ბენ ჰოჯესი: მე მჯერა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, მე ამის მტკიცედ მჯერა

ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესის თქმით, „გასულ წელს, ალიანსმა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა აღიარა“.

ამის შესახებ ჰოჯესმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბარში განაცხადა.


მისი თქმით, ნატომ მომავალ სამიტზე საქართველო ალიანსში უნდა მიიწვიოს.


„მე ამის მტკიცედ მჯერა, მაგრამ ვიცი, რომ ამ მოსაზრებას ბევრი არ იზიარებს. არსებობს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ჯარი საქართველოს 20 პროცენტის-აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის -ოკუპაციას აგრძელებს. მაგრამ ნატოში, ასეთი ქვეყნის გაწევრიანების პრეცედენტი არსებობს. ეს გერმანიაა. აღმოსავლეთ გერმანია საბჭოთა კავშირის ასობით ათასი ჯარისკაცის ოკუპაციის ქვეშ იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ალიანსმა გერმანია წევრად მიიღო. ამის გამო, ვფიქრობ, რომ საქართველოსთან დაკავშირებითაც შეიძლება საქმის გადაჭრა.


საქართველო ალიანსის წევრი უნდა იყოს იმის გამო, რომ მას შეუძლია უსაფრთხოების თვალსაზრისით სიტუაციის გაუმჯობესება. ამასთან, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რაც მოეთხოვებოდა. სხვა დასამტკიცებელი არაფერი დარჩა. საქართველოს მამაცმა ჯარისკაცებმა დიდი მსხვერპლი გაიღეს ავღანეთში. ყველას, ქართველებთან ერთად ბრძოლა უნდა იმის გამო, რომ ისინი ასეთი კარგები არიან. ასე რომ, თქვენ დასამტკიცებელი აღარაფერი დაგრჩათ. ახლა, ალიანსის ჯერია გადადგას შემდეგი ნაბიჯი და საქართველო ნატოს წევრად მიიწვიოს.


მეორე საკითხი ეკონომიკური პოტენციალია, რომელიც შავ ზღვაზე ანაკლიის პორტის აშენებას უკავშირდება. ეს 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტია, რომელიც მომავალი 2 წლის განმავლობაში უნდა აშენდეს და რომელშიც ქართულ და ამერიკულ კომპანიებთან ერთად სხვა ქვეყნებიც არის ჩართული. ანაკლიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ევროპისა და ევრაზიისთვის რეგიონული ლოგისტიკური ცენტრი გახდეს. ვფიქრობ, ანაკლიის ამუშავების შემდეგ შეერთებული შტატები და სხვა მონაწილე ქვეყნები კიდევ უფრო დაინტერესდებიან საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფით, რადგან იქ ეკონომიკური საქმიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. საქართველო უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდება სერიოზული ბიზნესებისთვის და პოლიტიკური ლიდერებისთვის. ეს არის კიდევ მიზეზი იმისა, თუ რა დადებითი მხარეები ექნება ალიანსისთვის სტაბილურ და უსაფრთხო საქართველოს.


მესამე საკითხი, კი საქართველოს მეტი ჩართულობაა. მე მჯერა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, არ ვიცი როდის, მაგრამ თქვენ იცით, რომ მე ამის მტკიცედ მჯერა. სანამ ეს დღე დადგება, უნდა მოვიფიქროთ, როგორ შეიძლება საქართველოს უფრო მეტად ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალისხმევაში. ალიანსი და შეერთებული შტატები ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში უკვე ძალიან ბევრს აკეთებენ მიმართულებით. ცხადია, გვჭირდება შესაძლებლობების დასახვეწი პროგრამები. ამერიკა საქართველოში ერთობლივი აეროდრომის აშენებას გეგმავს. არავის აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს დიდი და ძლიერი საზღვაო ძალები ეყოლება შავ ზღვაში. აქ საუბარია ერთობლივ წვრთნებზე, სადაზვერო ინფორმაციის გაცვლაზე, საჰაერო და სახმელეთო თავდაცვის შესაძლებლობებზე, რომელთა მიზანიც საქართველოს მოქალაქეების დაცვა იქნება. ამ სამ საკითხს პირდაპირი გავლენა აქვს არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ ალიანსზეც”,-აცხადებს ბენ ჰოჯესი.


მისი თქმით, საქართველოში ამერიკასთან ერთობლივი საჰაერო ბაზის აშენება ძალიან მნიშვნელოვანია.


„ვნახე, რომ ამერიკის სატრანსპორტო სარდლობის მეთაურის მოადგილე გენერალი ლაიონსი ამ თემაზე სასაუბროდ საქართველოში იმყოფებოდა. რამდენადაც მე მესმის, ბაზა უკვე არსებობს და ერთობლივი აეროდრომი, არსებული ინფრასტრუქტურის ბაზაზე აშენდება”,-განაცხადა ბენ ჯოჯესმა.


პარლამენტის წინ აქციის მონაწილე პირის ამოკერვას შეეცადა

"რუსთაველის გამზირზე" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ერთ-ერთმა მონაწილემ  პროტესტის ნიშნად პირის ამოკერვა ცადა. 

20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის კიდევ 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ 4 პირი დააკავა.

ნათია თურნავა: 200 ჟურნალისტი და ბლოგერი მსოფლიოს საქართველოს, როგორც უნიკალური და უსაფრთხო მიმართულების, შესახებ მოუთხრობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო გზამკვლევის „Lonely Planet“ - ის ჟურნალისტს ბენჯამინ კემპერს შეხვდა, რომელიც საქართველოში ღვინის ტურიზმის გასაშუქებლად იმყოფება.

ბატიაშვილი: "ევრობასკეტის" მატჩების მასპინძლობით კიდევ ერთხელ დასტურდება რომ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრები ვართ

„ეს ქართული კალათბურთის და ჩვენი ქვეყნის უდიდესი გამარჯვებაა",-ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება

შინაგან საქმეთა სამინისტროში 20:30 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა. 

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საგანგაშოდ მიიჩნევს ბოლო პერიოდში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილე ქალების მიმართ სექსისტური გამონათქვამების მომრავლებას პოლიტიკოსების და საჯარო პირების მხრიდან.

მამუკა მდინარაძე: ადრე აყალბებდნენ არჩევნებს, ახლა აყალბებენ კვლევებს

არჩევნების შემდეგ ორი თვეც არ გასულა და ჩვენ ვხედავთ, რომ კვლევის შედეგები არჩევნების შედეგებს 35 %-ით აცდენილია. შესაბამისად, სერიოზული საუბარი შეუძლებელია,- აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

ყარაჯალაში ხანძრის ქრობის დროს მეხანძრე ტრაგიკულად დაიღუპა

მსხვერპლით დასრულდა ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში.

ახალციხეში მანქანა დაიწვა

ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე რუბიკ საფარიანის ავტომობილი "ოპელ ვექტრა" დაიწვა. შემთხვევა დაახლოებით, 40 წუთის წინ მოხდა. მეპატრონე გვიყვება, რომ ბაზრიდან მოდიოდა, როცა მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს საქართველო უმასპინძლებს

2021 წელს ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს საქართველოც უმასპინძლებს.

შსს: გენერალურმა ინსპექციამ უმოკლეს დროში ჩაატარა სამსახურებრივი შესწავლა, უფლებამოსილება შეუჩერდა ათამდე პირს

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველი დააკავეს. შსს-ში აცხადებენ, რომ გენერალური ინსპექციის მოკვლევის საფუძველზე აქციაზე მომხდარის გამო უფლებამოსილება შეუჩერდა ათამდე სამართალდამცველს.

ყარაჯალაში საცხოვრებელი სახლი იწვის

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილობრივების ინფორმაციით, სრულად განადგურდა 5-ოთახიანი ბინის ძირითადი ნაწილი. დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი.

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა, ვურჩიო ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, უკვე დროა, საველე სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის ცვლილებაზე იფიქრონ

IRI-ის ბოლო კვლევას, რომელიც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა, ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი ეხმაურება.

აქციის მონაწილეზე ფიზიკური ძალადობისთვის სამართალდამცველი დააკავეს

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა.

ზუგდიდში ვლაქერნობა აღნიშნეს

ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დღეს დილის 9 საათიდან აღნიშნავენ.

საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში გამოიძახეს

საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს და მისგან განმარტებები მოითხოვეს, საქართველოს მოქალაქეების მიერ დავით გარეჯის კომპლექსთან საზღვრის დარღვევასთან დაკავშირებით.

დავით გარეჯში ქართულ-აზერბაიჯანულ მხარეებს შორის შეხვედრა დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი და ადგილზე მშვიდი ვითარებაა.

ვალერიან გორგილაძე: IRI-ის და NDI -ის კვლევითი მეტამორფოზები სოციოლოგიური ანეკდოტების ჟანრში უნდა განვიხილოთ

IRI-ის ბოლო კვლევას, რომელიც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა, სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ეხმაურება.

ლევან ნიკოლეიშვილი: ნაციონალური მოძრაობის დეგრადაციის კვალდაკვალ, მასთან აფილირებული ქართული კვლევითი ორგანიზაციებიც ანალოგიურ დეგრადირებას განიცდიან

IRI-ის ბოლო კვლევას, რომელიც სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა, ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

აყროლებული საწოვარები „ავერსის“ დახლებზე

როგორც ჩანს, „ავერსის“ ქსელი დიდ ყურადღებას არ უთმობს ვადების შემოწმებას და მათ დახლებზე ვადაგასული საქონელი არც თუ ისე იშვიათად ხვდება.

გია აბაშიძე: როგორ უნდა ვთქვა რამე სერიოზული იმ კვლევაზე, სადაც დავით ბაქრაძე ლიდერობს 59%-ით

ექსპერტი გია აბაშიძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ IRI-ის ბოლო კვლევას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.