გიორგი ქობულიამ იაპონელ კოლეგასთან ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა

ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრთან ჰიროშიგე სეკუსთან.

შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.


შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს საქართველოსა და იაპონიას შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივ ვაჭრობაზე. აღინიშნა, რომ 2018 წელს ექსპორტი 55 პროცენტით გაიზარდა, თუმცა ამავე დროს, აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით პოტენციალი გაცილებით მეტია, რაც აუცილებლად უნდა იყოს ათვისებული.


განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის ექსპორტის ზრდად დინამიკაზე იაპონიაში, კერძოდ, 2018 წელს ზრდამ 28 პროცენტი შეადგინა. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ტოკიოში ღვინის გამოფენის მოწყობის ფაქტი, რომელიც მარტში გაიხსნება, 7 მაისამდე იმუშავებს და გამოფენის დამთვალიერებლებს მიაწვდის ინფორმაციას ქართული ღვინის ისტორიისა და უწყვეტი ტრადიციების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული ღვინის ცნობადობას იაპონიის ბაზარზე. ასევე დადებითად შეფასდა ტოკიოში საქართველო - იაპონიის ბიზნეს ფორუმის ჩატარება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქტების პოპულარიზებას იაპონიის ბაზარზე.


შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ასევე შეთანხმებაზე საქართველოსა და იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიას (NEXI) შორის, რომელსაც ხელი 15 მარტს მოეწერება. აღინიშნა, რომ შეთანხმება სტიმულს მისცემს იაპონური და ქართული საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ზრდას, აგრეთვე ხელს შეუწყობს საქართველოში იაპონური ინვესტიციების შემოსვლას.


ქართულმა მხარემ ასევე გაამახვილა ყურადღება იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების საკითხზე და იაპონელ კოლეგას აღნიშნული პროცესის დაწყება შესთავაზა. ასევე აქცენტი გაკეთდა ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებაზე, რომლის შედეგადაც შეთანხმების ძირითად ტექსტზე მუშაობა უკვე დასრულებულია. შეხვედრაზე მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რათა დასრულდეს დარჩენილი ფორმალური პროცედურები შეთანხმების გაფორმების მიზნით. იაპონურმა მხარემ ასევე აღნიშნა, რომ შემდგომ ნაბიჯად შესაძლოა, საქართველოსა და იაპონიას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე დაწყების შესაძლებლობა განიხილოს.


კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც საქართველოსა და იაპონიის მინისტრებმა ისაუბრეს, ენერგეტიკა, მათ შორის, ენერგოეფექტურობის მიმართულება იყო. ქართული მხარე იაპონიის გამოცდილებით დაინტერესდა.


ქართული მხარემ იაპონურ მხარეს ორი ენერგეტიკული პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა შესთავაზა. საუბარია, 230 - 250 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურისა და მზის 50 მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტებზე. ითქვა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია, თუკი იაპონური კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად გამოცხადებულ ტენდერებში.


გარდა ამისა, ქართულმა მხარემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმაზე და გამოთქვა დაინტერესება, რომ იაპონურმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღონ საქართველოს მსხვილი ინდუსტრიული საწარმოების ენერგოაუდიტში და როგორც საბითუმო მომხმარებლებს, გაუწიოს ტექნიკური დახმარება და გაუწიოს გამოცდილება მათი ენერგოეფექტურობის გეგმის შემუშავების მიზნით.


ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის გათვალისწინებით, პრიორიტეტად განისაზღვრება ჰიდრო პოტენციალის მაქსიმალური ათვისება სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განხორციელების მეშვეობით. განახლებადი ენერგიის სხვა წყაროების დიდი პოტენციალი, არამარტო წყლის რესურსის, არამედ ქარის, მზის, გეოთერმული და ბიომასის ენერგიის ათვისების კუთხით თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობას იძლევა. ქართულმა მხარემ გამოთქვა ინტერესი, რომ აღნიშნულ პროცესში იაპონურმა კომპანიებმა უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა.


შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ იაპონელი კოლეგა თბილისში დაგეგმილ აბრეშუმის გზის მესამე ფორუმზე მოიწვია, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.


ირაკლი ღარიბაშვილი: "ქართული ოცნება" დღეს პოლიტიკაში უალტერნატივო ძალაა

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელიც რეაგირებს შეცდომებზე და ხედავს თავის შეცდომებს, - ამის შესახ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა "იმედი LIVE"-ის ეთერში ისაუბრა. 

12 უბნის მონაცემებით, ზუგდიდში „ქართული ოცნების“ კანდიდატი იმარჯვებს

67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილი 12 უბნიდან უმრავლესობაში "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი (გეგა) შენგელია იმარჯვებს.

ირაკლი კობახიძე: ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის ოლქებში ჩვენი კანდიდატები დიდი უპირატესობით იგებენ, მთაწმინდაზე მეორე ტური იქნება

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მართველი გუნდის მონაცემებით, სამ საარჩევნო ოლქში მერის არჩევნებს „ქართული ოცნების“ კანდიდატები დამაჯერებლად იგებენ.

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.

აბასთუმანში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა

აბასთუმნის N2-ე უბანზე ხმის დათვლის პროცესი დასრულდა. საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილმა კანდიდატმა მოიპოვა. გენადი ბოლქვაძემ 584 ხმა მიიღო.

შსს: საარჩევნო უბნებთან მომხდარ ორ ინციდენტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 19 მაისის შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე პოლიციის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.

პრემიერი: თბილისში, სავარაუდოდ, გვექნება მეორე ტური (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები შეაფასა.

კონფერენცია „საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივები“ გაიმართება

ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 20-22 მაისს „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივები“.

მამუკა მდინარაძე: აბსოლუტური სიცრუეა, რომ რაღაც დამხშობები, მფრინავი თეფშები და უცხოპლანეტელები იყვნენ ზუგდიდში რომელიღაც შტაბთან

„ძალიან გთხოვთ, ასეთი არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან შევიკავოთ თავი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი: „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაურ დარგალმა დამაჯერებლად გაიმარჯვა

ასეთი მშვიდი არჩევნები მარნეულში აქამდე არ ყოფილა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაურ დარგალმა მარნეულში დამაჯერებლად გაიმარჯვა, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი სესიაშვილმა.

უჯარმაში სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის შუალედურ არჩევნებში სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა.

აბასთუმანში პირველი საჩივარი დაიწერა

აბასთუმნის #2 უბანზე "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა. თეონა მაისურაძემ პროცედურული დარღვევა დააფიქსირა.

პანკისში 577 ხმით სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა

ხალაწანის თემის შუალედურ არჩევნებში პანკისში 577 ხმით სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა. პირველადი მონაცემებით, როსტომ ალხანაშვილს არჩევნებში 93-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.

ირაკლი კობახიძე: დიდი უპირატესობით იგებენ ჩვენი კანდიდატები (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით ,,ქართული ოცნების" კანდიდატები, ყველა ოლქში დამაჯერებლად იგებენ არჩევნებს. 

დავის მედიატორის მიმართვა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციისა და გაფიცული დასაქმებულებისადმი

მედიატორმა კიდევ ერთხელ მიაწოდა დავის მხარეებს ინფორმაცია მედიაციაში მონაწილეობის სამართლებრივი საფუძვლების შესახებ.

საოლქო საარჩევნო კომისიებში 89 საჩივარი დაიწერა

ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანი მიქელაძემ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ ხმის დათვლის პროცედურას ხელი არ შეუშალონ.

მამუკა მდინარაძე: საზოგადოებამ რეალურად ნახა, რომ დღეს არჩევნები იყო მშვიდ ვითარებაში

„არჩევნები ჩატარდა ისე, როგორც უნდა ჩატარებულიყო ეს კანონის ფარგლებში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ჭიათურაში საჩივარი არც ერთ უბანზე არ დაწერილა

ჭიათურის საარჩევნო ოლქში, 58-ვე საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცედურა მიმდინარეობს.

სოზარ სუბარი: ამ წუთებში მე რა ინფორმაციაც მაქვს ჩვენი კოორდინატორებისგან, მეორე ტური არ უნდა იყოს

„ამ წუთებში მე რა ინფორმაციაც მაქვს ჩვენი კოორდინატორებისგან, მეორე ტური არ უნდა იყოს“, – ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა.

ხულოს 84 ოლქში 54 საარჩევნო უბანი ზუსტად რვა საათზე დაიხურა

ხუთი საათის მონაცემებით, ხულოში ამომრჩეველთა აქტივობა საარჩევნო უბნებზე 50%-ზე მეტია. ამ დროისთვის, ოლქში 17 საჩივარია დაფიქსირებული. ყველა მათგანი პროცედურულ დარღვევებს ეხება, რაც საარჩევნო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.