საქართველო რეიტინგში „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019“ დაწინაურდა

ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი, წინა წელთან შედარებით, ორი ადგილით გაუმჯობესდა და მე-18 ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა ევროპის 46 ქვეყანას შორის.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


უწყების ცნობით, 2019 წელს საქართველოს სარეიტინგო ქულა 1.98 პუნქტით გაუმჯობესდა და 71.0 ქულა შეადგინა.


ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი ქვეყნების შეფასების წყაროდ იყენებს მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთებისა“ და საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ რეიტინგის მონაცემებს. შესაბამისად, ქვეყნებისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღნიშნული რეიტინგების ქულებს ეფუძნება.


მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ უპრეცედენტოდ დიდ წარმატებას მიაღწია და მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილი დაიკავა. რეიტინგში წინა წელთან შედარებით ქვეყნის პოზიცია სამი ადგილით გაუმჯობესდა, ხოლო სარეიტინგო ქულა – 0.48 პუნქტით და შედეგად, ქვეყანას 2019 წელს ისტორიული მაქსიმუმი – 83.28 ქულა აქვს.


საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მიერ 2019 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით „კორუფციის აღქმის ინდექსში“ ქვეყნის სარეიტინგო ქულა გაუმჯობესდა და ქვეყანა წინა წელთან შედარებით ხუთი პოზიციით დაწინაურდა და 180 ქვეყანას შორის 41-ე ადგილზე გადმოინაცვლა 58 ქულით.


ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2019“ წლის რეიტინგში საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის ლიდერია. საქართველო რეიტინგში წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ლიეტუვა (მე-18 ადგილი), ლატვია (მე-19 ადგილი), პოლონეთი (მე-20 ადგილი), სლოვენია (22-ე ადგილი), ჩეხეთი (23-ე ადგილი), სლოვაკეთი (25-ე ადგილი), ბელორუსია (27-ე ადგილი), ხორვატია (29-ე ადგილი), მაკედონია (31-ე ადგილი), უნგრეთი (32-ე ადგილი), თურქეთი (34-ე ადგილი), სომხეთი (39-ე ადგილი), ყაზახეთი (40-ე ადგილი), მოლდოვა (42-ე ადგილი), რუსეთი (42-ე ადგილი), აზერბაიჯანი (44-ე ადგილი) და უკრაინა (46-ე ადგილი).


რეიტინგის ლიდერია დანია - 86 ქულით, რომელსაც მოჰყვება ნორვეგია და შვედეთი, ხოლო რეიტინგში ბოლო – 46-ე პოზიციაზე უკრაინაა.


ევროპის პალატის 2019 წლის კვლევა „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის“ აფასებს ბიზნესის მთლიან კონტექსტს, რომელიც შედგება კორპორაციული გარემოს, კანონმდებლობის, სამთავრობო პოლიტიკის, სოციალური გარემოსა და პირობებისგან, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს ან, პირიქით, ხელს უშლის კერძო სექტორს როგორც ბიზნესის დაწყების, ისე წარმოებისა და გაფართოების თვალსაზრისით, როგორც მოკლე, ასევე, გრძელვადიან პერიოდში.


ქვეყნებისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა განისაზღვრება 0-დან 100 ქულამდე, სადაც 0 ქულა წარმოადგენს ყველაზე ცუდ მდგომარეობას ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს კუთხით, ხოლო 100 ქულა – საუკეთესოს.


"თი ბი სი-ს" ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, არა მარტო ბევრი კითხვა წარმოშვა, არამედ სათავე დაუდო სპეკულაციებსაც"

საბანკო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე "თიბისი" ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს წერს. 

სალომე ზურაბიშვილი: ბავშვობისას, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ლევილში დავბრუნდებოდი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ლევილს ეწვია.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცრუ ჩვენების მიცემისთვის 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ , მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის და ცრუ ჩვენების
მიცემის ბრალდებით, თბილისში, 1998 წელს დაბადებული ა.ს. დააკავა.

პირველად საქართველოს ისტორიაში დელტამ ეროვნული წარმოების შეიარაღების ნიმუშები წარმოადგინა

17-18 თებერვალს აბუ-დაბიში  „დელტას“ მიერ ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის უმსხვილეს გამოფენა IDEX-2019-ზე  წარმოდგენილ იქნა ეროვნული წარმოების შეიარაღება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის
ფაქტზე 1976 წელს დაბადებული ზ.ჯ. დააკავეს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში წირვას დაესწრო

 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში, შვილებთან ერთად, წმინდა ნინოს სახელობის იმ ეკლესიაში დაესწრო წირვას, რომელიც მისი მამის, საფრანგეთში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის ინიციატივით მოეწყო.

დავით ზალკალიანი გერმანიის ბუნდესტაგის საგარო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გერმანიის ბუნდესტაგის საგარო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ნორბერტ როიტგენს შეხვდა.

ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსი პარლამენტში განსახილველად ხვალ შევა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიეტტის თავმჯდომარის სოფო კილაძის ინიციატივით,  სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში შემუშავებული ბავშვის უფლებათა კოდექსი ხვალ განსახილველად საპარლამენტო კომიტეტებს გადაეცემა.

ზაფხულის სეზონისთვის კურორტი აბასთუმანი დამსვენებლებს სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფს

საკურორტო ზონებში წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

"ქალაქის მერია ბათუმის მტერია"- საპროტესტო აქცია ბათუმის მერიასთან

"შეწყდეს ბათუმის ნგრევა და მაღალი კორპუსების მშენებლობა" - ამ  მოთხოვნით ბათუმის იერსახის დამცველები საპროტესტო აქციას მართავენ. 

ზუგდიდის სოფელში ბლოკის საამქრო გაქურდეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში ბლოკის საამქრო გაქურდეს.

„აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია“ მოქვის ტაძრის სასწრაფო რეაბილიტაციისთვის დახმარებას ითხოვს

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფელ მოქვში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის სასწრაფოდ რებილიტაციაა საჭირო. 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს

"არა ნაგავსაყრელს" - ამ მოთხოვნით თერჯოლის მუნიცუპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს.

ფოთში 20 დღის წინ დაკარგული მოზარდის ცხედარი იპოვეს

20-დღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, მდინარე რიონის შესართავიდან 1 კილომეტრში, ნაპოვნია16 წლის მოზარდის ცხედარი. 

დავით ზალკალიანი ჩეხ კოლეგას ტომას პეტრიჩეკს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ტომას პეტრიჩეკთან.

 

საქართველო ფართოდ იყო წარმოდგენილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და მას სამი სამუშაო სესია მიეძღვნა

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, საქართველოს პემიერ-მინისტრმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ სესიაზე მრავალმხრივ წარმოადგინა საქართველო.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და აღნიშნულ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

ისანში CO-თი ინტოქსიკაცია ღია კამერიანმა აკრძალულმა წყალგამაცხელებელმა გამოიწვია

დღეს, 17 თებერვალს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე ისნის რაიონიდან შეტყობინება შევიდა - ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრები ქალი შეუძლოდ გახდა.

მამუკა ბახტაძე ყველას მოუწოდებს, “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ყველას მოუწოდებს, “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ.

მართლწესრიგის ოფიცრების ინიციატივით N61 სკოლაში დასუფთავების აქცია განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილსის პოლიციის დეპარტამენტის მართლწესრიგის ოფიცრების ინიციატივით განხორციელდა დასუფთავების აქცია.