ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საკონსულტაციო ჯგუფის ერთობლივი სხდომა

საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საბჭო და მასთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფი გასვლით, სამდღიან შეხვედრას მართავს.

ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხელშეწყობით გამართული შეხვედრის პირველი სამუშაო დღე ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის და სამომავლო გეგმების გაცნობას, 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში სამუშაო ჯგუფების ანგარიშების წარდგენას და 2018-2019 წლების მოკლევადიანი სამუშაო გეგმის პრეზენტაციას დაეთმო.


ღონისძიება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის, ირინე ფრუიძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, რომელმაც პარლამენტის ახალი რეგლამენტით საბჭოს გაზრდილი უფლებამოსილების საკითხებზე, გასული წლების სამოქმედო გეგმების შესრულების მიმდინარეობასა და საბჭოს სამომავლო აქტივობებზე ისაუბრა.


“2018 წელს საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ღიაობის, გამჭვირვალობის, ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების განვითარების მიმართულებით. ღია პარლამენტის მესამე სამოქმედო გეგმა, რომელიც 2018-2019 წლებს მოიცავს, ფართო საზოგადოებასთან კონსულტაციების შედეგს წარმოადგენს და ჩვენს სამომავლო ვალდებულებებს განსაზღვრავს - ახალი მექანიზმების შექმნას მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველსაყოფად და პარლამენტის როლის გაძლიერებას მდგრადი განვითარების ეროვნული  მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ. 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანალიზზე საუბრისას, საბჭოს ხელმძღვანელმა რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა, როგორიცაა მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა, პეტიციის წარდგენის ელექტრონული სისტემის დანერგვა, პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მიღება და პარლამენტის ვებ გვერდის განვითარება. „თუ შევაჯამებთ 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის ანგარიშს, შეიძლება ითქვას, რომ აღებული ვალდებულებები 99%-ით შესრულდა და დარჩენილია რიგი საკითხები, რომლებზეც მუშაობა დღემდე გრძელდება“, - აღნიშნა ირინა ფრუიძემ. მანვე შეხვედრის მონაწილეებს სახელმწიფო დაწესებულებებში მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტების მოკვლევის მიზნით, საბჭოს ფარგლებში თემატური ჯგუფის შექმნა შესთავაზა.


შეხვედრაზე 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის 5 ძირითადი ვალდებულება დეტალურად მიმოიხილეს და აღნიშნული ვალდებულებების შესრულების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების მიერ გაწეული საქმიანობის პრეზენტაციები მოისმინეს. სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელებმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შემდეგ 5 ვალდებულებაზე ისაუბრეს:


· პარლამენტის მიერ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი;


· ბიუჯეტის შემუშავებისა და დამტკიცების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა;


· პარლამენტის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაძლიერება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით;


·  მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნა საქართველოს პარლამენტში;


· საპარლამენტო დემოკრატიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა ღია მმართველობის სამდივნოს იუსტიციის სამინისტროდან მთავრობის ადმინისტრაციაში გადატანის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამომავლო საქმიანობის თვალსაზრისით, მისი დადებითი მხარეები აღნიშნა.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კომუნიკაციების მენეჯერმა, მერი მახარაშვილმა,  ღია მმართველობის საპარლამენტო საბჭოს საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ასევე საქართველოს პარლამენტის სოციალური მედიის საკომუნიკაციო კონცეფცია წარადგინა, რომელიც ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის  (UNDP) ხელშეწყობით მომზადდა. დოკუმენტის განხილვა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით წინადადებები და მოსაზრებები გამოთქვეს.


ბერლინში ქართულ-გერმანული შერეული კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა

ბერლინში, კულტურის სფეროშიქართულ-გერმანული შერეული კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა.

ავარია თბილისში - ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა

თბილისში, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ავარია მოხდა. ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ბათუმში გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი საავადმყოფოსთან აქციას მართავს

ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის ქალის ოჯახი რეფერალურ საავადმყოფოსთან აქციას მართავს. 
 

