სახელმწიფო თხილის კულტურის დაცვის ღონისძიებებზე დარგის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი,  ზუგდიდში, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA-ის) მე-3  კონფერენციას დაესწრო. 

 

 

კონფერენციაზე  თხილის სექტორში  არსებულ გამოწვევებსა  და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.  მინისტრმა  ხაზი გაუსვა მეთხილეობის დარგის განვითარების მნიშვნელობას, დეტალურად ისაუბრა   სახელმწიფოს ხედვასა და    თხილის კულტურის  დაცვის მიზნით დაგეგმილ  ხელშემწყობ ღონისძიებებზე. 


„მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივი ძალებით გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევას. თხილის მწარმოებელ ასოციაციაში შარშან რამდენიმე ასეულ ფერმერთან ერთად გამოვცადეთ პროგრამა, რომელმაც ძალიან კარგი შედეგები მოგვცა. ჩვენ უნდა გავზარდოთ ფერმერთა ჩართულობა. წელს 15 ათასამდე ფერმერის ჩართვასა და მობილიზებას ვცდილობთ თხილის გადარჩენის პროგრამაში. საამისოდ მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრებიც არის გამოყოფილი. პროგრამის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ფერმერებმა ყველა აგროღონისძიება ჩაატარონ იმ რჩევების შესაბამისად, რომლებსაც სამინისტრო და თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ერთობლივად მოამზადებენ. ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო შეისყიდის და ასოციაციას გადასცემს  2000 ერთეულ მაღალი ეფექტიანობის შესაწამლ აპარატს  და უსაფრთხოების საშუალებებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


კონფერენციას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ა. ვიბლერმა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, „თხილის დაცვის პროგრამაზე“  დარგის წარმომადგენლებთან და  საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად, რომელიც  8000-მდე წევრს აერთიანებს,   წლის დასაწყისიდან  მუშაობს. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს და ასოციაციის მონაწილეობით, შემუშავებულია კომპლექსური ღონისძიებების გეგმა, რომელიც    მეთხილე ფერმერებს საშუალებას მისცემს თხილის დაცვის  და მაღალი ხარისხის მოსავლის მიღების მიზნით, მავნებებლების და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ დროულად და ეფექტიანად ჩაატარონ აგროსამუშაოები, რათა თავიდან აიცილონ  თხილის მოსავლის დაზიანება და ეკონომიკური ზარალი.


თავის მხრივ, მეთხილეთა ასოციაცია, ასოციაციის წევრებს სთავაზობს  შეღავათებს   მომსახურებაზე:   ნიადაგის გამოკვლევა, თხილის მოვლა-მოყვანისთვის აუცილებელი ტექნიკის გამოყენება, მოსავლის შრობა, სასუქებისა და  პესტიციდების შესაძენად აგროკრედიტებზე ხელმისაწვდომობა. 


კონფერენციას ესწრებოდა  პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, რომელმაც  აღნიშნა რომ მეთხილეობის დარგში არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრისთვის, მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა.


სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ალექსანდრე მოწერელიამ ვრცლად ისაუბრა რეგიონში თხილის სექტორში  არსებულ ვითარებაზე და დაგეგმილ ღონისძიებებზე.


კონფერენციის მუშაობაში  400-მდე ფერმერი, მსხვილი მწარმოებლები,  ექსპორტიორები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები, არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი  ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 


მთავრობამ ბანკებისგან 50 მლნ ისესხა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2019 წლის 23 ივლისს, 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

შალვა თადუმაძე: ფინანსური დამოუკიდებლობითვის სასამართლოს აღმასრულბელ ხელისუფლებასთან კოორდინაცია ცალსახად მნიშვნელოვანია

„ფინანსური დამოუკიდებლობითვის სასამართლოს აღმასრულბელ ხელისუფლებასთან კოორდინაცია ცალსახად მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ გასაუბრების პროცესზე განაცხადა.

მერაბ ქვარაია: რეგიონების განვითარება ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია

„რეგიონების განვითარება ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ.

იუსტიციის სამინისტრო „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს.

