„აწარმოე საქართველოში“ – პროგრამის ეფექტი ბიზნესსა და მეწარმეობაზე

ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას თქმით, კომპანიების საქმიანობა, რომლებმაც „აწარმოე საქართველოში“  პროგრამის ფარგლებში მიიღეს დაფინანსება, საქართველოს ეკონომიკაში მხოლოდ პოზიტიური წვლილი შეიტანეს.

„არავის უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ ეს არის წარმატებული პროგრამა, რომელსაც, პირდაპირი ეფექტის გარდა, ასევე ძალიან დიდი არაპირდაპირი ეფექტი აქვს საქართველოში ბიზნესისა და მეწარმეობის პოპულარიზაციის კუთხით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სასტუმრო „ჰოლიდეინ ინში“ გამართულ პრეზენტაციაზე.


ღონისძიებაზ კომპანიამ „ბიდიო“  „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ინდუსტრიული ნაწილის ტექნიკური მხარდაჭერისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტების შედეგების ეფექტიანობის კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევა ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით განხორციელდა.


პრეზენტაციაზე ითქვა, რომ კვლევისთვის 100 ისეთი ბენეფიციარი შეირჩა, რომელთა პროგრამაში ჩართვიდან მინიმუმ 2 წელია გასული და შესაბამისად, მათი შესწავლით, შესაძლებელი იყო თავად ამ ბენეფიციარების საქმიანობის შედეგების და პროგრამის ეფექტიანობის შეფასება.


აღნიშნული 100 კომპანიიდან კვლევაში ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო 85-მა საწარმომ, რომელთაგან 30 სტარტაპია, ხოლო 55 - არსებული საწარმო, რომლებიც პროგრამის დახმარებით გადაიარაღდნენ და გაფართოვდნენ.


„მსურს აღვნიშნო, რომ ამ კომპანიების დაფინანსებაზე დაიხარჯა 17,6 მილიონი ლარი, მაგრამ მათ მხოლოდ გადასახადების სახით  ბიუჯეტში 40 მილიონზე მეტი შეიტანეს. ეს არის პროგრამა, რომელიც განკუთვნილია, რომ საქართველოში დანერგოს და კიდევ უფრო განავითაროს მეწარმეობის კულტურა, განსაკუთრებით რეგიონებში. ეს არ არის პროექტი, რომელიც მხოლოდ ასუბსიდირებს ეკონომიკას - ეს არის წამახალისებელი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვატარებთ ასევე ძალიან ბევრ ტრენინგებს, რომლის ფარგლებშიც კომპანიებს ვასწავლეთ ბიზნესგეგმის დაწერა და ა.შ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან როგორც ვთქვი, პროგრამას აქვს როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი ეფექტი ჩვენი ეკონომიკისთვის“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.


რაც შეეხება ჩატარებულ კვლევას, გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი ინდიკატორები:


-         ბენეფიციარების მიერ შექმნილი მშპ - 2014-2018 წლებში ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ შეიქმნა 164 მილიონ ლარზე მეტი მშპ, სადაც 54% შექმნილია არსებული საწარმოების გაფართოების, ხოლო 46% - სტარტაპების მიერ.


-         ბენეფიციარების მიერ მიღებული შემოსავლები - კვლევაში მონაწილე 85 ბენეფიციარის მიერ მიღებული მთლიანი შემოსავალი 2014-2018 წლებში   390 მილიონი ლარია.


-         ინვესტიციები - პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარების მიერ, 2014-2018 წლებში, მიღებული სესხების, სხვა სესხებისა და კაპიტალში შენატანების წილი, შესაბამისი პერიოდის ქვეყნის მთლიან შიდა ინვესტიციებთან მიმართებით, შეადგენს დაახლოებით 0.38%-ს, რაც 247 მლნ ლარზე მეტია.


-         პროგრამის ფარგლებში დასაქმებულთა რაოდენობა - პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარების ჩართვის შემდეგ, თანამშრომელთა რაოდენობის წმინდა ზრდამ  3,033, ბენეფიციარების მიერ მათთვის გადახდილმა მთლიანმა სახელფასო ფონდმა კი, საშემოსავლო გადასახადის გარეშე, 25.6 მლნ. ლარი შეადგინა.


-         ბენეფიციარების მიერ გადახდილი გადასახადები - პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარების მიერ გადახდილი გადასახადები აჭარბებს 42.5 მლნ ლარს, 2014-2017 წლების პერიოდისთვის და  ქვეყნის მასშტაბით ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების 0.13%-ს შეადგენს.


-         ექსპორტი - 2013-2018* წლებში, აღნიშნული ბენეფიციარების საექსპორტო გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 311 მლნ ლარი შეადგინა.


-         კონკურენტუნარიანობა - პროგრამის დახმარებით, ბენეფიციარებმა გააუმჯობესეს წარმოების მასშტაბები, ხარისხი, წარმოებული პროდუქციის მრავალფეროვნება და ცდილობენ კონკურენცია გაუწიონ იმპორტს.


ლარი 0.38 თეთრით გამყარდა

16 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9663 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9701 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.38 თეთრი შეადგინა.
 

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკარგული რუსი ტურისტის ტიმურ ძეიდოვის ცხედარი იპოვეს. მას მაშველები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

 
ლისის ტბის მიმდებარედ მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე პასუხისგებაში 5 პირი მიეცა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა 2019 წლის 6 ოქტომბერს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს.

თბილისის ოთხ ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატება დასაშვებ ნორმას

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ისევ აგრძელებს.

 

ირაკლი ღარიბაშვილი: სამხედრო მოსამსახურეების ტრანსპორტირების პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაზიანში მე-4 მექანიზებული და მე-5 საარტილერიო ბრიგადები მოინახულა. ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა.

ივანე მაჭავარიანი: მნიშვნელოვანია ის ძალისხმევა, რომელსაც საქართველო მიმართავს განათლების რეფორმის მიმართულებით

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, კოენ დევიდს შეხვდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ზედამხედველობის დეპარტამენტის სრული განახლება დაიწყო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იოსებ ჭელიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ახალი ტექნიკა დაათვალიერეს.

 
გლდანში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

თბილისში, გლადანში 2 პირის დაჭრის ფაქტზე, შინაგან სამეთა სამინისტრომ სამი მოქალაქე დააკავა.

კოვზანაძე: 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში დეფიციტის და მთავრობის ვალის მოცულობა, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილები განიხილეს. დეპუტატებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ პროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ზუგდიდის მერმა ნარაზენი-შამადელას რეაბილიტირებული გზა დაათვალიერა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასიასთან ერთად, ნარაზენი-შამადელას რეაბილიტირებული გზა დაათვალიერა და ადგილობრივებს შეხვდა.

ქუთაისის "ტორპედოს" შეძენით ინვესტორები დაინტერესდნენ

"ქუთაისის "ტორპედოს" შეძენით რამდენიმე ბიზნესჯგუფი დაინტერესდა. საფეხბურთო კლუბის დროებითი მმართველის თემურ ჩეჩელაშვილის თქმით, "ტორპედოს" შეძენის სურვილი, როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა ბიზნესმენებმა გამოთქვეს.

ირმა ინაშვილი ხელისუფლებას: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მოგიწყობთ რევოლუციას

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ თუ 2020 წლის საპარლემენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" 60%-ს, ხოლო 20-20%-ს ოპოზიცია მიიღებს, ხელისუფლება რევოლუციას უნდა ელოდეს. ამის შესახებ ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „ვაჩნაძიანის ველი“ ღვინისა და საკვების უმსხვილეს გამოფენაში Stockholm Food and Wine 2019-ში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ.

თვალჭრელიძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო

სამგორის რაიონის გამგეობამ ორხევში, თვალჭრელიძის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო.

თბილისის მერიის პროექტს სამართლებრივი დახმარებისათვის 14 000-მა ადამიანმა მიმართა

თბილისის მერიის ააიპ-ში "ჩემი ადვოკატი" 2019 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, სამართლებრივი დახმარებისათვის 14 000 მიმართვა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მომართვიანობას 10%-ით აღემატება.

ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობს.

ერდოღანი განმარტავს, რა შემთხვევაში შეწყვეტს სირიაზე თავდასხმას

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ქურთები დანებდებიან. 

"მოსწავლემ ბოდიში მომიხადა,"- ქუთაისის სკოლაში მომხდარ ინცინდენტზე დირექტორი საუბრობს

ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლიდან მოსწავლეების მე-2 სართულიდან გადახტომას, სკოლის დირექტორი ეხმაურება.

თბილისში მსოფლიო სურსათის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით, თბილისში "მსოფლიო სურსათის დღე“ აღინიშნა.

კრისტიან სტივენის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, კრისტიან სტივენის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით გადაადგილდებოდა.

ჭავჭავაძის გამზირზე, არაყიშვილის ქუჩიდან კავსაძის ქუჩამდე მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას განაგრძობს.