუგდიდის სკრინინგ-ცენტრის განვითარებისთვის 39 ათასი ევრო გამოყო

სლოვაკეთმა ოფიციალური განვითარების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის სკრინინგ-ცენტრის განვითარებისთვის 39 ათასი ევრო გამოყო. 

ამის შესახებ ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ და სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, მიროსლავ ლაიჩაკმა დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


„ყველაფერი, რასაც ეუთო აკეთებს, იქნება ეს უსაფრთხოებასთან, თუ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული, გამიზნულია ადამიანების კეთილდღეობისთვის. ჩვენი, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის დევიზიც სწორედ ეს არის - კონფლიქტით დაზარალებული ადამიანები იმსახურებენ ღირსეულ და უსაფრთხო ცხოვრებას“ - აღნიშნა მიროსლავ ლაიჩაკმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე.


მისი თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, კიბო არის მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევი რიგით მეორე დაავადება და მასთან ბრძოლის საუკეთესო გზა დროული გამოკვლევაა.


ლაიჩაკმა ხაზი გაუსვა სამეგრელო-ზემო-სვანეთის მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით, რეგიონში მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის და საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, გალის რაიონში მყოფი ადამიანებისთვის ზუგდიდის სკრინინგ-ცენტრის მნიშნელობას და აღნიშნა, რომ „სლოვაკეთის მხრიდან გაღებული ეს მცირე დახმარება ხელს შეუწყობს სკრინინგ-ცენტრის საქმიანობას“.


"თი ბი სი-ს" ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, არა მარტო ბევრი კითხვა წარმოშვა, არამედ სათავე დაუდო სპეკულაციებსაც"

საბანკო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე "თიბისი" ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს წერს. 

სალომე ზურაბიშვილი: ბავშვობისას, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ლევილში დავბრუნდებოდი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ლევილს ეწვია.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცრუ ჩვენების მიცემისთვის 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ , მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის და ცრუ ჩვენების
მიცემის ბრალდებით, თბილისში, 1998 წელს დაბადებული ა.ს. დააკავა.

პირველად საქართველოს ისტორიაში დელტამ ეროვნული წარმოების შეიარაღების ნიმუშები წარმოადგინა

17-18 თებერვალს აბუ-დაბიში  „დელტას“ მიერ ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის უმსხვილეს გამოფენა IDEX-2019-ზე  წარმოდგენილ იქნა ეროვნული წარმოების შეიარაღება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის
ფაქტზე 1976 წელს დაბადებული ზ.ჯ. დააკავეს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში წირვას დაესწრო

 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში, შვილებთან ერთად, წმინდა ნინოს სახელობის იმ ეკლესიაში დაესწრო წირვას, რომელიც მისი მამის, საფრანგეთში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის ინიციატივით მოეწყო.

დავით ზალკალიანი გერმანიის ბუნდესტაგის საგარო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გერმანიის ბუნდესტაგის საგარო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ნორბერტ როიტგენს შეხვდა.

ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსი პარლამენტში განსახილველად ხვალ შევა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიეტტის თავმჯდომარის სოფო კილაძის ინიციატივით,  სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში შემუშავებული ბავშვის უფლებათა კოდექსი ხვალ განსახილველად საპარლამენტო კომიტეტებს გადაეცემა.

ზაფხულის სეზონისთვის კურორტი აბასთუმანი დამსვენებლებს სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფს

საკურორტო ზონებში წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

"ქალაქის მერია ბათუმის მტერია"- საპროტესტო აქცია ბათუმის მერიასთან

"შეწყდეს ბათუმის ნგრევა და მაღალი კორპუსების მშენებლობა" - ამ  მოთხოვნით ბათუმის იერსახის დამცველები საპროტესტო აქციას მართავენ. 

ზუგდიდის სოფელში ბლოკის საამქრო გაქურდეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში ბლოკის საამქრო გაქურდეს.

„აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია“ მოქვის ტაძრის სასწრაფო რეაბილიტაციისთვის დახმარებას ითხოვს

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ მოქვში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის სასწრაფოდ რებილიტაციაა საჭირო. 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს

"არა ნაგავსაყრელს" - ამ მოთხოვნით თერჯოლის მუნიცუპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს.

ფოთში 20 დღის წინ დაკარგული მოზარდის ცხედარი იპოვეს

20-დღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, მდინარე რიონის შესართავიდან 1 კილომეტრში, ნაპოვნია16 წლის მოზარდის ცხედარი. 

დავით ზალკალიანი ჩეხ კოლეგას ტომას პეტრიჩეკს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ტომას პეტრიჩეკთან.

 

საქართველო ფართოდ იყო წარმოდგენილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და მას სამი სამუშაო სესია მიეძღვნა

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, საქართველოს პემიერ-მინისტრმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ სესიაზე მრავალმხრივ წარმოადგინა საქართველო.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და აღნიშნულ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ისანში CO-თი ინტოქსიკაცია ღია კამერიანმა აკრძალულმა წყალგამაცხელებელმა გამოიწვია

დღეს, 17 თებერვალს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე ისნის რაიონიდან შეტყობინება შევიდა - ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრები ქალი შეუძლოდ გახდა.

მამუკა ბახტაძე ყველას მოუწოდებს, “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყველას მოუწოდებს, “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ.

მართლწესრიგის ოფიცრების ინიციატივით N61 სკოლაში დასუფთავების აქცია განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილსის პოლიციის დეპარტამენტის მართლწესრიგის ოფიცრების ინიციატივით განხორციელდა დასუფთავების აქცია.