გურამ ნიკოლაშვილი: სტრასბურგის გადაწყვეტილებაში შავით-თეთრზე წერია, რომ 39-ე მუხლით განსაზღვრული შეზღუდვა მოხსნილია და აღსრულებას პრობლემა არ აქვს

სტრასბურგის გადაწყვეტილებაში შავით-თეთრზე წერია, რომ 39-ე მუხლით განსაზღვრული შეზღუდვა მოხსნილია და აღსრულებას პრობლემა არ აქვს, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს

იუსტიციის სამინისტრო "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სტრასბურგის წერილს აქვეყნებს

რუსთავი-2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის მიერ წამოწყებული კამპანიის საპასუხოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოცემულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრნენ

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია ვაშინგტონს, ნიუ-იორკს, დენვერსა და კოლორადოს პრინგსს ეწვევა.

შსს-მ გორის Fashion week-ზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

გორის Fashion week-ზე მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საგამოძიებო მოქმედების ფარგლებშ გუშინ ღამით გამოიკითხა რამდენიმე პირი.

შალვა თადუმაძე: საბჭოთადროინდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სახელმწიფოს „სირცხვილია“

მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ ადმინისტრაციული კოდექსის შესახებაც ისაუბრა.

შალვა თადუმაძე რეკომენდატორებზე: ეს არის ის ხალხი, რომლებმაც ზუსტად იციან ჩემი შესაძლებლობები და აქ პოლიტიკური სიმპატიები არ არის

„ეს არის ის ხალხი, რომლებმაც ზუსტად იციან ჩემი შესაძლებლობები და აქ პოლიტიკური სიმპატიები არ არის“ , – განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომაზე გასაუბრებაზე.

მამუკა ბახტაძე - 2022 წლისთვის საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, რეგიონული განვითარების გარეშე წარმოუდგენელია საქართველოში სიღარიბის დაძლევა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიმტეტის წევრები სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრნენ

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ირაკლი ბერაია და ირაკლი აბესაძე, ასევე კომიტეტის აპარატის თანამშრომლები, ვაშინგტონს, ნიუ-იორკს, დენვერსა და კოლორადო სპრინგსს ეწვევა.

თურქულის, ჯილეხის, ცოფისა და სხვა დაავადების წინააღმდეგ უფასო აცრები მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ახორციელებს ცხოველთა უფასო ვაქცინაციას სხვადასხვა ინფექციურ დაავადებაზე.

ზაზა გაბუნია: ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თანხების ათვისების თვალსაზრისით წელი სწორი პოლიტიკით დაიწყო და ეს 6 თვის თავზეც ჩანს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, თანხის ათვისების თვალსაზრისით, წელი სწორი პოლიტიკით დაიწყო და ეს ჩანს 6 თვის თავზეც.

გოგა გულორდავა: 6 თვის მონაცემებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბიუჯეტი გადაჭარბებით აითვისა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს არსებობის ისტორიაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, - ამის შესახებ წალენჯიხის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ განაცხადა.

შალვა თადუმაძე: მოსამართლე თვითგადარჩენისთვის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეთიკის ნორმებს და არ უნდა სჩადიოდეს დანაშაულს

„მოსამართლე თვითგადარჩენისთვის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეთიკის ნორმებს და არ უნდა სჩადიოდეს დანაშაულს“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე.

საგამოძიებო სამსახურის უფროსი საქართველოში, აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უშიშროების ატაშეს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი, საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უშიშროების ატაშეს ნიკოლას ქიფს შეხვდა.

Gwp ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს იწყებს

gwp-მ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი სრულად შეცვალა. განახლებულ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყო. 

უძლიერეს კაცთა ნაკრების ტიტულოვანი ლიდერი გიორგი დოინჯაშვილი ავტოავარიაში დაიღუპა

საქართველოს უძლიერესი კაცისა და ძალისმიერი ფიტნესის ეროვნული ფედერაციის ოფიციალური "ფეისბუქის" მიერ გავრცელებული ინფორმაცით, საქართველოს უძლიერეს კაცთა ნაკრების ერთ-ერთი ტიტულოვანი ლიდერი გიორგი დოინჯაშვილი გარდაიცვალა. 

ზუგდიდში, სავარაუდოდ, გვიანი ნეოლითური ხანის სამუშაო იარაღები აღმოაჩინეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში, ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში, სავარაუდოდ, გვიანი ნეოლითური ხანის სამუშაო იარაღები აღმოაჩინეს.

"წარმოდგენა არ მაქვს რა კითხები ექნებათ" - ოქრუაშვილი სასამართლოში მივიდა

"გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, ამ წუთებში იკითხება.