დღეს სოხუმის ყოფილ მერს გურამ გაბისკირიას 72 წელი შეუსრულდებოდა

აფხაზების მიერ 1993 წლის 27 სექტემბერს ჟიული შარტავასთან ერთად დატყვევებულ და შემდგომ მოკლულ, სოხუმის ყოფილ მერს გურამ გაბისკირიას დღეს 72 წელი შეუსრულდებოდა.

გურამ გაბისკირია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით არის დაჯილდოებული.


ჟიული შარტავასთან ერთად დატყვევებულ გურამ გაბისკირიას აფხაზებმა მიმართეს: დაიჩოქე და შეაგინე ქართველებს! რაზეც სოხუმის ყოფილმა მერმა უპასუხა - „არასოდეს ცხოვრებაში!“ (“Никогда в жизни’!). ამის მერე გურამ გაბისკირია არავის უნახავს.


გურამ გაბისკირია 1947 წლის 2 მარტს ქ. სოხუმში დაიბადა. 


1966–1971 წლებში სწავლობდა სოხუმის  მ. გორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე; 1965 წელს  საფეხბურთო კარიერა დაიწყო სოხუმის გუნდ ,,დინამო"–ში და იყო ერთ–ერთი წამყვანი ფეხბურთელი;1972 წლიდან იყო რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი, ხოლო 1980 წლიდან დაინიშნა საკავშირო კატეგორიის მსაჯად; 1987 წლიდან მუშაობდა  ქ. სოხუმში თევზკომბინატის დირექტორად;


1989 წელს პირველმა ქართულ–აფხაზურმა კონფლიქტმა გამოიწვია სოხუმის საფეხბურთო გუნდ ,,დინამო"–ს დაშლა. ამის შემდეგ გურამ გაბესკირიას ინიციატივით ჩამოყალიბდა ახალი გუნდი ქ. სოხუმის ,,ცხუმი", რომლის პირველი პრეზიდენტი თავად გახლდათ; 1990 წლიდან არჩეული იქნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრად.


1992 წელს საომარი მოქმედებების პერიოდში დაინიშნა ქ. სოხუმის მერად. იყო აფაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს წევრი და მიენიჭა სამხედრო წოდება – პოლკოვნიკი.


სოხუმში ევკალიპტს ახალი მავნებელი ჰყავს

აფხაზეთის ეკოლოგიის ინსტიტუტის ინფორმაციით, სოხუმში ევკალიპტის ახალი მავნებელია გავრცელებული. 

სოზარ სუბარი "რუსთავი 2"-ის საქმეზე: ევროპულმა სასამართლომ მკაფიოდ თქვა, რომ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სამართლიანი

სასამართლომ ძალიან მკაფიოდ თქვა რომ ყაჩაღობა სხვისი ქონების მიტაცება არის ცუდი, საკუთრების უფლების დაცვა არის კარგი -ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარმა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განაცხადა. 

 

მაია ცქიტიშვილი : სტრასბურგის გადაწყვეტილებამ ნათლად დაგვანახა, რომ ხალვაში იყო მესაკუთრე ყველა პროცედურის დაცვით

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს აფასებს.

Gwp ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს იწყებს

gwp-მ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალსადენისა და წყალარინების 6.5 კმ-ზე მეტი სიგრძის ქსელი სრულად შეცვალა.

ბექა ნაცვლიშვილი მიმართვას ავრცელებს

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ბექა ნაცვლიშვილი მიმართვას ავრცელებს, რომლითაც ახალ კამპანიას იწყებს.  

გამარჯვება ყველასთვის და არა ერთეულებისთვის

როდესაც პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირი მორიგმა საპროტესტო ტალღამ მოიცვა, გაჩნდა კითხვა: შეიცვლებოდა თუ არა რაიმე პროტესტის შემდეგ?

ვალუტის კურსი

22 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8831 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.8845 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.14 თეთრი შეადგინა.
 

