თბილისში „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

შსს „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას განაგრძობს.

 

ამის შესახებ შს მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა.


მისი თქმით, უწყების მიზანია ქვეყანაში „ქურდული სამყაროსა“ და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრა.


"თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“ და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, 5 პირი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.რ, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ს., 1980 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.მ., 1948 წელს დაბადებული შ.ქ. და 1975 წელს დაბადებული მ.კ.


გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოქალაქე მ.კ.-სა და ბიზნესმენ ჯ.მ.-ს შორის არსებული უთანხმოების გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული შეკრება“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ კრიმინალური სამყაროს წევრები: შ.ქ., მ.კ., ი.მ., ლ.ს. და ი.რ.


ამავე შეკრებაში, ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით ჩაერთო 2016 წლიდან ინტერპოლის მიერ ძებნილი, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი სულხან ჯაფარიძე (წარსულში სულხან თვალჭრელიძე), რომელმაც თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მხარეებს შორის უთანხმოება ქურდული წესებით გადაწყვიტა.


სამართალდამცველების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დასახელებული ქურდული შეკრების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განხორციელდა.


მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პოლიციამ 5-ვე პირი მიმდინარე წლის 11 თებერვალს თბილისში დააკავა. ინტერპოლით ძებნილ ქართველ ე.წ. "კანონიერ ქურდ" სულხან ჯაფარიძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.


პოლიციამ თბილისში, დაკავებულების საცხოვრებელი ბინების და ავტომანქანების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა ტიპის, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.


გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“ და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე სეკუნდა მუხლით და 223-ე ტერცია მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს",-განაცხადა კახა საბანაძემ.


საბა კიკნაძე: Ryanair-ის ჩვენს ავიაბაზარზე შემოსვლა მეტ ევროპელ ტურისტს მოიზიდავს და შესაძლოა, ე.წ. weekend ტურების განვითარებაც მოხდეს

„კავკასუს თრეველის“ დამფუძნებლის თქმით, Ryanair-ის შემოსვლით საქართველო ევროპისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

"რუსთავი2" -ს ჟურნალისტები ტოვებენ

ტელეკომპანია "რუსთავი2" ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა დატოვა.

ლაურა ღაჭავა: პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

ხვალ,  22 აგვისტოს ჯივიპი ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ტექნიკურ სამუშოებს ჩაატარებს

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.

უზბეკეთის ელჩი: საქართველო, მსოფლიო ბაზრებზე წვდომის გაფართოებისათვის მნიშვნელოვანი პარტნიორია

საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის ელჩი შერზოდ ფაიზიევი საქართველო უზბეკეთის დიპლომატიური ურთიერთობები 25 წელს "პირველთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აფასებს.

 

 

"რაინეარის" კომერციული დირექტორი - "ეს მხოლოდ დასაწყისია"  

ავიაკომპანია "რაინეარის" კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო’ბრაინმა ქართულ მხარესთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა, რომ წლების განმავლობაში საქართველომ ტურისტულად მიმზიდველ ქვეყნად ჩამოყალიბებისთვის დიდი საქმე გააკეთა.

ყაზბეგის N28-ში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ყაზბეგის N28-ში წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

"არ მიმიღია გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ში დაბრუნების თაობაზე"

ჟურნალისტ ნინო შუბლაძის განცხადებით, მას ჰქონდა "რუსთავი 2"-ში დაბრუნების თაობაზე შემოთავაზება თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღია.

ტიმოთესუბნის ძეგლზე უნებართვოდ მოწყობილ კარადას დაშლიან

ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში, თანამედროვე სამშენებლო მასალით, საყოფაცხოვრებო დანიშნულების სათავსო უნებართვოდ მოაწყვეს.

მარიამ ქვრივიშვილი „Ryanair”-ის შემოსვლაზე : ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია გერმანია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ავიაკომპანია „Ryanair”-ის შემოსვლას ეხმიანება.

სურსათის უვნებლობის კუთხით საქართველო გერმანიასთან თანამშრომლობას აღრმავებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გერმანიის რისკის შეფასების ფედერალურ ინსტიტუტთან (BfR) თანამშრომლობას აღრმავებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი: „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს ყოფილი ხელმძღვანელი აშანტაჟებს

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები ბულინგის მსხვერპლი არიან, ყოფილი ხელმძღვანელი მათ ძალიან უხეშად აბულინგებს,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა „რუსთავი 2“-დან ჟურნალისტების წასვლაზე საუბრისას.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბს ესროლეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ მგუძირხვაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ე.წ. პრეზიდენტობის ერთ - ერთი კანდიდატის ოლეგ არშბას საარჩევნო შტაბს ესროლეს, წერს "აბხაზია ინფორმი".

საქართველოსა და აზერბაიჯანის საექსპერტო ჯგუფებმა საზღვრის მიდმებარე ტერიტორიები დაათვალიერეს

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სამთავრობო კომისიების საექსპერტო ჯგუფები სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთბზე ერთობლივ სამუშაოებს განაგრძობენ.

ლარი 0.79 თეთრით გაუფასურდა

21 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9354 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9275 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.79 თეთრი შეადგინა.
 

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფესტივალ „ღამის სერენადების“ რეპეტიცია გაიმართა

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, დირიჟორ ვახტანგ მაჭავარიანის ხელმძღვანელობით, ფესტივალ “ღამის სერენადების” რეპეტიცია გაიმართა.

საქართველოს ელჩი ირლანდიაში : "რაინეარის“ შემოსვლა ხელს შეუწყობს ეკონომიკის და ტურიზმის განვითარებას

ირლანდიაში საქართველოს დროებითი რწმუნებულის, გიორგი ზურაბაშვილის შეფასებით, საქართველოში, მსოფლიოში უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანიის „რაინეარის“ შემოსვლა ეკონომიკური დიპლომატიის ნათელი მაგალითია.

შიდა ქართლში პესტიციდებითა და აგროქიმიკატებით მოვაჭრე 17 ობიექტი დაჯარიმდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შიდა ქართლის რეგიონში აგროქიმიკატების და პესტიციდების სარეალიზაციო 31 ობიექტი  შემოწმდა, რომელტაგან 17 დაჯარიმდა.

ნათია თურნავა : გადაწყდა, რომ 2019 წელს დაანონსებულ სამ მიმართულებას კიოლნის მიმართულებაც დაემატება“

კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „რაინეართან“ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა, რომ 2019 წელს დაანონსებულ სამ მიმართულებას კიოლნის მიმართულებაც დაემატება.

ევროკავშირის მხარდაჭერით ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019 გაიხსნა

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, "ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019" გაიხსნა.

მამუკა ბახტაძე : ჩვენი მოქალაქეებისგან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ „რაინეარი“ გვეხილა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ავიაკომპანია "რაინეარი"-ს შემოსვლის თხოვნებს ის მოქალაქეებისგან პირადად იღებდა.