ბახტაძე: საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულებით დაამარცხებს C ჰეპატიტს

საქართველო არის ძალიან კარგი მაგალითი, რომ ერთად დგომით, ერთმანეთის მხარდაჭერით ყველაზე რთულ დაავადებებთან გამკლავება შესაძლებელია.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვირუსულ ჰეპატიტებთან დაკავშირებულ რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრაზე - ‘’მიღწევები ელიმინაციის გზაზე’’ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ მსგავსი სახის ღონისძიება ევროპაში პირველად ტარდება და მასპინძელ ქვეყნად 53 სახელმწიფოდან სწორედ საქართველო შეირჩა.


მამუკა ბახტაძის შეფასებით, ეს საქართველოს მიერ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმების, განსაკუთრებით კი, C ჰეპატიტთან ბრძოლის საქმეში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის უდავო აღიარებაა.


„2012 წელს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა აბსოლუტურ პრიორიტეტად გამოაცხადა ჯანდაცვის სისტემა. ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევა გვქონდა ჯანდაცვაში და ამ წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ. თავიდან ბოლომდე შევცვალეთ ის საბიუჯეტო აქცენტები, რომელიც დაგვხვდა და დღეს გვაქვს ძალიან სწორად გაანალიზებული ჯანდაცვის პრიორიტეტები. ამაზე მეტყველებს ის სტატისტიკა და ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, რომელსაც მივაღწიეთ. ჩვენ შევიმუშავეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რითაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ხელმისაწვდომობა აქვს საბაზისო სამედიცინო მომსახურებაზე და ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, C ჰეპატიტი  მსოფლიო საზოგადოებისთვის კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევადრჩება და ითხოვს როგორც მთავრობების, ისე სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას ამ დაავადებასთან ბრძოლაში.


პრემიერმა 2015 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგები გაიხსენა, რომელმაც აჩვენა, რომ საქართველოში მოსახლეობის თითქმის 8% ჰეპატიტის მატარებელი იყო.


მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეს იყო ქვეყნის წინაშე მდგარი ძალიან რთული გამოწვევა, რომელთან ბრძოლაც და C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის წამოწყება შესაძლებელი გახდა მეგობრების - სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის, კომპანია „გილეადის“ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით.


„დღეს ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით C ჰეპატიტით დაავადებული ათი ათასობით ჩვენი მოქალაქე სრულიად განკურნებულია, როდესაც, სულ ცოტა ხნის წინ, ეს დიაგნოზი საქართველოში ფაქტობრივად განაჩენს ნიშნავდა, ხოლო ამ უმძიმეს დაავადებასთან ფინანსურად დამოუკიდებლად გამკლავება  წარმოუდგენელი იყი. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. განკურნების მაჩვენებელი საშუალოდ 98 პროცენტია. ჩვენ არც სამომავლოდ დავიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ საბოლოოდ აღმოვფხვრათ ეს დაავადება და დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც სრულებით დაამარცხებს  C ჰეპატიტს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


მთავრობის მეთაურმა პროგრამის განხორციელებაში ჩართულ თითოეულ ადამიანს, პარტნიორებსა და ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, ასევე ხაზი გაუსვა ჯანდაცვის საზოგადოების მიერ გაწეულ საქმიანობას და განაცხადა, რომ მიღწეული შედეგები ყველასთვის საამაყოა.


ორდღიან რეგიონულ საკონსულტაციო შეხვედრაში, რომელიც თბილისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით იმართება, სხვადასხვა ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროების, აგრეთვე ევროკომისიისა და გაეროს სააგენტოების, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური და სათავო ოფისების და პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები და წამყვანი ექსპერტები მონაწილეობენ. შეხვედრის მიზანია ვირუსული ჰეპატიტების გავრცელების დაძლევის პროცესში ქვეყნების მიერმიღწეული პროგრესისა და გამოწვევების გადახედვა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება.


აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას ცდილობენ

პარლამენტის წინ აქციის მონაწილეები პარლამენტში შესვლას ცდილობენ. პოლიცია მათ შეკავებას ცდილობს.

ნიკა მელია: თუ ერთი საათში არ გადადგებიან ირაკლი კობახიძე, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური, პარლამენტის შენობაში მშვიდობიანად შევალთ

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ახალ მოთხოვნას აყენებენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გადადგომას არ აპირებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მისი თანამდებობიდან გადადგომის საკითხს არასერიოზულს უწოდებს, - აღნიშნულის შესახებ მან ბაქოდან "იმედის" ეთერში განაცხადა.

აქციაზე საქართველოს ჰიმნი შეასრულეს (ვიდეო)

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ,,სირცხვილია" მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

მეუფე გრიგოლი: რუსეთის დამპყრობლურ საქმეებს არ აქვს კავშირი მართლმადიდებლობასთან

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ყოფნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მიტროპოლიტის შესაფებით, დღევანდელი შემთხვევა სახელმწიფოებრიობისთვის სამწუხარო ფაქტია.

აქცია სახელწოდებით, "სირცხვილია" თელავის ცენტრში გაიმართა

სამოქალაქო აქტივისტებმა დროშებით, ტრანსფარანტებითა და შეძახილებით ქალაქის ცენტრში მსვლელობა მოაწყეს.

გიგი უგულავა: აქცია არ დაიშლება, სანამ ირაკლი კობახიძე, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური არ გადადგებიან

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას თქმით, აქცია არ დაიშლება, სანამ ირაკლი კობახიძე, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური არ გადადგებიან.

პარლამენტთან დამატებითი საპოლიციო ძალები შეჰყავთ (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის ეზოში პოლიციელთა რაოდენობა გაიზარდა. საკანონმდებლო ორგანოს
შენობის გარდა მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში დამატებითი საპოლიციო ძალები შეჰყავთ.

კარასინი: აღშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების მოქმედებების გამო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკურმა ძალებმა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი ანტირუსული განწყობების დემონსტრირებისთვის გამოიყენეს.

ფოტო-ამბავი რუსთაველის გამზირიდან

„სირცხვილია“ ამ სახელწოდებით რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტით გამოწვეული ხმაური უძღოდა წინ.

გურამ ფალავანდიშვილი გაათავისუფლეს

გურამ ფალავანდიშვილი გაათავისუფლეს. „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის საქმეზე სასამართლო სხდომა ადვოკატების მოთხოვნის საფუძველზე 5 ივლისამდე გადაიდო.

თბილისში, რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან სტუდენტები იკრიბებიან

თბილისში, რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან 22 საათზე სტუდენტები შეკრებას გეგმავენ, რომლებიც რუსი დეპუტატების საქართველოში ჩამოსავლასა და რუსეთის პოლიტიკას გააპროტესტებენ.

მერაბ ქვარაია: ოპოზიციის ლიდერები მომხდარის გაბუქებას და პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობენ

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერები მომხდარის გაბუქებას და მის გამოყენებას პარტიული ინტერესებისთვის ცდილობენ.

ინდუსტრიული ჯგუფის Aigroup-ის განცხადება

Aigroup-ის მიერ ქუთაისში დაგეგმილი ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი იყო გასართობი შოუ და კონცერტი გადაიდო 26 ივნისისთვის.

ფიზიკური დაპირისპირება აქციაზე

საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, ვატო შაქარიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.

პარლამენტთან აქციას „გირჩის“ წევრებიც შეუერთდნენ

მანამდე პარტიის თანამოაზრეები საპატრიარქოსთან შეიკრიბნენ და დღევანდელი მოვლენები გააპროტესტეს.


სერგეი გავრილოვმა საქართველო დატოვა

რუსეთის დელეგაციამ საქართველო დატოვა. სერგეი გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე გაემგზავრნენ.

საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს (ვიდეო)

პარლამენტის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. თავდაპირველად სამართალდამცველები მათ ამის საშუალებას არ აძლევდნენ. თუმცა მოგვიანებით ნება დართეს, რომ მოძრაობა გადაეკეტათ.

წაქცეული ხეები, დაზიანებული სახურავები, შეწყვეტილი ელექტროენერგია - სტიქია სამეგრელოში

ძლიერმა წვიმამ და ქარმა ზუგდიდსა და წალენჯიხაში პრობლემები შექმნა.

პრემიერ-მინისტრი მეუფე კალისტრატეს სამძიმარზე იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბაგრატის ტაძარში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს სამიძმარზე იმყოფებოდა.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალური განცხადება

დღეს, 20 ივნისს მუხიანის აგარაკებზე, გობრონიძის N62-თან ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წყალმომარაგების ქსელი ავარიულად დაზიანდა.