დავით უსუფაშვილი ოქრუაშვილთან შეთანხმებას უარყოფს

უსუფაშვილი ოქრუაშვილთან შეთანხმებას უარყოფს და ამბობს, რომ მან ივანიშვილს, უბრალოდ, გადასცა ის შეთავაზება, რაც მასთან ირაკლი ოქრუაშვილს ჰქონდა.

ქვემო სამგორში რამდენიმე მისამართზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

სამგორის რაიონის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. ქვემო სამგორში მიმდინარე სამუშაოები რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა სოსო ბურდულაძემ დაათვალიერა.

ახალქალაქის ყოფილი გამგებელი გუბერნატორმა მრჩევლად დანიშნა

პოსტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა ედუარდ აგასარიანმა ჩაიბარა.

იმერეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელ სოზარ სუბართან ერთად იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე წარადგინა. 

ვაკა გორგილაძე: ქიბარ ხალვაშის განცხადება სარედაქციო პოლიტიკის შესახებ აბსოლუტურად ადეკვატურია

„რუსთავი 2“-ის მფლობელის ქიბარ ხალვაშის განცხადებას, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობა ვიღაცის ახირებების შესრულებას არ გულისხმობს, ადეკვატურსა და რელევანტურს უწოდებს პოლიტანალიტიკოსი ვაკა გორგილაძე.

ამირან სალუქვაძე: თუ „რუსთავი 2“-ს აქვს სურვილი, რომ იყოს დამოუკიდებელი და დაბალანსებული, მაშინ ეს სურვილი ახლაა რეალიზებადი“

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშის განცხადებას აფასებს.

ვლადიმერ ბოჟაძე: ქიბარ ხალვაშმა უნდა დაიცვას „რუსთავი 2“ „ნაციონალური მოძრაობის„ გავლენებისგან და არხის დამოუკიდებლობა უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს

„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ დირექტორი ვლადიმერ ბოჟაძე  სოციალურ ქსელში ქიბარ ხალვაშის განცხადებასა და „რუსთავი 2“-ის რეაქციაზე საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს.

ბათუმში 4 არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე პოლიციამ მათი დედა და დეიდა დააკავა

შსს-მ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1997 წელს დაბადებული ა.პ. და 1984 წელს დაბადებული ქ.პ. დააკავა.

ლევან ნიკოლეიშვილი: „რუსთავი 2“-მა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ წლების განმავლობაში დამოუკიდებელი ტელევიზია კი არა, პარტიული პროპაგანდისტული მანქანა იყო

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში ქიბარ ხალვაშის განცხადებაზე „რუსთავი 2“-ის რეაქციას ეხმაურება.

შეინარჩუნე წონასწორობა - დააზღვიე სესხი

სესხის დაზღვევა იმ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას დაგიცავს, როდესაც ვეღარ ახერხებ სესხის დაფარვას. ასეთ დროს თიბისი დაზღვევა, 6 თვის განმავლობაში, შენს ნაცვლად გადაიხდის ბანკის წინაშე არსებულ ვალდებულებას.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობისთვის უსაფრთხოების დამატებითი ღინისძიებები გატარდა

რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისასა და უბისა-შორაპანის მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოები პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

სარფში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს. 

ირაკლი ოქრუაშვილმა 2014 წელს გორში, არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, ცრუ ჩვენება მისცა

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ 2014 წელს მან ბიძინა ივანიშვილთან საერთო ენის გამონახვა სცადა.

გია აბაშიძე ქიბარ ხალვაშის განცხადებაზე: „რუსთავი 2“-ის და ზოგიერთი NGO-ს რეაქცია იმის აღიარებაა, რომ „რუსთავი 2“ მედია კი არა, პოლიტიკური ბრძოლის იარაღია

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს ქიბარ ხალვაშის განცხადებასა და „რუსთავი 2“-ის რეაქციაზე.