დიმიტრი ხუნდაძე: 2012 წლამდე ქვეყანას უფრო მეტი ადამიანი ტოვებდა ყოველწლიურად, ვიდრე ბოლო 6 წლის განმავლობაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მიგრაციის შესახებ საქართველოს ბოლო სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, რის მიხედვითაც საქართველოში 2012 წლის შემდეგ მკვეთრად არის შემცირებული უარყოფითი მიგრაციული სალდო.

დეპუტატმა ამ მონაცემებით პასუხი გასცა მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას ბელგიაში, სადაც ყოფილი პრეზიდენტი გაზრდილ მიგრაციაზე საუბრობდა:

- „სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოში ჯერ კიდევ უარყოფითია მიგრაციული სალდო, ანუ  ქვეყნიდან უფრო მეტი გადის, ვიდრე შემოდის. მაგრამ ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით, 2012 წლის შემდეგ ეს მაჩვენებლები მკვეთრად არის შემცირებული. როდესაც მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში უფრო მეტი შემოდიოდა, ვიდრე გადიოდა, არის აბსოლუტური ტყუილი. ამას ამტკიცებს მის პერიოდში გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები. დღეს „ნაცმოძრაობა“ არ ენდობა საქსტატს და ამბობს, რომ მას ხელისუფლება მართავს. თუკი სტატისტიკის დეპარტამენტი ასე მარტივად იმართება, რატომ ვერ შეძლეს, რომ ეს მონაცემები მათი მმართველობის პერიოდში შეეცვალათ?

რეალობა კი ასეთია: ქვეყნიდან მოსახლეობის გადინება 90-იანი წლებიდან დაიწყო, თუმცა, იმ პერიოდში ამის აღრიცხვა შეუძლებელი იყო. 2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, 2004 წელს მართლაც შემცირდა საქართველოდან გამსვლელთა რაოდენობა, რადგან უკეთესი ცხოვრების იმედი მიეცათ. გაიზარდა ჩამომსვლელთა რაოდენობაც, თუმცა, ქვეყნიდან მაინც უფრო მეტი გაედინებოდა, ვიდრე შემოდიოდა. ეს გაგრძელდა 2006 წლამდე, ხოლო შემდეგ  ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობა გაიზარდა და პიკურ მაჩვენებლებს 2009-2011 წლებში მიაღწია.

მინდა აღვნიშნო, რომ 2002 წლის შემდეგ, საქართველოდან ყველაზე მეტი გამსვლელი სწორედ სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდში დაფიქსირდა 2010-2011 წლებში. 2012 წლიდან კი მოსახლეობას ისევ გაუჩნდა იმედი და ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, გაიზარდა ჩამომსვლელთა რაოდენობა, თუმცა, უარყოფითი მაჩვენებლები დღემდეა შენარჩუნებული, რაც ძალიან ცუდია. განსხვავება ის არის, რომ თუკი სააკაშვილის პერიოდში, მაგალითად, 2011 წელს ქვეყნიდან 35 500 კაცით უფრო მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა, 2012 წლის შემდეგ ეს ნიშნული დაახლოებით 17-ჯერ შემცირდა. ბოლო სტატისტიკური მონაცემებით კი, 2017 წელს ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია, ანუ მხოლოდ 2212 კაცით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა. ბოლო  წლის სტატისტიკური მონაცემები ჯერ არ არის, თუმცა, შესაძლოა, გაზრდილი იყოს, რაც ვიზალიბერალიზაციის  თანამდევი პროცესია.

ვფიქრობ, სააკაშვილის პერიოდსა და ჩვენს პერიოდს შორის სხვაობა საკმაოდ დიდია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღეს მიგრაციის კუთხით პრობლემები არ გვაქვს. ჩვენი ქვეყნისთვის ერთი ადამიანის გასვლაც კი მტკივნეულია. მაგრამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ამხელა ტყუილს არ უნდა კადრულობდეს და ემიგრანტების ემოციებს საკუთარი ზრახვებისთვის არ უნდა იყენებდეს. ამ პრობლემებზე სააკაშვილს პრეზიდენტობის პერიოდში უნდა ეზრუნა, ახლა მისი წუხილი ამ თემაზე მხოლოდ ფარსია, როგორც ყველაფერი სხვა“, - განცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.


საბა კიკნაძე: Ryanair-ის ჩვენს ავიაბაზარზე შემოსვლა მეტ ევროპელ ტურისტს მოიზიდავს და შესაძლოა, ე.წ. weekend ტურების განვითარებაც მოხდეს

„კავკასუს თრეველის“ დამფუძნებლის თქმით, Ryanair-ის შემოსვლით საქართველო ევროპისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

"რუსთავი2" -ს ჟურნალისტები ტოვებენ

ტელეკომპანია "რუსთავი2" ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა დატოვა.

ლაურა ღაჭავა: პოლიტიკური მოტივი გამორიცხულია

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

ხვალ,  22 აგვისტოს ჯივიპი ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ტექნიკურ სამუშოებს ჩაატარებს

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.

უზბეკეთის ელჩი: საქართველო, მსოფლიო ბაზრებზე წვდომის გაფართოებისათვის მნიშვნელოვანი პარტნიორია

საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის ელჩი შერზოდ ფაიზიევი საქართველო უზბეკეთის დიპლომატიური ურთიერთობები 25 წელს "პირველთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აფასებს.

 

 

"რაინეარის" კომერციული დირექტორი - "ეს მხოლოდ დასაწყისია"  

ავიაკომპანია "რაინეარის" კომერციულმა დირექტორმა დევიდ ო’ბრაინმა ქართულ მხარესთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა, რომ წლების განმავლობაში საქართველომ ტურისტულად მიმზიდველ ქვეყნად ჩამოყალიბებისთვის დიდი საქმე გააკეთა.

ყაზბეგის N28-ში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ყაზბეგის N28-ში წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

"არ მიმიღია გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ში დაბრუნების თაობაზე"

ჟურნალისტ ნინო შუბლაძის განცხადებით, მას ჰქონდა "რუსთავი 2"-ში დაბრუნების თაობაზე შემოთავაზება თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღია.

ტიმოთესუბნის ძეგლზე უნებართვოდ მოწყობილ კარადას დაშლიან

ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში, თანამედროვე სამშენებლო მასალით, საყოფაცხოვრებო დანიშნულების სათავსო უნებართვოდ მოაწყვეს.

მარიამ ქვრივიშვილი „Ryanair”-ის შემოსვლაზე : ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია გერმანია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ავიაკომპანია „Ryanair”-ის შემოსვლას ეხმიანება.

სურსათის უვნებლობის კუთხით საქართველო გერმანიასთან თანამშრომლობას აღრმავებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გერმანიის რისკის შეფასების ფედერალურ ინსტიტუტთან (BfR) თანამშრომლობას აღრმავებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი: „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს ყოფილი ხელმძღვანელი აშანტაჟებს

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები ბულინგის მსხვერპლი არიან, ყოფილი ხელმძღვანელი მათ ძალიან უხეშად აბულინგებს,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა „რუსთავი 2“-დან ჟურნალისტების წასვლაზე საუბრისას.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბს ესროლეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ მგუძირხვაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ე.წ. პრეზიდენტობის ერთ - ერთი კანდიდატის ოლეგ არშბას საარჩევნო შტაბს ესროლეს, წერს "აბხაზია ინფორმი".

საქართველოსა და აზერბაიჯანის საექსპერტო ჯგუფებმა საზღვრის მიდმებარე ტერიტორიები დაათვალიერეს

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სამთავრობო კომისიების საექსპერტო ჯგუფები სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთბზე ერთობლივ სამუშაოებს განაგრძობენ.

ლარი 0.79 თეთრით გაუფასურდა

21 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9354 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9275 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.79 თეთრი შეადგინა.
 

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფესტივალ „ღამის სერენადების“ რეპეტიცია გაიმართა

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, დირიჟორ ვახტანგ მაჭავარიანის ხელმძღვანელობით, ფესტივალ “ღამის სერენადების” რეპეტიცია გაიმართა.

საქართველოს ელჩი ირლანდიაში : "რაინეარის“ შემოსვლა ხელს შეუწყობს ეკონომიკის და ტურიზმის განვითარებას

ირლანდიაში საქართველოს დროებითი რწმუნებულის, გიორგი ზურაბაშვილის შეფასებით, საქართველოში, მსოფლიოში უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანიის „რაინეარის“ შემოსვლა ეკონომიკური დიპლომატიის ნათელი მაგალითია.

შიდა ქართლში პესტიციდებითა და აგროქიმიკატებით მოვაჭრე 17 ობიექტი დაჯარიმდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შიდა ქართლის რეგიონში აგროქიმიკატების და პესტიციდების სარეალიზაციო 31 ობიექტი  შემოწმდა, რომელტაგან 17 დაჯარიმდა.

ნათია თურნავა : გადაწყდა, რომ 2019 წელს დაანონსებულ სამ მიმართულებას კიოლნის მიმართულებაც დაემატება“

კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „რაინეართან“ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა, რომ 2019 წელს დაანონსებულ სამ მიმართულებას კიოლნის მიმართულებაც დაემატება.

ევროკავშირის მხარდაჭერით ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019 გაიხსნა

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, "ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019" გაიხსნა.

მამუკა ბახტაძე : ჩვენი მოქალაქეებისგან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ „რაინეარი“ გვეხილა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ავიაკომპანია "რაინეარი"-ს შემოსვლის თხოვნებს ის მოქალაქეებისგან პირადად იღებდა.