პარლამენტში სასწავლო ცენტრის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო  გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

პარლამენტში სასწავლო ცენტრის განვითარების სტრატეგიის (2019-2024) და სამოქმედო  გეგმის(2019-2020) პრეზენტაცია გაიმართა.

„დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის. საგანმანათლებლო და სასწავლო ცენტრის განვითარების კუთხით ჩვენ ახალ ფურცელს ვშლით საქართველოს პარლამენტის ისტორიაში და ვიწყებთ იმ პროგრესისკენ მსვლელობას, რომელზეც ბოლო ერთი წლის განმავლობაში პარლამენტის მთელი აპარატი და კონკრეტულად სასწავლო ცენტრი პარტნიორ, დონორ და მეგობარ ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობდა და ემზადებოდა სწორედ ამ დღისთვის“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ.


მისივე თქმით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და დიდი ბრიტანეთის მთავრობა მდგრად მხარდაჭერას ახორციელებს საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის შემდგომი გაძლიერების კუთხით.


როგორც პარლამენტის აპარატის უფროსმა აღნიშნა, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით დაიწყო პროექტი, რომელმაც შესაძლებელი გახადა სასწავლო ცენტრი თავისი ფუნქციებით და საქმიანობით ახალ მასშტაბებზე  გადასულიყო.


„ნებისმიერი რეფორმა, ნებისმიერი სიახლის დანერგვა, ნებისმიერ ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით გადადგმული ნაბიჯი სასწავლო ცენტრის სიძლიერეზეა დამოკიდებული; სასწავლო ცენტრს თავისი მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ამ პროცესებში. სწორედ ამიტომ, ჩვენ პირველივე დღიდან დავიწყეთ განსაკუთრებული აქცენტების გაკეთება სასწავლო ცენტრის განვითარებაზე და გაძლიერებაზე. ჩვენ გვაქვს პირველი შედეგები და ამით ძალიან ვამაყობთ, თუმცა ის დოკუმენტი, რომელიც თქვენს სამსჯავროზეა წარმოდგენილი, ძალიან ამბიციური გეგმების წარმოსახვის შესაძლებლობას გვაძლევს“,-განაცხადა პარლამენტის აპარატის უფროსმა.


პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ილია ნაკაშიძემ მიმართა.


„მინდა მოგილოცოთ ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე. საქართველოს პარლამენტის სასწავლი წელი 1996 შეიქმნა და თავდაპირველად ინფორმატიკის დეპარტამენტის შემადგენელი ნაწილი იყო და კომპიუტერის საბაზისო კურსების შეთავაზებით შემოიფარგლებოდა. დღეს კი. საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრი ადამიანური რესურსების და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის პერსონალის სწავლებისა და პროფესიული განვითარების განყოფილებაა. 


სასწავლი ცენტრი, 2005 წლიდან გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გაძლიერდა და დღეს არსებულ სტრუქტურად ჩამოყალიბდა. ცენტრის ძირითადი ფუნქციებია: პროფესიული განვითარება საჭიროების მიხედვით, სასწავლო პროგრამების  ორგანიზება, კონტროლი, კოორდინაცია და სწავლების შედეგების შეფასება, სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის ორგანიზაციული უზრუნველყოფა. სასწავლი ცენტრის სამიზნე ჯგუფები მრავალფეროვანია და მე. როგორც პარლამენტის წევრი ვსარგებლობ ამ ცენტრის მხარდაჭერით და  დახმარებით.


2107 წლიდან საქართველოს პარლამენტში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის „კარგი მმართველობის ფონდის“ მხარდაჭერით დაიწყო პროგრამა „ინკლუზიური და ანგარიშვალდებული სამთავრობო ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოში“, რამაც ინსტიტუციურად საკმაოდ გააძლიერა საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრი. მინდა ვისარგებლო  მოცემული შემთხვევით და წარმატება ვუსურვო სასწავლო ცენტრს მომავალში“-განაცხადა ილია ნაკაშიძემ.


სასწავლი ცენტრის ორწლიან სამოქმედო  გეგმაში კვარტალურად არის გაწერილი ცალკეული სტრატეგიული მიზნების მიღწევისათვის საჭირო ღონისძიებები, ვადები, აპარატის სტრუქტურული ერთეულები და ღონისძიებების წარმატებით ჩატარების ინდიკატორები.


სტრატეგიისა და სამოქმედო  გეგმის პრეზენტაციის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ილია ნაკაშიძემ, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ,  საქართველოში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ლორა თორტონმა და დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილემ ალექსანდრა ქოულიმ შიდა ტრენერთა განვითარების პროგრამის კურსდამთავრებულებს  სერტიფიკატები გადასცეს.


 


ლაგარდი ბახტაძეს: თქვენი ხელმძღვანელობით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა სტაბილურობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით

თქვენი ხელმძღვანელობით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა სტაბილურობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის,განათლების, ინკლუზიური ზრდის მიმართულებით.

არფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი მოწამლეს - ხალხი "არჩევნების" გადადებას ითხოვს

ოკუპირებული სოხუმის ე.წ. პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები "პრეზიდენტის არჩევნების" გადატანასა და ე.წ. პარლამენტის დეპუტატის ასლან ბჟანიას მოწამვლის ფაქტის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.  

თბილისის მერი „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში გამართულ სემინარს დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, დღეს, „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში სემინარი - "ევროპა - საქართველოს ისტორიული არჩევანი" გაიხსნა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

“Georgian Airways“-ი ამანის, ბეირუთის, დამამის, ბაჰრეინის და დუბაის მიმართულებით სეზონურ რეისებს შეასრულებს

ავიაკომპანია “Georgian Airways“-ი, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში  ამანის, ბეირუთის, დამამის, ბაჰრეინის და დუბაის მიმართულებებით მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას შეასრულებს.

ნიკოლოზ მეტრეველი: პატიოსანი საქმიანობით მილიონებს ვერ შოულობენ

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი თემურ ალასანიასა და მისი დისშვილის განცხადებების თაობაზე სოციალურ ქსელში კომენტარს აკეთებს.

გია გაბრიჭიძე: განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია თქვენი ოჯახის დამოკიდებულებამ იმ ქალბატონის მიმართ, რომლის ზუგდიდის მერად შემოტენაც გსურდათ

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ფლორიდაში მიხეილ სააკაშვილის მიერ ბინის შეძენის ფაქტთან ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.

გერმანის ტექნიკური დახმარების სამსახური ქართველ მეხანძრე-მაშველებს INSARAG-ის აკრედიტაციის მიღებისთვის რეკომენდაციებს მისცემენ

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. 

Vendoo.ge-ზე ონლაინ შოპინგი უკვე შესაძლებელია

თიბისის ელექტრონული კომერციის ახალი პლატფორმა, Vendoo.ge უკვე ამოქმედდა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მისთვის სასურველი პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად შეიძინოს.

ცქიტიშვილი: ევროკავშირთან თანამშრომლობა რეგიონულ განვითარებაში არსებული უთანაბრობის აღმოფხვრაში დაგვეხმარება

ევროკავშირთან მრავალწახნაგოვანი თანამშრომლობა გვაქვს და ეს ბუნებრივი ინტეგრაციის დასტურია იმ სივრცეში, რომელიც აღიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს და ადამიანს, როგორც ძირითად ფასეულობას, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია.  

საქართველოს ბანკმა მსოფლიოში ცნობილ, საფრანგეთის მსხვილი სტუდენტური გაერთიანების წევრებს უმასპინძლა

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, საფრანგეთის ერთ-ერთი უძველესი, კერძო სტუდენტური გაერთიანების, Olivaint-ის კონფერენციის 33 კაციან დელეგაციას უმასპინძლა.

სარფსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „წითელი ხიდი“ 14-19 მაისს ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

წითელ ხიდზე აზერბაიჯანის მოქალაქეს არადეკლარირებული ოქრო აღმოუჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში "წითელი ხიდი", 7,538.69 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 92,85 გრამი) ამოიღეს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

დიმიტრი ცქიტიშვილი: „ქართულ ოცნებას“ ქართველ საზოგადოებაში სერიოზული, ძლიერი მხარდაჭერა აქვს

პარლამენტის უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა გუშინდელი შუალედური არჩევნები შეაფასა და ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

NDI: რუსეთი და ღირებულებების დაკარგვის შიში ევროკავშირსა და ნატოს მხარდაჭერაზე გავლენას ახდენს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა მყარია.

ვოლოდიმირ ზელენსკი: პრეზიდენტი არ არის ხატი, დაკიდეთ კაბინეტებში შვილების ფოტოები

"პრეზიდენტი არ არის ხატი, დაკიდეთ კაბინეტებში შვილების ფოტოები", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში ინაუგურაციის დროს განაცხადა. 

მამუკა მდინარაძე: ეს იყო ქართველი ხალხისა და ქართველი საზოგადოების გამარჯვება 

მამუკა მდინარაძემ გუშინდელ შუალედურ არჩევნებზე ისაუბრა და ქართველ ხალხს გამარჯვება მიულოცა.

ცქიტიშვილი: გილოცავთ თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას

გილოცავთ, უკვე ტრადიციულად თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.  

ადიგენში ავტოსაგზაო შემთხვევას კაცი ემსხვერპლა

31 წლის გ.გ. მშობლიურ სოფელ მლაშეში 20 მაისს, გამთენიისას გადმოასვენეს.

ბაქოში, გამოფენაზე ქართულ სტენდზე 11 კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი

ბაქოში, აგროსამრეწველო სექტორის საერთაშორისო გამოფენის "CASPIAN AGRO 2019" ფარგლებში ქართულ სტენდზე 11 კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი.

„m²“-მა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიებისთვის მიღება გამართა და სასტუმროების ქსელის განვითარების კონცეფცია წარადგინა

ა/წ 17 მაისს, 18:00 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ დეველოპერულმა კომპანია „m²“-მა, ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, მიღება გამართა.