საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ პრეზიდენტსა და პარლამენტს კონსტიტუციური კანონიერების შესახებ ინფორმაცია გაუგზავნა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დღეს საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტსა და უზენაეს სასამართლოს  საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების შესახებ ინფორმაცია გაუგზავნა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, ინფორმაციაში  ვრცლად მიმოიხილავს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საკონსტიტუციო სამართალწარმოების სტატისტიკას და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებს.


მათივე ინფორმაციით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს ყოველწლიურად წარუდგენს ინფორმაციას საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების შესახებ.


აღსანიშნავია, რომ გუშინ და გუშინწინ, ბორჯომში გამართული სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად შეაჯამეს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის საქმიანობა და გაცვალეს მოსაზრებები კონსტიტუციურ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.


ასევე ნიშანდობლივია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შეფასება უცხოური გამოცემის ყურადღების ქვეშ მოექცა.


კერძოდ, გამოცემამ ვრცელი სტატია მიუძღვნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წელს მიღებულ გადაწყვეტილებებს და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმ მნიშვნელოვან წვლილს, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს შეაქვს საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გაუმჯობესების პროცესში.


„გამოცემა ასევე მიმოიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით მიღწეული წარმატებები.


2018 წლის პრაქტიკიდან აღსანიშნავია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი კონსტიტუციური სტანდარტები სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა - ბრალდებულის, დაზარალებულის, დაცვის მხარის - უფლებების უზრუნველყოფის საკითხზე. ასევე, არსებითად მნიშვნელოვანი იყო მეწარმეობის თავისუფლებისა და სახელმწიფო ორგანოებში დაცულ ინფორმაციაზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის კონსტიტუციური გარანტიების განმარტებები“,-აღნიშნულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ინფორმაციას საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: http://www.constcourt.ge/uploads/other/4/4234.pdf 


უცხოური გამოცემის სტატიის სრული ვერსიის სანახავად ინგლისურ ენაზე მიჰყევით ბმულს:


https://www.timpul.md/en/articol/Georgian-Constitutional-Court-%E2%80%93-the-guardian-of-the-rule-of-law-and-democracy-in-Georgia-139730.html


მთავრობამ ბანკებისგან 50 მლნ ისესხა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2019 წლის 23 ივლისს, 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

შალვა თადუმაძე: ფინანსური დამოუკიდებლობითვის სასამართლოს აღმასრულბელ ხელისუფლებასთან კოორდინაცია ცალსახად მნიშვნელოვანია

„ფინანსური დამოუკიდებლობითვის სასამართლოს აღმასრულბელ ხელისუფლებასთან კოორდინაცია ცალსახად მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ გასაუბრების პროცესზე განაცხადა.

მერაბ ქვარაია: რეგიონების განვითარება ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია

„რეგიონების განვითარება ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ.

იუსტიციის სამინისტრო „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს.

გურამ ნიკოლაშვილი: სტრასბურგის გადაწყვეტილებაში შავით-თეთრზე წერია, რომ 39-ე მუხლით განსაზღვრული შეზღუდვა მოხსნილია და აღსრულებას პრობლემა არ აქვს

სტრასბურგის გადაწყვეტილებაში შავით-თეთრზე წერია, რომ 39-ე მუხლით განსაზღვრული შეზღუდვა მოხსნილია და აღსრულებას პრობლემა არ აქვს, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს

იუსტიციის სამინისტრო "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სტრასბურგის წერილს აქვეყნებს

რუსთავი-2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის მიერ წამოწყებული კამპანიის საპასუხოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოცემულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრნენ

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია ვაშინგტონს, ნიუ-იორკს, დენვერსა და კოლორადოს პრინგსს ეწვევა.

შსს-მ გორის Fashion week-ზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

გორის Fashion week-ზე მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საგამოძიებო მოქმედების ფარგლებშ გუშინ ღამით გამოიკითხა რამდენიმე პირი.

შალვა თადუმაძე: საბჭოთადროინდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სახელმწიფოს „სირცხვილია“

მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ ადმინისტრაციული კოდექსის შესახებაც ისაუბრა.

შალვა თადუმაძე რეკომენდატორებზე: ეს არის ის ხალხი, რომლებმაც ზუსტად იციან ჩემი შესაძლებლობები და აქ პოლიტიკური სიმპატიები არ არის

„ეს არის ის ხალხი, რომლებმაც ზუსტად იციან ჩემი შესაძლებლობები და აქ პოლიტიკური სიმპატიები არ არის“ , – განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომაზე გასაუბრებაზე.

მამუკა ბახტაძე - 2022 წლისთვის საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, რეგიონული განვითარების გარეშე წარმოუდგენელია საქართველოში სიღარიბის დაძლევა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიმტეტის წევრები სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრნენ

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ირაკლი ბერაია და ირაკლი აბესაძე, ასევე კომიტეტის აპარატის თანამშრომლები, ვაშინგტონს, ნიუ-იორკს, დენვერსა და კოლორადო სპრინგსს ეწვევა.

თურქულის, ჯილეხის, ცოფისა და სხვა დაავადების წინააღმდეგ უფასო აცრები მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ახორციელებს ცხოველთა უფასო ვაქცინაციას სხვადასხვა ინფექციურ დაავადებაზე.

ზაზა გაბუნია: ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თანხების ათვისების თვალსაზრისით წელი სწორი პოლიტიკით დაიწყო და ეს 6 თვის თავზეც ჩანს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, თანხის ათვისების თვალსაზრისით, წელი სწორი პოლიტიკით დაიწყო და ეს ჩანს 6 თვის თავზეც.

გოგა გულორდავა: 6 თვის მონაცემებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ბიუჯეტი გადაჭარბებით აითვისა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს არსებობის ისტორიაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, - ამის შესახებ წალენჯიხის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგა გულორდავამ განაცხადა.

შალვა თადუმაძე: მოსამართლე თვითგადარჩენისთვის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეთიკის ნორმებს და არ უნდა სჩადიოდეს დანაშაულს

„მოსამართლე თვითგადარჩენისთვის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეთიკის ნორმებს და არ უნდა სჩადიოდეს დანაშაულს“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე.

საგამოძიებო სამსახურის უფროსი საქართველოში, აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უშიშროების ატაშეს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი, საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უშიშროების ატაშეს ნიკოლას ქიფს შეხვდა.

Gwp ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს იწყებს

gwp-მ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი სრულად შეცვალა. განახლებულ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყო. 

უძლიერეს კაცთა ნაკრების ტიტულოვანი ლიდერი გიორგი დოინჯაშვილი ავტოავარიაში დაიღუპა

საქართველოს უძლიერესი კაცისა და ძალისმიერი ფიტნესის ეროვნული ფედერაციის ოფიციალური "ფეისბუქის" მიერ გავრცელებული ინფორმაცით, საქართველოს უძლიერეს კაცთა ნაკრების ერთ-ერთი ტიტულოვანი ლიდერი გიორგი დოინჯაშვილი გარდაიცვალა. 

ზუგდიდში, სავარაუდოდ, გვიანი ნეოლითური ხანის სამუშაო იარაღები აღმოაჩინეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში, ერთ-ერთი ადგილობრივის ეზოში, სავარაუდოდ, გვიანი ნეოლითური ხანის სამუშაო იარაღები აღმოაჩინეს.

"წარმოდგენა არ მაქვს რა კითხები ექნებათ" - ოქრუაშვილი სასამართლოში მივიდა

"გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, ამ წუთებში იკითხება.