ზალკალიანმა დიპკორპუსის წარმომადგენელებს ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. 

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ინფორმაციის მიწოდება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით.


საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ 10 მარტს, საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია უკანონოდ დააკავეს საოკუპაციო ხაზზეაფხაზეთისრეგიონში და გადაიყვანეს რუსეთის სამხედრო ბაზაზე სოფელ ნაბაკევში, სადაც დაფიქსირდა მისი გარდაცვალების ფაქტი. დავით ზალკალიანმააღნიშნა, რომსაქართველოს მოქალაქის ცხედარი გადმოსვენებულია საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზედა ლევან სამხარაულის სახელობისექსპერტიზის ეროვნული ბიურო ატარებს შესაბამის ექსპერტიზას, რათადადგინდეს ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ობიექტური გარემოებები.


საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს მიმართა თხოვნით, რომ სათანადო შეფასება მისცენ საქართველოსოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისუხეშად შელახვისა და სიცოცხლის ხელყოფის გახშირებულ ფაქტებს. დავითზალკალიანმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტენდენცია კიდევ ერთხელ მიუთითებს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერისა და სიაში შესულ პირებზეშემზღუდავი ზომების ამოქმედების აუცილებლობას, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშიდარღვევისა და ეთნიკური ნიშნით ძალადობის ფაქტების პრევენცია.


შეხვედრის შემდეგ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელისაბეტ რუდმა აღნიშნა, რომ აშშ დაელოდება უფრო მეტი დეტალის გამომჟღავნებას და გამოძიების შედეგებს, თუმცა მანამდე საჭიროა კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს საქართველოს მიმართ მტკიცე საერთაშორისო მხარდაჭერა.


„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენება ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა გუშინ ვაშინგტონში, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მოქალაქეების თვითნებური დაკავებისა და სიცოცხლის მოსპობის ფაქტებს რუსულ და დეფაქტო ხელისუფლების ციხეებში, როგორც ცხინვალის რეგიონში ისე აფხაზეთის ტერიტორიებზე. ამჯერად სახეზე გვაქვს ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება, რომელიც კიდევ ერთი ტრაგიკული მოვლენაა. აშშ დაელოდება უფრო მეტი დეტალის გამომჟღავნებას და გამოძიების შედეგებს, თუმცა მანამდე საჭიროა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ საერთაშორისო მოლაპარაკებებში და სხვა სახის ფორმატებში, რათა გარანტირებულ იქნას გადაჭრილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები და დავარწმუნოთ რუსეთი შეასრულოს 2008 წელს მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პირობა, მათ შორის ჯარების გაყვანის პირობა საქართველოს ტერიტორიებიდან“ - განაცხადა ელიზაბეტ რუდმა.


საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პასკალ მუნიემ შეხვედრის დასრულების შემდეგ იმედი გამოხატა, რომ საქმის გამოძიება იქნება გამჭირვალე და კეთილსინდისიერი, რომელიც დაადგენს სიმართლეს.


„პირველ რიგში მინდა გულწრფელად მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. ყოველ ჯერზე, როდესაც ადგილი აქვს მსგავს შემთხვევებს ეს წარმოადგენს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ უაღრესად შეშფოთებულები ვართ. დიდი იმედი გვაქვს, რომ გამოძიება, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს იქნება გამჭირვალე კეთილსინდისიერი და დადგინდება რეალობაში რა მოხდა.  იმიტომ რომ მედიიდან ძალიან სხვადასხვაგვარი ინფორმაცია მოდის, მაგალითად თვითმკვლელობის, სასტიკად ცემის თუ სხვა ფაქტების შესახებ, რაც გარკვეულ დაბნეულობას იწვევს. თუმცა ფაქტი, რომ ახალგაზრდის გარდაცვალება მოხდა რუსეთის სამხედრო ბაზაზე არის საგულისხმო ინფორმაცია და საჭიროა გამახვილდეს ამაზე ყურადღება“ - აღნიშნა პასკალ მუნიემ.


მითი რუსეთ-თურქეთის დაახლოების შესახებ მითადვე დარჩა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი ზურა ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერიოდში რუსეთ-თურქეთის დაახლოებას პერსპექტივა არ აქვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გუგუტიანთკარში შექმნილი ვითარება ეუთო-ს მოქმედთავმჯდომარესთან განიხილა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგანგებო ვითარებაში გამართა სატელეფონო ზარი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან - სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩეკთან.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ანგარიშები დაყადაღდა

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში
შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო, პოლიტიკოსს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის
საქართველოს ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაყადაღდა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით გრაფიტის ფესტივალი გაიმართება

ჭიათურაში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე კედელი, რომელიც აკაკი წერეთლის სახელობის თეატრთან მდებარეობს, გრაფიტებით მოიხატება. ნახატები თეატრთან და მაღაროელებთან ასოცირებულ თემატიკაზე შეიქმნება.

ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა

19 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9225 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9232 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.07 თეთრი შეადგინა.
  

საქართველოს ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსევს ისრაელსა და საქართველოს ისტორიულ მეგობრობას და აღნიშნეს ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით ორმხრივითანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების და განვითარების მნიშვნელობა.

უბნები, სადაც ხვალ ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტვუაში ოკუპაციასა და უკანონო ბორდერიზაციზე ისაუბრებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 22 აგვისტოს ლიეტვუას რესპუბლიკას ეწვევა.

ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარის მოვლენებზე : ეს უნდა დასრულდეს

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონოდ ე.წ. საზღვრის გავლების პროცესს ეხმაურება. 

ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, ვიქტორ ნოზაძის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.

ჰოლივუდთან ახალ პროექტებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

"აწარმოე საქართველოშის" დირექტორი, მიხეილ ხადურელი თბილისში "ფორსაჟი 9"-ის გადაღებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნულ ფაქტს "ჰოლივუდის მიერ საქართველოსთვის მწვანე შუქის ანთებად" აფასებს.

მიხეილ ხიდურელი: ვულოცავ ყველას! ჰოლივუდმა, როგორც ინდუსტრიამ, საქართველოს მწვანე შუქი აუნთო

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი სოციალურ ქსელში საქართველოში „ფორსაჟი 9“-ის გადაღებების მნიშვნელობაზე საუბრობს.

ბიძინა გეგიძემ შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის დაბარებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"ოპოზიციას აქვს ერთადერთი მიზანი, ძირი გამოუთხარონ ქვეყანას და ჩაითრიონ ის სამხედრო პროვოკაციაში"

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის პროვოკაციული ქმედებებით ხდება ოკუპაციის ხელშეწყობა და ეს ემსახურება რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე

მაშველებმა შავ ზღვაზე 6 ადამიანი დახრჩობას გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით მაშველებმა დღეს დილიდან შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 6 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. 

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქე ზღვაში დაიხრჩო

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთის სანაპიროზე რუსეთის მოქალაქე, 32 წლის ქალი დაიხრჩო. 

თბილისის მერია მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ციფრულ და ონლაინ მედიამარკეტინგში უფასოდ დაატრენინგებს

თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი "ღამის ლაბორატორიის" ღონისძიებათა სერიის ფარგლებში, ბიზნეს აქსელერატორ "სპარკთან" ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს უფასო ტრენინგების სერიას ციფრულ და ონლაინ მედიამარკეტინგში.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ხანძარია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში ცეცხლი ბუჩქნარს და ეკალ-ბარდს გაუჩნდა.

გორის მერი: რუს ფორმიანებთან მივედი, დაველაპარაკე და ზურგი შემაქციეს

„რუს ფორმიანებთან მივედი, დაველაპარაკე რომ ეს არის უკანონობა რასაც ქართულ მიწაზე აკეთებენ, ზურგი შემაქციეს“,-ამის შესახებ გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა.

ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებული დ.კ. დამნაშავედ ცნო.

გუგუტიანთკარში რუსი სამხედროები დაბრუნდნენ

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს.