პრემიერი: 2016 წლის 1 აგვისტოდან დღემდე 600 ათასზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა მიწა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე  მიწის რეგისტრაციის შუალედური შედეგების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა.

ბახტაძის თქმით, წლების განმავლობაში მიწების რეგისტრაცია ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემა იყო მოქალაქეებისთვის და "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა გუნდმა დაიწყო აქტიური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ პრობლემის საბოლოოდ მოსაგვარებლად.


პრემიერის განმარტებით, რეფორმის შედეგად მნიშვნელოვნად გამარტივდა მიწის რეგისტრაციის პროცედურები და მოქალაქეებისთვის ეს სერვისი  მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა.


"მიწების რეგისტრაცია  2016  წლის 1 აგვისტოდან დაიწყო და დღემდე  600 ათასზე მეტმა მოქალაქემ დაიკანონა მიწა. დღეის მდგომარეობით უკვე ფაქტობრივად აღმოფხვრილია ყველას ის სირთულე, რომელიც დაკავშირებული იყო მიწის რეგისტრაციის პროცესთან. გამარტივებულია პროცედურები, მოხსნილია ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ წახალისებულია მიწისრეგისტრაციის პროცედურა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიზანი, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში არ დარჩეს აღურიცხავი მიწები, არის ის, რომ დაცული იყოს მესაკუთრის უფლებები. სწორედ ამას ითვალისწინებს რეფორმა და აწესებს ახალ სტანდარტებს, რითაც უფრო მეტადდაცული ხდება მიწის მესაკუთრის უფლებები. 


დღეს ჩვენს მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა, უფასოდ ისარგებლონ საჭირო სერვისებით, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, აქტიურად ისარგებლონ ამ გამარტივებული პროცედურებით.


2016 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის თებერვლამდე გამარტივებული პროცედურებით 700 000-ზე მეტი განაცხადი წარმატებით დარეგისტრირდა, ჯამურად კი, რეფორმის ფარგლებში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობი 300.000  ჰექტარზე მეტს შეადგენს.


ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი კეთდება თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით. მინდა ყველას შევახსენო, რომ 2017 წელს საქართველო იყო პირველი, ვინც დავიწყეთ რევოლუციური - ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვა სახელმწიფო სექტორში და კერძოდ, სახელმწიფო სერვისებში. მიწის რეგისტრაციის რეფორმა კი გახლდათ ის საპილოტე პროექტი, რომელშიც გადავწყვიტეთ ბლოკჩეინის გამოყენება. ეს გახლავთ კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება ჩვენს რეფორმებში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბლოკჩეინი ნიშნავს იმას, რომ მონაცემები, რომელიც შენახულია ამ სისტემაში, მისი წაშლა, შეცვლა, გადაწერა ან ამ მონაცემების უკანონო გამოყენება თითქმის შეუძლებელია და ეს მონაცემების დაცვის სტანდარტს უმაღლეს ნიშნულზე აყენებს. 


სწორედ მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩვენ უნდა შევძლოთ და მოვახდინოთ საქართველოში ციფრული ტრანსფორმაცია. ჩემი მიდგომა და ჩემი მოწოდება თითოეული სამინისტროს მიმართ გახლავთ ის, რომ რეფორმებში, რომელიც 2019 წელს დაინერგება საქართველოში, გამოყენებული იქნას მსგავსი ტექნოლოგიები.


მინდა აქვე მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ საქმეში აქტიურად მონაწილეობდა და მიწის რეგისტრაციის რეფორმის წარმატებისთვის მართლაც 24 საათიანი დაუღალავი შრომა გასწია, - საჯარო რეესტრისსამსახურების თანამშრომლებს, ეროვნული არქივის, ნოტარიუსთა პალატისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს, ასევე იუსტიციის სამინისტროს, რომლის ძალისხმევის გარეშეც ეს რეფორმა ვერ იქნებოდა ასეთი წარმატებული. აქვე მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ჩვენ არ გვაქვს ილუზია, ჯერ კიდევ არსებობს ხარვეზები, რომელიც გამოსასწორებელია, ჯერ კიდევ ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს თავისი ისტორიული საკუთრება არ აქვს რეგისტრირებული, შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება უფრო აქტიური კამპანიების წარმოება. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, რომ აქტიურად ჩავერთოთ ამ რეფორმაში.


დღეს ჩვენ გვაქვს მოქალაქეთა მომართვიანობის მაღალი მაჩვენებელი, რომელიც  რეფორმის ამოქმედებიდან  5-ჯერ არის გაზრდილი და რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი რეფორმის დინამიკა არის ძალიან მაღალი და იუსტიციის სამინისტრო სხვა სამინისტროებან ერთად ჩაატარებს აქტიურ კამპანიას, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ჩართულობის კოეფიციენტი, რომ ეს რეფორმა წარმატებით დავასრულოთ. მე ხშირად მეკითხებიან, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, თუ რომელი რეფორმა წარმოგვიდგენია საექსპორტო რეფორმად. ვინაიდან ძალიან ბევრი ქვეყანა გვთხოვს გამოცდილების გაზიარებას იმ რეფორმებში, რომელიც ჩვენ წარმატებით დავნერგეთ., რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი, რომელზეც მე ვპასუხობ, ეს გახლავთ მიწის რეგისტრაციის რეფორმა, რომელიც დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო წარმატებული იქნება შემდეგი წლების განმავლობაში. დიდი მადლობა ველას ყურადღებისთვის და მოვუწოდებ საზოგადოებას, აქტიურად ჩაერთოს ამ რეფორმაში",-განაცხადა მამმუკა ბახტაძემ.


 


ნათია თურნავა - ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებულ სიკეთეს თითოეულ ოჯახამდე მივიტანთ

ძალიან კარგად ვიცი, რა დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მათგან მთავარი გამოწვევა არის სიღარიბის დაძლევა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

“მივმართავ მას, ვისაც ეხება - გთხოვთ, იყიდეთ ახალი როიალი” - ნიკოლოზ რაჭველი

“მივმართავ მას, ვისაც ეხება, რომ ეს გააკეთოს. ეს როიალი, რომელზეც ვალერიან შიუკაშვილმა უნდა დაუკრას ვერ უძლებს კრიტიკას. გთხოვთ იყიდეთ ახალი როიალი”.

ქუთაისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხანძარია ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში. ე. წ. დაჩების ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.

ირაკლი კობახიძე: პროცედურა არა მარტო სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან, არამედ, ადგენს იმაზე ასჯერ მაღალ სტანდარტს, ვიდრე დადგენილია ევროკავშირის ქვეყნებშიც კი

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს მოუსმინეს.

ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში ქართული საექსპორტო პოტენციალის განხილვა გაიმართა

ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში ქართული საექსპორტო პოტენციალის განხილვა გაიმართა.

ბექა ოდიშარია: ეს არის ერთადერთი სამართლიანი და კანონიერი გზა კერძო საჯარო ინტერესების გათვალისწინებით

პარლამენტის წევრის ბექა ოდიშარიას განცხადებით, ნაკვეთებზე მათი შეძენისას, როგორც აუქციონებზე, ასევე, კერძო პირებისგან, არც ერთ ეტაპზე არ იყო მშენებლობის შეზღუდვა.

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პოსტს ტოვებს

ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ტოვებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს გადადგომის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მარტში მიმართა. თანამდებობიდან კი მიმდინარე წლის პირველ მაისს წავა.

,,ეს ჩემი შემწეობაა თქვენ მიმართ" - სამოქალაქო აქტივისტმა ენმ-ის წევრს საკრებულოს სხდომაზე თანხა მიუტანა

ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტმა თეონა ქარდავამ საკრებულოს სხდომაზე 20 ლარი მიიტანა და ფრაქცია ენმ-ის წევრს პაატა ადამიას უთხრა, რომ თანხა ფრაქციის თავმჯდომარისთვის, ანა წითლიძისთვის გადაეცა.

“ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატი 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდა

“ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდა.

დავით უჯმაჯურიძე: წინა ხელისუფლება ადგილმონაცვლეობაზე არ დარდობდა, რადგან ქვეყანაში საკუთრების უფლება დარღვეული იყო

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე თაბორის მთის ტერიტორიაზე პარლამენტარ ბექა ოდიშარიასთვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის საკითხზე ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს.

კურსი „ტურისტული დიპლომატია, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“

19 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო სპეციალური კურსი „ტურისტული დიპლომატია, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“.

მარტის თვეში, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლებმა 245 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის მარტის თვეში, შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურობიდან 245 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12 მილიონი აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ზრდა +5.3%.

თბილისში ენერგეტიკული უსაფრთხოების რეგიონული სიმპოზიუმი გაიმართა

15-19 აპრილს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურმა სასწავლო და კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა ენერგეტიკული უსაფრთხოების რეგიონულ სიმპოზიუმს - კავკასია (Regional Energy Security Symposium - Caucasus).

ნათია თურნავა: ჩვენი სამინისტრო კიდევ უფრო გახსნილი იქნება ბიზნეს სექტორთან კომუნიკაციაში

“ჩვენი სამინისტრო კიდევ უფრო გახსნილი იქნება ბიზნეს სექტორთან კომუნიკაციაში".

საქართველოს რკინიგზა მოქალაქეებს მარტივ და კომფორტულ სერვისს სთავაზობს

მგზავრთნაკადის გაზრდასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მარტივ და კომფორტულ სერვისს სთავაზობს:

ნათია თურნავა: თუკი ვინმეს ლობირებას მოვახდენ მთავრობაში, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესი

„თუკი ვინმეს წარმოვადგენ ამ მთავრობაში, თუკი ვინმეს ლობირებას მოვახდენ, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესი, ეს არიან რიგითი მოქალაქეები, რომელთა გასაჭირსაც ძალიან ახლოს მივიტან გულთან"

რიმა ბერაძემ თბილისის საკრებულოს დეპუტატებს სარევიზიო კომისიის 2018 წლის ანგარიში წარუდგინა

თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძემ, საკრებულოს დეპუტატებსა და საზოგადოებას კომისიის მუშაობის წლიური ანგარიში წარუდგინა.

გიორგი ბირბიჩაძე: ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას მერია 10 ათასი ლარით გაზრდის

თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსების საკითხს გამოეხმაურა.

მიხეილ გიორგაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი მიიღო

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩთან, ისა ალბაშა ალნოაიმისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

თამარ ხულორდავა: ყველა, ვინც მონპელიეში მყოფი ადამიანების გაჭირვებით სპეკულირებს, ემსახურება იმას, რომ უვიზო მიმოსვლა შეგვიჩერონ

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი თამარ ხულორდავა მონპელიეში საქართველოს მოქალაქეების მიერ გამართულ აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

შალვა ოგბაიძე: ურბანული პოლიტიკა სწორი მიმართულებით მიდის და თბილისელების დაკვეთა სრულდება

საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე აცხადებს, რომ ქალაქის ურბანული პოლიტიკა სწორი მიმართულებით მიდის და თბილისელების დაკვეთა სრულდება. ეს განცხადება ოგბაიძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.