ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რუხის, ზედაეწერისა და ჩხოუშის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებიმიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა დამერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია გაეცნენ და მოსახლეობას გაესაუბრნენ.


რუხში, ესართიასა და ზაურ თოდუას ქუჩებზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
საავადმყოფომდე მისასვლელი გზა (ესართიას ქუჩა) წლებია ავარიულ მდგომარეობაშია და მოსახლეობას უჭირს ტრანსპორტით გადაადგილება. აღნიშნული გზა მრავალპროფილურ საავადმყოფომდე მისასვლელი გზაა, რომლითაც მომავალში ადგილობრივებთან ერთად, დევნილი მოსახლეობაც ისარგებლებს.


რეაბილიტირდება 577 მეტრი სიგრძის გზა. პროექტის ღირებულება 413 990.9 ლარია.


გზა ავარიულ მდგომარეობაშია ზ. თოდუას ქუჩაზეც. გზის რეაბილიტაციით კი მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდება. სარეაბილიტაციო გზისსიგრძე 2723 მეტრს შეადგენს, სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება და მეორე ეტაპი 2020 წელს დასრულდება.


პროექტის ღირებულება 500 000 ლარს შეადგენს.


მოსახლეობასთან გიორგი შენგელიამ რუხი-რიყე-ტყაიას გზის რეაბილიტაციზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ გზის რეაბილიტაციით სამისოფლის მოსახლეობას გზის პრობლემა მოუგვარდება. აგრეთვე, რუხში საბავშვო ბაღის მშენებლობაც იგეგმება.


გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ზედაეწერისა და ჩხოუშის ადმინისტრაციულ ერთეულშიც.


ზედაეწერში გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2018 წელს განხორციელდა. 
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 400 000 ლარი დაიხარჯება.


ჩხოუშის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 ეტაპად განხორციელდება და მეორე ეტაპის სამუშაოები 2020 წელს დასრულდება. ჯამში რეაბილიტირდება 1420 მეტრი სიგრძის გზა.


პროექტის ღირებულება 500 000 ლარია.


პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთანადაფინანსებით ხორციელდება.
2019 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად მთავრობამ 50 მილიონი ლარი გამოყო.


ირაკლი ღარიბაშვილი: "ქართული ოცნება" დღეს პოლიტიკაში უალტერნატივო ძალაა

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელიც რეაგირებს შეცდომებზე და ხედავს თავის შეცდომებს, - ამის შესახ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა "იმედი LIVE"-ის ეთერში ისაუბრა. 

12 უბნის მონაცემებით, ზუგდიდში „ქართული ოცნების“ კანდიდატი იმარჯვებს

67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილი 12 უბნიდან უმრავლესობაში "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი (გეგა) შენგელია იმარჯვებს.

ირაკლი კობახიძე: ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის ოლქებში ჩვენი კანდიდატები დიდი უპირატესობით იგებენ, მთაწმინდაზე მეორე ტური იქნება

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მართველი გუნდის მონაცემებით, სამ საარჩევნო ოლქში მერის არჩევნებს „ქართული ოცნების“ კანდიდატები დამაჯერებლად იგებენ.

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.

აბასთუმანში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა

აბასთუმნის N2-ე უბანზე ხმის დათვლის პროცესი დასრულდა. საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილმა კანდიდატმა მოიპოვა. გენადი ბოლქვაძემ 584 ხმა მიიღო.

შსს: საარჩევნო უბნებთან მომხდარ ორ ინციდენტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 19 მაისის შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე პოლიციის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.

პრემიერი: თბილისში, სავარაუდოდ, გვექნება მეორე ტური (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები შეაფასა.

კონფერენცია „საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივები“ გაიმართება

ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 20-22 მაისს „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივები“.

მამუკა მდინარაძე: აბსოლუტური სიცრუეა, რომ რაღაც დამხშობები, მფრინავი თეფშები და უცხოპლანეტელები იყვნენ ზუგდიდში რომელიღაც შტაბთან

„ძალიან გთხოვთ, ასეთი არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან შევიკავოთ თავი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი: „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაურ დარგალმა დამაჯერებლად გაიმარჯვა

ასეთი მშვიდი არჩევნები მარნეულში აქამდე არ ყოფილა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაურ დარგალმა მარნეულში დამაჯერებლად გაიმარჯვა, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი სესიაშვილმა.

უჯარმაში სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის შუალედურ არჩევნებში სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა.

აბასთუმანში პირველი საჩივარი დაიწერა

აბასთუმნის #2 უბანზე "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა. თეონა მაისურაძემ პროცედურული დარღვევა დააფიქსირა.

პანკისში 577 ხმით სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა

ხალაწანის თემის შუალედურ არჩევნებში პანკისში 577 ხმით სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა. პირველადი მონაცემებით, როსტომ ალხანაშვილს არჩევნებში 93-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.

ირაკლი კობახიძე: დიდი უპირატესობით იგებენ ჩვენი კანდიდატები (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით ,,ქართული ოცნების" კანდიდატები, ყველა ოლქში დამაჯერებლად იგებენ არჩევნებს. 

დავის მედიატორის მიმართვა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციისა და გაფიცული დასაქმებულებისადმი

მედიატორმა კიდევ ერთხელ მიაწოდა დავის მხარეებს ინფორმაცია მედიაციაში მონაწილეობის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ.

საოლქო საარჩევნო კომისიებში 89 საჩივარი დაიწერა

ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანი მიქელაძემ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ ხმის დათვლის პროცედურას ხელი არ შეუშალონ.

მამუკა მდინარაძე: საზოგადოებამ რეალურად ნახა, რომ დღეს არჩევნები იყო მშვიდ ვითარებაში

„არჩევნები ჩატარდა ისე, როგორც უნდა ჩატარებულიყო ეს კანონის ფარგლებში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ჭიათურაში საჩივარი არც ერთ უბანზე არ დაწერილა

ჭიათურის საარჩევნო ოლქში, 58-ვე საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცედურა მიმდინარეობს.

სოზარ სუბარი: ამ წუთებში მე რა ინფორმაციაც მაქვს ჩვენი კოორდინატორებისგან, მეორე ტური არ უნდა იყოს

„ამ წუთებში მე რა ინფორმაციაც მაქვს ჩვენი კოორდინატორებისგან, მეორე ტური არ უნდა იყოს“, – ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა.

ხულოს 84 ოლქში 54 საარჩევნო უბანი ზუსტად რვა საათზე დაიხურა

ხუთი საათის მონაცემებით, ხულოში ამომრჩეველთა აქტივობა საარჩევნო უბნებზე 50%-ზე მეტია. ამ დროისთვის, ოლქში 17 საჩივარია დაფიქსირებული. ყველა მათგანი პროცედურულ დარღვევებს ეხება, რაც საარჩევნო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.