სოფიო ქაცარავა: საქართველო წელს ნატო-ს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა, რასაც გენერალური მდივნის ვიზიტი ადასტურებს

საქართველო წელს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა ალიანსის მხრიდან, - ასე ეხმაურება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ხვალ დაგეგმილ ვიზიტს.

საქართველოს ხვალ ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა

საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა. იენს სტოლტენბერგი თბილისში 24 მარტს ჩამოვა. ოფიციალურ შეხვედრებს კი, 25 მარტს დაიწყებს.

დღეს ,,დინამო არენაზე" საქართველო -შვეიცარიის მატჩი გაიმართება

თბილისის "დინამო არენაზე", საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებს დღეს, 18:00 საათზე დაუპირისპირდება.

რიმა ბერაძემ და ზურაბ ჩიკვილაძემ ხუდადოვის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა რიმა ბერაძემ და გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ ხუდადოვის ქუჩაზე ასფალტის დაგების სამუშაოები დაათვალიერეს.

საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს აფრთხილებს

,,დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

ლაგოდეხის სოფელ ჰერეთისკარში 33 წლის კაცმა თავი ჩამოიხრჩო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში 33 წლის კაცმა თავი ჩამოიხრჩო.

რაჭაში ორი თვის წინ დაკარგული ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

რაჭაში დაკარგული შოთა სამხარაძე გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი კურორტ შოვთან ახლოს, ტყეში აღმოაჩინეს. აღნიშნული ფაქტი ,,პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ბათუმში კერძო საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და თანამშრომლები აღსრულების პოლიციამ გამოასახლა

კერძო საბავშვო ბაღ "ჯადოსნური სამყაროდან", რომელიც ბათუმის მერიის ბალანსზე არსებულ შენობაში რამდენიმე წელია ფუნქციონირებს, აღსაზრდელები და თანამშრომლები აღსრულების პოლიციამ გამოასახლა.

ახმეტაში ყალბი ასლარიანების გასაღების ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყალბი ფულის ჯგუფურად შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 2 პირი დააკავა.

ბრიტანელი ჟურნალისტები კურორტ გოდერძის სტუმრობდნენ

აჭარას სპორტული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით წამყვანი ბრიტანული მედიასაშუალებების ჟურნალისტები სტუმრობდნენ.

შვედეთში ქართული პოეზიის საღამო გაიმართა

საქართველოს საელჩოს ჩართულობით, საერთაშორისო პოეზიის დღეს, სტოკჰოლმში, შვედეთის მწერალთა სახლში, ქართული პოეზიის საღამო გაიმართა.

დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში საქართველოს ელჩი ბელფასტს ეწვია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თამარ ბერუჩაშვილისა და საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის ეკატერინე კოკაიას პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ ირლანდიაში, ქ. ბელფასტში 20-23 მარტს გაიმართა.

ყაზახეთში საქართველოს ელჩი მანგისტაუს ოლქს ეწვია

ყაზახეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ აბაშიძე მანგისტაუს ოლქს ეწვია.

 

ზუგდიდელი თენგიზ გაბედავას ოჯახი საფრანგეთიდან ცხედრის გადმოსვენებას ითხოვს

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული თენგიზ გაბედავას ოჯახი ცხედრის გამოსვენებისთვის დახმარებას ითხოვს.

სენაკში ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

სენაკში, შხეფის დასახლებაში მომხდარი ორი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ორი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ორი ფაქტი გამოავლინეს.

ყაზახეთის დედაქალაქს ნურსულთანი ოფიციალურად ეწოდა

ყაზახეთის დედაქალაქს ნურსულთანი ოფიციალურად დაერქვა. ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, საკიმ-ჟომარტ ტოკაევმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

საქართველოს საელჩო ,,ყვითელჟილეტიანების" აქციების გამო, საფრანგეთში მყოფ ქართველებს აფრთხილებს

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.