სალომე ზურაბიშვილი: სამწუხაროა, რომ მთიანი ყარაბაღიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთში, „სამხრეთ ოსეთში“ და აყენებენ საკითხს, თითქოს ეს მსგავსი კონფლიქტებია

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების თანამშრომლობა კონფლიქტების საკითხში.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრისას განაცხადა. 


როგორც სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, მსგავსი ვიზიტები მნიშვნელოვანია და ეს ურთიერთობები განსაკუთრებულია ორივე ქვეყნისათვის და დაფუძნებულია საერთო ისტორიაზე, სულიერ ღირებულებებზე და ძალიან აქტიურია ყველა სფეროში, როგორც სამეცნიერო, ასევე კულტურულ და სამეცნიერო საკითხებში.


,,ტრადიციულად ჩვენ გვქონდა მჭიდრო საპარლამენტო ურთიერთობები და დღესაც ვავითარებთ მას.
ამ ეტაპზე ჩვენს ასამბლეაში ყალიბდება საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელიც ქალბატონი აზარიანი იქნება, ასამბლეის ვიცესპიკერი. ჩვენი მყარი და მდგრადი კავშირები შესაძლებლობას გავძლევს ვითანამშრომლოთ საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც ჩვენი მოსაზრებები უამრავ საკითხებში თანხვედრაშია და მხარს ვუჭერთ ერთმანეთს. მაგალითად, სომხური დელეგაცია თავს იკავებს ხმის მიცემისგან, ისეთ საკითხში, რომელიც საქართველოს ინტერესების დაზიანებას ეხება. მთიანი ყარაბახის კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს. ეს მომდინარეობს ყველას ინტერესიდან", - აღნიშნა მირზოიანმა.


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტების ურთიერთთანამშრომლობა.


,,თქვენ ასევე ახსენეთ ჩვენი თანამშრომლობა კონფლიქტების საკითხში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კონფლიქტები, ალბათ, ჩვენი რეგიონისთვის არის ის, რაც ყველაზე მეტად აფერხებს ჩვენს ერთობლივ წინსვლას. როგორც იცით, საქართველოში არის ორი ოკუპირებული ტერიტორია და ჩვენთვის, თუ ვსაუბრობთ ქვეყნის ინტერესებზე, მთავარი და ერთადერთი ინტერესია, რომ ეს ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული, და აღიარებული არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფაქტობრივად. ამ მხრივ ძალიან სამწუხაროა, როცა მთიანი ყარაბახიდან დელეგაციები ჩამოდიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და თავად აყენებენ საკითხს, თითქოსდა ეს არის ერთიდაიგივე ტიპის კონფლიქტები და რაღაც სიმეტრიას ეძებენ, ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და მტკივნეულია. ჩვენ ვთვლით, რომ აქ არ არის ის კეთილგანწყობა, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უნდა არსებობდეს",- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთში სომხური ეკლესიების საკითხსაც შეეხო, რომელიც გადაცემულია რუსეთის მიტროპოლიტის დაქვემდებარებაში, რაც კანონის შესაბამისად, ასევე, ჩვენი ტერიტორიული სუვერენობის ძალიან დიდი დარღვევაა.


,,ჩვენც თქვენსავით ვთვლით და ეს ჩვენი ურყევი პოზიციაა, რომ ამ კონფლიქტების გადაწყვეტა შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით.

ჩვენ ამ პოლიტიკის ურყევი მიმდევრები ვართ, არ ვცვლით მას და არ გვგონია, რომ არსებობდეს სხვა ალტერნატივა ამ რეგიონში.


ყველაფერი, რაც ამძაფრებს ამ კონფლიქტებს და უფრო რთულს ხდის მათ გადაწყვეტას ჩვენი რეგიონის ინტერესების წინააღმდეგ მიდის.


ამ კონფლიქტების გადაწყვეტის ერთადერთი გზა, ჩვენი პარტნიორების უფრო მაღალი დონის პოლიტიკური ჩარევაა.


საამწუხაროდ, ახსენეთ თქვენ მინსკის ჯგუფი და ასევე, ჩვენთან მიმართებაში არსებობს ჟენევის ფორმატი, რომლებიც მეტნაკლებად გადასულები არიან რაღაც ტექნიკურ საკითხებზე და არ არიან იმ პოლიტიკური დონის გადაწყვეტილებების მიმღები, რომლებმაც დღეს შეიძლება რამე გარდატეხა შემოიტანონ ამ სიტუაციაში.


მგონია, რომ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რომ საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით, ამ კონფლიქტების გადაწყვეტის ახალ ეტაპს მივაღწიოთ.


თუ არა, მაშინ ყველაფერი რაზეც ვსაუბრობთ: ეკონომიკური წინსვლა, სტაბილურობა, უფრო მეტი ურთიერთობა და მათი გაღრმავება, სატრანსპორტო და ლოგისტიკის ქსელების განვითარება ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან მხოლოდ სიტყვიერი განაცხადებია.


საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ წარმოშობით სომხები და აზერბაიჯანელები და ჩვენთვის შეიძლება ისევე მტკივნეული იყოს ეს კონფლიქტი, როგორც თქვენთვისაა, რადგან კონფლიქტი რომ გადმოვიდეს ჩვენს ტერიტორიაზე, ეს საქართველოსთვის დამანგრეველი იქნება.


ასე რომ, ამ კუთხით, მე მგონია, ჩვენი ინტერესები ძალიან ნათელია და არავისთვის არაფრის ახსნა გვჭირდება, რომ ეს არის საქართველოსთვის უალტერნატივო პოლიტიკა, რომ მისი კონფლიქტები, მის ტერიტორიაზე არსებული ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი გადაწყდეს მშვიდობიანად და ასევე, ის კონფლიქტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არაა, მაგრამ, რომლის გადმოტანა შეიძლება იყოს დამანგრეველი საქართველოსთვის, ისიც უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით",-  აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნულ ასამბლეაში შეხვედრაზე.


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.


 


ბერლინში ქართულ-გერმანული შერეული კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა

ბერლინში, კულტურის სფეროშიქართულ-გერმანული შერეული კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა.

ავარია თბილისში - ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა

თბილისში, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ავარია მოხდა. ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ბათუმში გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი საავადმყოფოსთან აქციას მართავს

ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის ქალის ოჯახი რეფერალურ საავადმყოფოსთან აქციას მართავს. 
 

სოფიო ქაცარავა: საქართველო წელს ნატო-ს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა, რასაც გენერალური მდივნის ვიზიტი ადასტურებს

საქართველო წელს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა ალიანსის მხრიდან, - ასე ეხმაურება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ხვალ დაგეგმილ ვიზიტს.

საქართველოს ხვალ ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა

საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა. იენს სტოლტენბერგი თბილისში 24 მარტს ჩამოვა. ოფიციალურ შეხვედრებს კი, 25 მარტს დაიწყებს.

დღეს ,,დინამო არენაზე" საქართველო -შვეიცარიის მატჩი გაიმართება

თბილისის "დინამო არენაზე", საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებს დღეს, 18:00 საათზე დაუპირისპირდება.

რიმა ბერაძემ და ზურაბ ჩიკვილაძემ ხუდადოვის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა რიმა ბერაძემ და გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ ხუდადოვის ქუჩაზე ასფალტის დაგების სამუშაოები დაათვალიერეს.

საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს აფრთხილებს

,,დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

ლაგოდეხის სოფელ ჰერეთისკარში 33 წლის კაცმა თავი ჩამოიხრჩო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში 33 წლის კაცმა თავი ჩამოიხრჩო.

რაჭაში ორი თვის წინ დაკარგული ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

რაჭაში დაკარგული შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი კურორტ შოვთან ახლოს, ტყეში აღმოაჩინეს. აღნიშნული ფაქტი ,,პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ბათუმში კერძო საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და თანამშრომლები აღსრულების პოლიციამ გამოასახლა

კერძო საბავშვო ბაღ "ჯადოსნური სამყაროდან", რომელიც ბათუმის მერიის ბალანსზე არსებულ შენობაში რამდენიმე წელია ფუნქციონირებს, აღსაზრდელები და თანამშრომლები აღსრულების პოლიციამ გამოასახლა.

ახმეტაში ყალბი ასლარიანების გასაღების ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყალბი ფულის ჯგუფურად შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 2 პირი დააკავა.

ბრიტანელი ჟურნალისტები კურორტ გოდერძის სტუმრობდნენ

აჭარას სპორტული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით წამყვანი ბრიტანული მედიასაშუალებების ჟურნალისტები სტუმრობდნენ.

შვედეთში ქართული პოეზიის საღამო გაიმართა

საქართველოს საელჩოს ჩართულობით, საერთაშორისო პოეზიის დღეს, სტოკჰოლმში, შვედეთის მწერალთა სახლში, ქართული პოეზიის საღამო გაიმართა.

დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში საქართველოს ელჩი ბელფასტს ეწვია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თამარ ბერუჩაშვილისა და საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის ეკატერინე კოკაიას პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ ირლანდიაში, ქ. ბელფასტში 20-23 მარტს გაიმართა.

ყაზახეთში საქართველოს ელჩი მანგისტაუს ოლქს ეწვია

ყაზახეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ აბაშიძე მანგისტაუს ოლქს ეწვია.

 

ზუგდიდელი თენგიზ გაბედავას ოჯახი საფრანგეთიდან ცხედრის გადმოსვენებას ითხოვს

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული თენგიზ გაბედავას ოჯახი ცხედრის გამოსვენებისთვის დახმარებას ითხოვს.

სენაკში ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

სენაკში, შხეფის დასახლებაში მომხდარი ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ორი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ორი ფაქტი გამოავლინეს.

ყაზახეთის დედაქალაქს ნურსულთანი ოფიციალურად ეწოდა

ყაზახეთის დედაქალაქს ნურსულთანი ოფიციალურად დაერქვა. ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, საკიმ-ჟომარტ ტოკაევმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

საქართველოს საელჩო ,,ყვითელჟილეტიანების" აქციების გამო, საფრანგეთში მყოფ ქართველებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.