პროექტს „წერილები ჯარისკაცებს“ იუნკერთა სახელობის 52-ე სკოლამ უმასპინძლა

„როდის გადაწყვიტეთ ჯარისკაცები გამხდარიყავით? ძნელია თუ არა ოჯახებიდან და სამშობლოდან შორს ყოფნა? საქართველოსთვის თავს თუ გაწირავდით?...“

და კიდევ  ბევრი მსგავსი შეკითხვა დაუსვეს ბავშვებმა სამხედრო მოსამსახურეებს პროექტის „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში.


ამჯერად პროექტს თბილისის ქართველ იუნკერთა სახელობის 52-ე საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებმა უმასპინძლეს და საქართველოს თავდაცვის ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამხედრო მოსამსახურეებს ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელებისთვის დაწერილი წერილები გადასცეს. სკოლიდანვე განხორციელდა ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ბაზაზე დისლოცირებული IV მექანიზებული ბრიგადის ასეულის სამხედროებთან ბავშვების ტელეხიდით ჩართვა.


ამ ეტაპზე ავღანეთში 2400 წერილი იგზავნება, რომელიც დანაშაულის პრევენციის ცენტრმა საქართველოს მასშტაბით 7 ქალაქის - თბილისი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, გურჯაანი, ყვარელი,  50 სკოლიდან შეაგროვა.   


„წერილები ჯარისკაცებს" თავდაცვის, იუსტიციისა  და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს. პროგრამის შესახებ სკოლების ინფორმირებას, IV-V კლასების მოსწავლეთა ჩართულობასა და  წერილების შეგროვებას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ უზრუნველყოფს.  მოსწავლეები წერილებს საერთაშორისო მისიაში მონაწილე  ქართველ ჯარისკაცებს უგზავნიან და მათგან საპასუხო ბარათებს იღებენ.


პროექტის მიზანია სამშობლოდან შორს მყოფი ქართველი სამხედროებისთვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვა.


 


ნათია თურნავა - ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებულ სიკეთეს თითოეულ ოჯახამდე მივიტანთ

ძალიან კარგად ვიცი, რა დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მათგან მთავარი გამოწვევა არის სიღარიბის დაძლევა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

“მივმართავ მას, ვისაც ეხება - გთხოვთ, იყიდეთ ახალი როიალი” - ნიკოლოზ რაჭველი

“მივმართავ მას, ვისაც ეხება, რომ ეს გააკეთოს. ეს როიალი, რომელზეც ვალერიან შიუკაშვილმა უნდა დაუკრას ვერ უძლებს კრიტიკას. გთხოვთ იყიდეთ ახალი როიალი”.

ქუთაისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხანძარია ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში. ე. წ. დაჩების ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.

ირაკლი კობახიძე: პროცედურა არა მარტო სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან, არამედ, ადგენს იმაზე ასჯერ მაღალ სტანდარტს, ვიდრე დადგენილია ევროკავშირის ქვეყნებშიც კი

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს მოუსმინეს.

ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში ქართული საექსპორტო პოტენციალის განხილვა გაიმართა

ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში ქართული საექსპორტო პოტენციალის განხილვა გაიმართა.

ბექა ოდიშარია: ეს არის ერთადერთი სამართლიანი და კანონიერი გზა კერძო საჯარო ინტერესების გათვალისწინებით

პარლამენტის წევრის ბექა ოდიშარიას განცხადებით, ნაკვეთებზე მათი შეძენისას, როგორც აუქციონებზე, ასევე, კერძო პირებისგან, არც ერთ ეტაპზე არ იყო მშენებლობის შეზღუდვა.

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პოსტს ტოვებს

ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ტოვებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს გადადგომის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მარტში მიმართა. თანამდებობიდან კი მიმდინარე წლის პირველ მაისს წავა.

,,ეს ჩემი შემწეობაა თქვენ მიმართ" - სამოქალაქო აქტივისტმა ენმ-ის წევრს საკრებულოს სხდომაზე თანხა მიუტანა

ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტმა თეონა ქარდავამ საკრებულოს სხდომაზე 20 ლარი მიიტანა და ფრაქცია ენმ-ის წევრს პაატა ადამიას უთხრა, რომ თანხა ფრაქციის თავმჯდომარისთვის, ანა წითლიძისთვის გადაეცა.

“ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატი 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდა

“ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მერობის კანდიდატი 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდა.

დავით უჯმაჯურიძე: წინა ხელისუფლება ადგილმონაცვლეობაზე არ დარდობდა, რადგან ქვეყანაში საკუთრების უფლება დარღვეული იყო

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე თაბორის მთის ტერიტორიაზე პარლამენტარ ბექა ოდიშარიასთვის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის საკითხზე ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს.

კურსი „ტურისტული დიპლომატია, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“

19 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო სპეციალური კურსი „ტურისტული დიპლომატია, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი“.

მარტის თვეში, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლებმა 245 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის მარტის თვეში, შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურობიდან 245 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12 მილიონი აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ზრდა +5.3%.

თბილისში ენერგეტიკული უსაფრთხოების რეგიონული სიმპოზიუმი გაიმართა

15-19 აპრილს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურმა სასწავლო და კვლევითმა ინსტიტუტმა უმასპინძლა ენერგეტიკული უსაფრთხოების რეგიონულ სიმპოზიუმს - კავკასია (Regional Energy Security Symposium - Caucasus).

ნათია თურნავა: ჩვენი სამინისტრო კიდევ უფრო გახსნილი იქნება ბიზნეს სექტორთან კომუნიკაციაში

“ჩვენი სამინისტრო კიდევ უფრო გახსნილი იქნება ბიზნეს სექტორთან კომუნიკაციაში".

საქართველოს რკინიგზა მოქალაქეებს მარტივ და კომფორტულ სერვისს სთავაზობს

მგზავრთნაკადის გაზრდასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მარტივ და კომფორტულ სერვისს სთავაზობს:

ნათია თურნავა: თუკი ვინმეს ლობირებას მოვახდენ მთავრობაში, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესი

„თუკი ვინმეს წარმოვადგენ ამ მთავრობაში, თუკი ვინმეს ლობირებას მოვახდენ, ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესი, ეს არიან რიგითი მოქალაქეები, რომელთა გასაჭირსაც ძალიან ახლოს მივიტან გულთან"

რიმა ბერაძემ თბილისის საკრებულოს დეპუტატებს სარევიზიო კომისიის 2018 წლის ანგარიში წარუდგინა

თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძემ, საკრებულოს დეპუტატებსა და საზოგადოებას კომისიის მუშაობის წლიური ანგარიში წარუდგინა.

გიორგი ბირბიჩაძე: ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსებას მერია 10 ათასი ლარით გაზრდის

თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე ღვიძლის ტრანსპლანტაციის დაფინანსების საკითხს გამოეხმაურა.

მიხეილ გიორგაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი მიიღო

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩთან, ისა ალბაშა ალნოაიმისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

თამარ ხულორდავა: ყველა, ვინც მონპელიეში მყოფი ადამიანების გაჭირვებით სპეკულირებს, ემსახურება იმას, რომ უვიზო მიმოსვლა შეგვიჩერონ

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი თამარ ხულორდავა მონპელიეში საქართველოს მოქალაქეების მიერ გამართულ აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

შალვა ოგბაიძე: ურბანული პოლიტიკა სწორი მიმართულებით მიდის და თბილისელების დაკვეთა სრულდება

საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე აცხადებს, რომ ქალაქის ურბანული პოლიტიკა სწორი მიმართულებით მიდის და თბილისელების დაკვეთა სრულდება. ეს განცხადება ოგბაიძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.