ჩრდილოვანი ბიზნესი და მნიშვნელოვანი სტატისტიკის არარსებობა – მენაშენეები იჯარის დაბეგვრის 1%-მდე შემცირებას ითხოვენ

ბინის გაქირავება თბილისში სარფიანი ბიზნესია. ამ სეგმენტში ჩართულ ფიზიკურ პირებს 5%-იანი გადასახადი აქვთ დაწესებული, თუმცა, სხვადასხვა მონაცემით, ამ თანხას ძალიან ცოტა გამქირავებელი იხდის. 

ასეთი ეკონომიკური საქმიანობისთვის დაწესებული 20%-იანი გადასახადი რამდენიმე წლის წინათ „მენაშენეთა ასოციაციის“ ინიციატივით შემცირდა, თუმცა, მხოლოდ 5%-მდე.


„მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს, რომ მისი და მისი კოლეგების იდეა იყო იჯარის დაბეგვრის სიმბოლურ – 1%-მდე შემცირება, ვინაიდან ასეთ პირობებში გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა მაქსიმუმამდე გაიზრდება და საბიუჯეტო შემოსავლები ამ სეგმენტიდან გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ეს დღეს არის. „ანუ ბიზნესის ეს სფერო არ არის მოქცეული არც ბანკებში და სახელმწიფოც ვერ აღრიცხავს მას“, – მიიჩნევენ „მენაშენეთა ასოციაციაში“.


„მენაშენეთა ასოციაციამ“, მწირი ოფიციალური ინფორმაციის პირობებში, საკუთარი მეთოდოლოგიით გამოთვალა სტატისტიკა, რომელიც თბილისში მხოლოდ საცხოვრებელი ფართების გაქირავებას გამოსახავს:



  •    გაქირავებულია 25 000 ბინა (ზოგი გათვლებით ეს რიცხვი ბევრად მეტია)

  •    საშუალო ქირა არის 520 ლარი ($200). ცენტრში – $350, პერიფერიებში – $150

  •    წესით, თვეში ბიუჯეტში უნდა შედიოდეს 650 000 ₾ (25000X520X5%)

  •    გადასახადს, 5%-ს, იხდის მაქსიმუმ 5% (1250 გამქირავებელი), სულ რაღაც, 32 500 ლარი

  •    520 ლარის - 5% არის 26 ლარი


„თავის დროზე, როცა გაქირავებიდან კერძო პირს უნდა გადაეხადა ქირის ღირებულების 20%, არავინ არაფერს იხდიდა, ბევრი ბინა კი იყო გაქირავებული. ანუ ბიზნესის ეს სეგმენტი მთლიანად ჩრდილში იყო მოქცეული. შესაბამისად, ჩვენ ეს საკითხი დაახლოებით 5-6 წლის წინათ დავაყენეთ, რის შემდეგაც გადასახადი შემცირდა და ფიზიკური პირებისთვის 5% გახდა. ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ უფრო მეტად უნდა შემცირებულიყო ეს გადასახადი, ვითხოვდით სიმბოლურ გადასახადს“.


მენაშენეების აზრით, იმ ადამიანებს, რომლებიც ბინებს თვეში 520 ლარად აქირავებენ, უჭირთ იმ 5%-ის – 26 ლარის გადახდა, ვინაიდან ეს თანხმა ოჯახს ორი დღის განმავლობაში გამოკვებავს.


ბიზნესის ამ სეგმენტის დიდწილად ჩრდილოვან ზონაში მოქცევა (დაახლოებით 95%) უმნიშვნელოვანესი სტატისტიკური ინფორმაციის ვერშეგროვებას ნიშნავს, მათ შორის, რამდენია ბაზარზე მოთხოვნა ბინების დაქირავებაზე, რამდენი ადამიანია შიდა მიგრაციაში (ესენი არიან ძირითადად შრომითი მიგრანტები), რომელთა ლომის წილი თბილისშია თავმოყრილი და სხვ. ასეთი სტატისტიკური მონაცემები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს თბილისის სტრატეგიული განვითარების განსაზღვრის, მათ შორის სატრანსპორტო თუ სხვა ინფრასტრუქტურული რეფორმების სწორად დაგეგმვა-რეალიზაციისთვის.


შევხედოთ საქართველოში შიდა შრომითი მიგრაციის სტატისტიკას, რომლის ზუსტი მონაცემები, ისევ და ისევ ამ აღურიცხაობის გამო, არ გვაქვს. დავუშვათ, თბილისში სამუშაოდ რეგიონებიდან 100 000 ადამიანია ჩამოსული. ისიც დავუშვათ, რომ, საშუალოდ, 4 ადამიანი ერთ ბინას ქირაობს. გამოდის, გაქირავებულია 25 000 ბინა. ბინის დაქირავება თბილისში, რაიონების განსხვავებული ფასების გათვალისწინებით, საშუალოდ, 520 ლარი გამოდის თვეში. ანუ თბილისში 25 000 ბინა გაქირავებულია 520 ლარად, რაც საკმაოდ სოლიდური თანხა გამოდის. გამქირავებელი 520 ლარიდან თვეში 26 ლარს უნდა იხდიდეს, მაგრამ არ იხდის. ამიტომ ყველა, ეს 25 000 გამქირავებელიც და დამქირავებელიც, დამნაშავე გამოდის, მოქცეულია რა ჩრდილოვანი ეკონომიკის სეგმენტში.


გარდა ამისა, „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე პროცესში სამართლებრივ-სოციალურ პრობლემასაც ხედავს, რადგან, მისივე თქმით, „ამ შემთხვევაში უამრავი ადამიანი თავს არიდებს კანონით დადგენილი გადასახადის გადახდას, ანუ ეს ხალხი ავტომატურად დამნაშავედ იქცევა. ასეთ ვითარებაში ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოუძებნო ეს დარღვევა და პასუხიც აგებინო. ანუ პრაქტიკულად დამნაშავის როლშია უამრავი მოქალაქე, როგორც გამქირავებელი, ისე მოიჯარე“.


„ჩვენი პოზიციაა, ბინის გაქირავებაზე გადასახადი გახდეს 1%, ოღონდ მასზე, ვინც ამ სიმბოლურ გადასახადს აარიდებს თავს, ისეთი საჯარიმო სანქცია უნდა გავრცელდეს, რომ მნიშვნელოვნად შეეტყოს მის პირად ბიუჯეტს“, – აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.


გარდა ამისა, ირაკლი როსტომაშვილის თქმით, „ბიზნესის ამ სფეროში რეგულირება საერთოდ არ ხდება, რის გამოც უამრავი ადამიანი იღუპება ნაქირავებ ბინაში. ჩვენ ვნახეთ, როგორ გარდაიცვალა 7 კაცი ერთი გამათბობლის არასწორად დამონტაჟების გამო. თუმცა, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მოხდეს გასაქირავებელი ფართების სერტიფიცირება, ან სხვა სახის მარეგულირებელი წნეხის ქვეშ მოქცევა, მაგრამ ელემენტარული, რაც უნდა დაკმაყოფილდეს – გასაქირავებელი ფართი მოიჯარის სიცოცხლეს საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს“.


ირაკლი როსტომაშვილის აზრით, ცხადია, ასეთ ცვლილებებს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვება და ბევრი იტყვის, რომ ხალხს ვზღუდავთ – არ ვზღუდავთ! პირიქით, ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი ნორმაში იყოს, რომ ასეთი ტრაგედიები, თუნდაც როგორიც იყო ერთ ბინაში 7 კაცის დაღუპვა, აღარ მოხდეს. „ბოლოს და ბოლოს, თუ სატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერებას ვახდენთ, ბინებშიც ხომ არის უსაფრთხოების მინიმალური კომპონენტები დასაკმაყოფილებელი?!“ – ამბობს „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე.


რაც შეეხება სტატისტიკას, ასეთი ცვლილებებით რეალურ სურათს მივიღებთ, რა ხდება დედაქალაქში მიგრაციის კუთხით. ეს ყველაფრისთვის მნიშვნელოვანია – მათ შორის ტრანსპორტის მოსაწესრიგებლად და მუნიციპალიტეტის სხვა ინფრასტრუქტურის რეფორმისთვის.


დაბოლოს, „მენაშენეთა ასოციაცია“ ხელისუფლებას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:



  •    საცხოვრებელი ფართის იჯარის გადასახადი გახდეს 1%

  •    გამკაცრდეს ადმინისტრირება, არგადახდაზე დაწესდეს „დრაკონული“ ჯარიმა

  •    გათეთრდება შემოსავლები (თუნდაც ბანკში სესხის მოთხოვნის დროს)...

  •    შემოსავალი იქნება 130 000 ლარი თვეში (1 560 000 ლარი წელიწადში)

  •    შემოსავალი გაიზრდება 4-ჯერ და ქვეყანაში შემცირდება ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი.


ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გაფიცულ მაღაროელთა მოთხოვნები მოისმინა

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ პირველაშვილი 19 მაისს ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს შეხვდა.  

ლაგარდი ბახტაძეს: თქვენი ხელმძღვანელობით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა სტაბილურობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით

თქვენი ხელმძღვანელობით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა სტაბილურობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის,განათლების, ინკლუზიური ზრდის მიმართულებით.

არფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი მოწამლეს - ხალხი "არჩევნების" გადადებას ითხოვს

ოკუპირებული სოხუმის ე.წ. პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები "პრეზიდენტის არჩევნების" გადატანასა და ე.წ. პარლამენტის დეპუტატის ასლან ბჟანიას მოწამვლის ფაქტის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.  

თბილისის მერი „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში გამართულ სემინარს დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, დღეს, „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში სემინარი - "ევროპა - საქართველოს ისტორიული არჩევანი" გაიხსნა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

“Georgian Airways“-ი ამანის, ბეირუთის, დამამის, ბაჰრეინის და დუბაის მიმართულებით სეზონურ რეისებს შეასრულებს

ავიაკომპანია “Georgian Airways“-ი, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში  ამანის, ბეირუთის, დამამის, ბაჰრეინის და დუბაის მიმართულებებით მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას შეასრულებს.

ნიკოლოზ მეტრეველი: პატიოსანი საქმიანობით მილიონებს ვერ შოულობენ

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი თემურ ალასანიასა და მისი დისშვილის განცხადებების თაობაზე სოციალურ ქსელში კომენტარს აკეთებს.

გია გაბრიჭიძე: განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია თქვენი ოჯახის დამოკიდებულებამ იმ ქალბატონის მიმართ, რომლის ზუგდიდის მერად შემოტენაც გსურდათ

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ფლორიდაში მიხეილ სააკაშვილის მიერ ბინის შეძენის ფაქტთან ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.

გერმანის ტექნიკური დახმარების სამსახური ქართველ მეხანძრე-მაშველებს INSARAG-ის აკრედიტაციის მიღებისთვის რეკომენდაციებს მისცემენ

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. 

Vendoo.ge-ზე ონლაინ შოპინგი უკვე შესაძლებელია

თიბისის ელექტრონული კომერციის ახალი პლატფორმა, Vendoo.ge უკვე ამოქმედდა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მისთვის სასურველი პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად შეიძინოს.

ცქიტიშვილი: ევროკავშირთან თანამშრომლობა რეგიონულ განვითარებაში არსებული უთანაბრობის აღმოფხვრაში დაგვეხმარება

ევროკავშირთან მრავალწახნაგოვანი თანამშრომლობა გვაქვს და ეს ბუნებრივი ინტეგრაციის დასტურია იმ სივრცეში, რომელიც აღიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს და ადამიანს, როგორც ძირითად ფასეულობას, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია.  

საქართველოს ბანკმა მსოფლიოში ცნობილ, საფრანგეთის მსხვილი სტუდენტური გაერთიანების წევრებს უმასპინძლა

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, საფრანგეთის ერთ-ერთი უძველესი, კერძო სტუდენტური გაერთიანების, Olivaint-ის კონფერენციის 33 კაციან დელეგაციას უმასპინძლა.

სარფსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „წითელი ხიდი“ 14-19 მაისს ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

წითელ ხიდზე აზერბაიჯანის მოქალაქეს არადეკლარირებული ოქრო აღმოუჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში "წითელი ხიდი", 7,538.69 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 92,85 გრამი) ამოიღეს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

დიმიტრი ცქიტიშვილი: „ქართულ ოცნებას“ ქართველ საზოგადოებაში სერიოზული, ძლიერი მხარდაჭერა აქვს

პარლამენტის უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა გუშინდელი შუალედური არჩევნები შეაფასა და ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

NDI: რუსეთი და ღირებულებების დაკარგვის შიში ევროკავშირსა და ნატოს მხარდაჭერაზე გავლენას ახდენს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა მყარია.

ვოლოდიმირ ზელენსკი: პრეზიდენტი არ არის ხატი, დაკიდეთ კაბინეტებში შვილების ფოტოები

"პრეზიდენტი არ არის ხატი, დაკიდეთ კაბინეტებში შვილების ფოტოები", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში ინაუგურაციის დროს განაცხადა. 

მამუკა მდინარაძე: ეს იყო ქართველი ხალხისა და ქართველი საზოგადოების გამარჯვება 

მამუკა მდინარაძემ გუშინდელ შუალედურ არჩევნებზე ისაუბრა და ქართველ ხალხს გამარჯვება მიულოცა.

ცქიტიშვილი: გილოცავთ თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას

გილოცავთ, უკვე ტრადიციულად თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.  

ადიგენში ავტოსაგზაო შემთხვევას კაცი ემსხვერპლა

31 წლის გ.გ. მშობლიურ სოფელ მლაშეში 20 მაისს, გამთენიისას გადმოასვენეს.

ბაქოში, გამოფენაზე ქართულ სტენდზე 11 კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი

ბაქოში, აგროსამრეწველო სექტორის საერთაშორისო გამოფენის "CASPIAN AGRO 2019" ფარგლებში ქართულ სტენდზე 11 კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი.