პიტერ თირინგი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ვენის სადაზღვევო ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის დანერგვისას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

პიტერ თირინგის თქმით, რომელიც ამავე დროს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, არსებობს რისკი, რომ ამ პერიოდში გამოჩნდნენ არასანდო კომპანიები, რომლებიც მხოლოდ მოგების მიღების მიზნით შემოვლნენ ბაზარზე, გარკვეული თანხის მიღების შემდეგ კი მალევე გაქრებიან, რაც ქართულ სადაზღვევო ინდუსტრიას დიდ ზიანს მიაყენებს.


"მნიშნელოვანია, რომ ზედამხედველობის სამსახურმა თვალყური ადევნოს და დაინახოს თუ რა ოდენობის კაპიტალი შემოდის სადაზღვევო ბაზარზე, ასევე ნახოს, რომ აღნიშნული კაპიტალი გრძელვადიანი პერიოდით იდება ქვეყანაში და მოკლევადიან პერიოდში მოგების მიღებაზე არ არის მხოლოდ ორიენტირებული, რისი მაგალითებიც ძალიან ბევრია მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე. საქართველომ ისეთ ინვესტორებზე უნდა მოახდინოს ფოკუსირება, რომლებიც გრძელვადიანი პერსპექტივით უყურებენ ქვეყნის სადაზღვევო ბაზარზე ინვესტირებას. აქ კონკრეტულად ვგულისხმობ სავალდებულო დაზღვევის ბაზარს. ბევრი არაკეთილსინდისიერი ან ნაკლებად პროფესიონალური კომპანია შეიძლება გაჩნდეს, რომლებიც ვერ შეძლებენ ვალდებულების შესრულებას ან უბრალოდ კაპიტალს დააგროვებენ და მერე გაქრებიან, მათი ვალდებულებები კი ჩვენ, ბაზრის მოანწილეებმა უნდა გავისტუმროთ და ეს დიდი პრობლემა იქნება სექტორისთვის. ჩვენს 24 ქვეყანაში გვაქვს ბიზნესი და გვაქვს ეს სამწუხარო გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და ამიტომ სიფრთხილისკენ მოვუწოდენ ზედამხედველობის სამსახურს, რომ არ დაუშვას მსგავსი მოთამაშეების გაჩენა ბაზარზე",- განაცხადა თირინგმა.


შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისში, დაზღვევის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის მთავარი განსახილველი თემა ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა იყო.


 ღონისძიებაზე, ქართული და საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების პირველმა პირებმა,  საქართველოს სადაზღვევო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე სიახლეებზე,   ბაზრის ზრდაზე,  ინვესტიციების მოზიდვასა და სადაზღვევო სისტემაში სხვადასხვა საერთაშორისო ქვეყნის გამოცდილებაზე ისაუბრეს.


ბერლინში ქართულ-გერმანული შერეული კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა

ბერლინში, კულტურის სფეროშიქართულ-გერმანული შერეული კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა.

ავარია თბილისში - ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა

თბილისში, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ავარია მოხდა. ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ბათუმში გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი საავადმყოფოსთან აქციას მართავს

ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის ქალის ოჯახი რეფერალურ საავადმყოფოსთან აქციას მართავს. 
 

სოფიო ქაცარავა: საქართველო წელს ნატო-ს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა, რასაც გენერალური მდივნის ვიზიტი ადასტურებს

საქართველო წელს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა ალიანსის მხრიდან, - ასე ეხმაურება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ხვალ დაგეგმილ ვიზიტს.

საქართველოს ხვალ ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა

საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა. იენს სტოლტენბერგი თბილისში 24 მარტს ჩამოვა. ოფიციალურ შეხვედრებს კი, 25 მარტს დაიწყებს.

დღეს ,,დინამო არენაზე" საქართველო -შვეიცარიის მატჩი გაიმართება

თბილისის "დინამო არენაზე", საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებს დღეს, 18:00 საათზე დაუპირისპირდება.

რიმა ბერაძემ და ზურაბ ჩიკვილაძემ ხუდადოვის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა რიმა ბერაძემ და გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ ხუდადოვის ქუჩაზე ასფალტის დაგების სამუშაოები დაათვალიერეს.

საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს აფრთხილებს

,,დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

ლაგოდეხის სოფელ ჰერეთისკარში 33 წლის კაცმა თავი ჩამოიხრჩო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში 33 წლის კაცმა თავი ჩამოიხრჩო.

რაჭაში ორი თვის წინ დაკარგული ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

რაჭაში დაკარგული შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი კურორტ შოვთან ახლოს, ტყეში აღმოაჩინეს. აღნიშნული ფაქტი ,,პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ბათუმში კერძო საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და თანამშრომლები აღსრულების პოლიციამ გამოასახლა

კერძო საბავშვო ბაღ "ჯადოსნური სამყაროდან", რომელიც ბათუმის მერიის ბალანსზე არსებულ შენობაში რამდენიმე წელია ფუნქციონირებს, აღსაზრდელები და თანამშრომლები აღსრულების პოლიციამ გამოასახლა.

ახმეტაში ყალბი ასლარიანების გასაღების ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყალბი ფულის ჯგუფურად შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 2 პირი დააკავა.

ბრიტანელი ჟურნალისტები კურორტ გოდერძის სტუმრობდნენ

აჭარას სპორტული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით წამყვანი ბრიტანული მედიასაშუალებების ჟურნალისტები სტუმრობდნენ.

შვედეთში ქართული პოეზიის საღამო გაიმართა

საქართველოს საელჩოს ჩართულობით, საერთაშორისო პოეზიის დღეს, სტოკჰოლმში, შვედეთის მწერალთა სახლში, ქართული პოეზიის საღამო გაიმართა.

დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში საქართველოს ელჩი ბელფასტს ეწვია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თამარ ბერუჩაშვილისა და საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის ეკატერინე კოკაიას პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ ირლანდიაში, ქ. ბელფასტში 20-23 მარტს გაიმართა.

ყაზახეთში საქართველოს ელჩი მანგისტაუს ოლქს ეწვია

ყაზახეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ აბაშიძე მანგისტაუს ოლქს ეწვია.

 

ზუგდიდელი თენგიზ გაბედავას ოჯახი საფრანგეთიდან ცხედრის გადმოსვენებას ითხოვს

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული თენგიზ გაბედავას ოჯახი ცხედრის გამოსვენებისთვის დახმარებას ითხოვს.

სენაკში ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

სენაკში, შხეფის დასახლებაში მომხდარი ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ორი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ორი ფაქტი გამოავლინეს.

ყაზახეთის დედაქალაქს ნურსულთანი ოფიციალურად ეწოდა

ყაზახეთის დედაქალაქს ნურსულთანი ოფიციალურად დაერქვა. ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, საკიმ-ჟომარტ ტოკაევმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

საქართველოს საელჩო ,,ყვითელჟილეტიანების" აქციების გამო, საფრანგეთში მყოფ ქართველებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.