ფინანსდება თუ არა საქართველოს სამეფო სახლი ბიუჯეტიდან და საიდან აქვს სამეფო ოჯახს ქონება?

საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონის უფლებების დამცველი ლევან ჩხეიძე "პირველთან" საუბარში ამბობს, რომ საქართველოს სამეფო სახლის მთავრი შემოსავალი მემკვიდრეობით მიღებული სოლიდური ქონებაა.

 

მისივე თქმით, დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონი გადასახადების ისეთივე გადამხდელია, როგოც საქართველოს ნებისმიერი სხვა მოაქლაქე და ის არანაირი შეღავათებით არ სარგებლობს.


"სამეფო ოჯახი არ ფინანსდება საქართველოს ბიუჯეტიტად, დავით ბაგრატიონს აქვს მემკვიდრეობით მიღებული საკმაოდ სოლიდური ქონება და ის ამ ქონებით ცხოვრობს. მამამისი იყო  FIAT- ის სახე და ცნობილი ავტომრბოლელი. დავითის ნათესავები ბების მხრიდან არიან FIAT-ის თანადამფუძნებლები. მათ საზღვარგარეთ აქვს სამკვიდრო მიღებული მამისა და ბაბუის მხრიდან და შესაბამისად ამ მემკვიდრეობით ცხოვრობს, რაც შეეხება საქართველოს სამეფო სახლის ფონდს, ის ემსახურება საქველმოქმედო საქმიანობას, სახალხო დიპლომატიასა და ნიჭიერი ახალგაზრდების დაფინანსებას", - განუცხადა "პირველს" ლევან ჩხეიძემ. 



დავითი ბაგრატიონი არის გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანელის და მარია დე ლას მერსედესი-ის მეორე ვაჟი.


დავითს ჰყავს უფროსი და მარია ანტუანეტა, უფროსი ძმა ირაკლი და ერთი უმცროსი ნახევარ ძმა, გურამი (უგო). დავითი თბილისში დასახლდა 2003 წელს, ხოლო 2004 წელს გააფორმა ორმხრივი მოქალაქეობა საქართველოსთან.


 


 


 


 


 


 


გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანელი (დავითის მამა) დაიბადა რომში, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელისა ოჯახში. დედამისი, გრაფის ქალი მარი ანტუანეტ პასკუინი (Maria Antonietta Pasquini) მშობიარობის დროს გარდაიცვალა. ხორხემ მემკვიდრეობით მიიღო მამისგან საქართველოს სამეფო სახლის თავკაცობა 1977 წელს. 1959 წლიდან ჩაბმული იყო ავტომოტო სპორტში. ორჯერ წარუმატებლად სცადა ფორმულა ერთში მოხვედრა (1968, 1974), მაგრამ მოიგო 1979 და 1981 წლების ესპანეთის რალის ჩემპიონატები (ასპარეზობდა "ლანჩია სტარტოსით", Lancia Stratos HF). 1982 წლებში მან საბოლოოდ მიატოვა სპორტი.


ხორხე ბაგრატიონი თავის ისტორიულ სამშობლოს პირველად 1995 წელს ეწვია მამამისის ნეშტის ქართული მიწისთვის მისაბარებლად. ამის შემდეგ იგი არაერთხელ ესტუმრა საქართველოს, სადაც მისი ვაჟი, დავითი, გადმოსახლდა. უკანასკნელი ვიზიტის დროს, 2008 წლის 16 იანვარს, ხორხე ბაგრატიონი გარდაიცვალა თბილისში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად. იგი დაკრძალს მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 2008 წლის 20 იანვარს.








ავარია თბილისში - ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა

თბილისში, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ავარია მოხდა. ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ბათუმში გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი საავადმყოფოსთან აქციას მართავს

ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის ქალის ოჯახი რეფერალურ საავადმყოფოსთან აქციას მართავს. 
 

სოფიო ქაცარავა: საქართველო წელს ნატო-ს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა, რასაც გენერალური მდივნის ვიზიტი ადასტურებს

საქართველო წელს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა ალიანსის მხრიდან, - ასე ეხმაურება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ხვალ დაგეგმილ ვიზიტს.

საქართველოს ხვალ ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა

საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა. იენს სტოლტენბერგი თბილისში 24 მარტს ჩამოვა. ოფიციალურ შეხვედრებს კი, 25 მარტს დაიწყებს.

დღეს ,,დინამო არენაზე" საქართველო -შვეიცარიის მატჩი გაიმართება

თბილისის "დინამო არენაზე", საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებს დღეს, 18:00 საათზე დაუპირისპირდება.

რიმა ბერაძემ და ზურაბ ჩიკვილაძემ ხუდადოვის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა რიმა ბერაძემ და გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ ხუდადოვის ქუჩაზე ასფალტის დაგების სამუშაოები დაათვალიერეს.

საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს აფრთხილებს

,,დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

ლაგოდეხის სოფელ ჰერეთისკარში 33 წლის კაცმა თავი ჩამოიხრჩო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში 33 წლის კაცმა თავი ჩამოიხრჩო.

რაჭაში ორი თვის წინ დაკარგული ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

რაჭაში დაკარგული შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი კურორტ შოვთან ახლოს, ტყეში აღმოაჩინეს. აღნიშნული ფაქტი ,,პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ბათუმში კერძო საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და თანამშრომლები აღსრულების პოლიციამ გამოასახლა

კერძო საბავშვო ბაღ "ჯადოსნური სამყაროდან", რომელიც ბათუმის მერიის ბალანსზე არსებულ შენობაში რამდენიმე წელია ფუნქციონირებს, აღსაზრდელები და თანამშრომლები აღსრულების პოლიციამ გამოასახლა.

ახმეტაში ყალბი ასლარიანების გასაღების ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყალბი ფულის ჯგუფურად შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 2 პირი დააკავა.

ბრიტანელი ჟურნალისტები კურორტ გოდერძის სტუმრობდნენ

აჭარას სპორტული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით წამყვანი ბრიტანული მედიასაშუალებების ჟურნალისტები სტუმრობდნენ.

შვედეთში ქართული პოეზიის საღამო გაიმართა

საქართველოს საელჩოს ჩართულობით, საერთაშორისო პოეზიის დღეს, სტოკჰოლმში, შვედეთის მწერალთა სახლში, ქართული პოეზიის საღამო გაიმართა.

დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში საქართველოს ელჩი ბელფასტს ეწვია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თამარ ბერუჩაშვილისა და საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის ეკატერინე კოკაიას პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ ირლანდიაში, ქ. ბელფასტში 20-23 მარტს გაიმართა.

ყაზახეთში საქართველოს ელჩი მანგისტაუს ოლქს ეწვია

ყაზახეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ აბაშიძე მანგისტაუს ოლქს ეწვია.

 

ზუგდიდელი თენგიზ გაბედავას ოჯახი საფრანგეთიდან ცხედრის გადმოსვენებას ითხოვს

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული თენგიზ გაბედავას ოჯახი ცხედრის გამოსვენებისთვის დახმარებას ითხოვს.

სენაკში ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

სენაკში, შხეფის დასახლებაში მომხდარი ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ორი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ორი ფაქტი გამოავლინეს.

ყაზახეთის დედაქალაქს ნურსულთანი ოფიციალურად ეწოდა

ყაზახეთის დედაქალაქს ნურსულთანი ოფიციალურად დაერქვა. ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, საკიმ-ჟომარტ ტოკაევმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

საქართველოს საელჩო ,,ყვითელჟილეტიანების" აქციების გამო, საფრანგეთში მყოფ ქართველებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

ექსპერტი: ასე იქმნება ფეიკ ნიუსები, მყარდება პოლიტიკურ და პარტიულ მესიჯებზე აგებული სტერეოტიპები

ექსპერტი გურამ ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში ე.წ. ფეიკ ნიუსების თემას ვრცელი პოსტით ეხმაურება: