ირაკლი სესიაშვილი: საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე პროგრესი ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია

საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე პროგრესი ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

„საქართველო აღნიშნულია, როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორი და ხაზგასმულია ის პროგრესი, რომელიც ქვეყანამ, განსაკუთრებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემამ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიაღწია“,- ასე აფასებს ირაკლი სესიაშვილი ნატოს გენერალური მდივნის 2018 წლის ანგარიშს.


ჟურნალისტებთან საუბრისას, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ნატო პროგრესულად აფასებს განხორციელებულ რეფორმებს. ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციის განცხადებებსაც გამოხმაურა. მისი განცხადებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში კრიზისის არსებობის შესახებ საუბრები საფუძველს მოკლებულია და გამოქვეყნებული დოკუმენტი, სადაც ამ სფეროში მიღწეული სერიოზული პროგრესის შესახებაა საუბარი,  ექსპერტებისა და შემფასებლების ანგარიშს ეყრდნობა.


„ეს არის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს 15 ინიციატივას, ამ 15 ინიციატივიდან ერთი შესრულებულია, ხოლო ორი, რომელიც არის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC)  და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა - ამ მიმართულებით პროგრესი სახეზეა და ის შესრულებულად შეიძლება, ჩაითვალოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ანგარიშში გახლავთ ის, რომ ნატო ძალიან პროგრესულად აფასებს  6 ინიციატივას და მოლოდინი აქვს, რომ ის უკვე 2019 წლის განმავლობაში დასრულდება. ეს ნიშნავს, რომ ნატო ძალიან პროგრესულად აფასებს განხორციელებულ რეფორმებს. ეს არის ძალიან სერიოზული, ძალიან ფართო შინაარსის მქონე რეფორმები, რომელიც შეეხება როგორც საჰაერო თავდაცვას, ლოჯისტიკას, მათ შორის, გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კანონმდებლობის გაუმჯობესებას. ამ მიმართულებით ჩვენ გვექნება ძალიან პროგრესი 2019 წელს. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, ჩვენ ოპონენტებს ხშირად უყვართ ხოლმე საუბარი უსაფუძვლოდ, რომ გარკვეული სახის კრიზისი არსებობს თავდაცვის ან უსაფრთხოების სექტორში, მაგრამ ის დოკუმენტი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ეყრდნობა ძალიან სერიოზულ, ექსპერტებისა და შემფასებელთა ჯგუფის მიერ დადებულ ანგარიშს, სადაც დეტალურად არის აღწერილი ის ძალიან სერიოზული პროგრესი, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში იქნა მიღწეული“,- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.


თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს მიმდინარე წელს, ნატოსთან ურთიერთობის კუთხით, მნიშვნელოვანი მოლოდინები აქვს. ირაკლი სესიაშვილმა ხაზგასმით კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს პროგრესი ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია.


„ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს ძალიან სერიოზულ მოლოდინებს, რომ თუ  2019 წლის ფარგლებში ეს 9-ვე ინიციატივა იქნება შესრულებული, დაგვრჩება 6 ინიციატივის შესრულება, რაც, ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს. თავისთავად ცხადია, ეს ნიშნავს საქართველოს ძალიან ინტენსიურ კავშირს და ინტეგრაციას ნატოში. თქვენ იცით, რომ ამ თვის ბოლოს ნატოს გენერალური მდივანი, სამხედრო კომიტეტი ჩამობრძანდება საქართველოში. მთლიანად, ეს წელი ძალიან დატვირთული იქნება ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით.


თქვენ მოისმინეთ გენერალური მდივნის განცხადებაც, რომ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისი გაიზრდება. საერთო ჯამში,  ეს ხაზს უსვამს,  რომ საქართველოში უფრო მეტი ნატოა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე პროგრესი ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია. საქართველოს პარლამენტის სახელით,  კიდევ ერთხელ მივესალმები ამ პროგრესს და მაქვს სერიოზული მოლოდინები წელს ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით“,- განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.


ბერლინში ქართულ-გერმანული შერეული კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა

ბერლინში, კულტურის სფეროშიქართულ-გერმანული შერეული კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა.

ავარია თბილისში - ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა

თბილისში, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ავარია მოხდა. ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ბათუმში გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი საავადმყოფოსთან აქციას მართავს

ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის ქალის ოჯახი რეფერალურ საავადმყოფოსთან აქციას მართავს. 
 

სოფიო ქაცარავა: საქართველო წელს ნატო-ს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა, რასაც გენერალური მდივნის ვიზიტი ადასტურებს

საქართველო წელს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა ალიანსის მხრიდან, - ასე ეხმაურება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ხვალ დაგეგმილ ვიზიტს.

საქართველოს ხვალ ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა

საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა. იენს სტოლტენბერგი თბილისში 24 მარტს ჩამოვა. ოფიციალურ შეხვედრებს კი, 25 მარტს დაიწყებს.

დღეს ,,დინამო არენაზე" საქართველო -შვეიცარიის მატჩი გაიმართება

თბილისის "დინამო არენაზე", საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებს დღეს, 18:00 საათზე დაუპირისპირდება.

რიმა ბერაძემ და ზურაბ ჩიკვილაძემ ხუდადოვის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა რიმა ბერაძემ და გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ ხუდადოვის ქუჩაზე ასფალტის დაგების სამუშაოები დაათვალიერეს.

საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს აფრთხილებს

,,დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

ლაგოდეხის სოფელ ჰერეთისკარში 33 წლის კაცმა თავი ჩამოიხრჩო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში 33 წლის კაცმა თავი ჩამოიხრჩო.

რაჭაში ორი თვის წინ დაკარგული ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

რაჭაში დაკარგული შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი კურორტ შოვთან ახლოს, ტყეში აღმოაჩინეს. აღნიშნული ფაქტი ,,პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ბათუმში კერძო საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და თანამშრომლები აღსრულების პოლიციამ გამოასახლა

კერძო საბავშვო ბაღ "ჯადოსნური სამყაროდან", რომელიც ბათუმის მერიის ბალანსზე არსებულ შენობაში რამდენიმე წელია ფუნქციონირებს, აღსაზრდელები და თანამშრომლები აღსრულების პოლიციამ გამოასახლა.

ახმეტაში ყალბი ასლარიანების გასაღების ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყალბი ფულის ჯგუფურად შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 2 პირი დააკავა.

ბრიტანელი ჟურნალისტები კურორტ გოდერძის სტუმრობდნენ

აჭარას სპორტული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით წამყვანი ბრიტანული მედიასაშუალებების ჟურნალისტები სტუმრობდნენ.

შვედეთში ქართული პოეზიის საღამო გაიმართა

საქართველოს საელჩოს ჩართულობით, საერთაშორისო პოეზიის დღეს, სტოკჰოლმში, შვედეთის მწერალთა სახლში, ქართული პოეზიის საღამო გაიმართა.

დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში საქართველოს ელჩი ბელფასტს ეწვია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თამარ ბერუჩაშვილისა და საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის ეკატერინე კოკაიას პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ ირლანდიაში, ქ. ბელფასტში 20-23 მარტს გაიმართა.

ყაზახეთში საქართველოს ელჩი მანგისტაუს ოლქს ეწვია

ყაზახეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ აბაშიძე მანგისტაუს ოლქს ეწვია.

 

ზუგდიდელი თენგიზ გაბედავას ოჯახი საფრანგეთიდან ცხედრის გადმოსვენებას ითხოვს

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული თენგიზ გაბედავას ოჯახი ცხედრის გამოსვენებისთვის დახმარებას ითხოვს.

სენაკში ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

სენაკში, შხეფის დასახლებაში მომხდარი ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ორი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ორი ფაქტი გამოავლინეს.

ყაზახეთის დედაქალაქს ნურსულთანი ოფიციალურად ეწოდა

ყაზახეთის დედაქალაქს ნურსულთანი ოფიციალურად დაერქვა. ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, საკიმ-ჟომარტ ტოკაევმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

საქართველოს საელჩო ,,ყვითელჟილეტიანების" აქციების გამო, საფრანგეთში მყოფ ქართველებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.