მაია ბითაძე: ბოტანიკური ბაღის გარშემო გავრცელებული ინფორმაცია არის სრული აბსურდი

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე მტკნარ სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბოტანიკურ ბაღში გარკვეულ ტერიტორიას ზონალური სტატუსი ეცვლება და იქ შესაძლებელი იქნება მშენებლობის განხორციელება.

 

„ბოტანიკური ბაღის გარშემო გავრცელებული ინფორმაცია არის სრული აბსურდი. კანონმდებლობაში კარგად უნდა გაერკვეს ნებისმიერი ადამიანი, ვინც მსგავს სიცრუეს და აბსურდს ავრცელებს. ბოტანიკურ ბაღს აქვს ძალიან  მაღალი  სტატუსი - ის არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რაც გამორიცხავს მის გასხვისებას და გარდა ლანდშაფტურისა, იქ რაიმე სხვა ტიპის საქმიანობის განხორციელებას. ეს არის უნიკალური ტერიტორია, რომლის მსგავსიც თბილისში არ არსებობს თავისი იურიდიული სტატუსით. შესაბამისად, სრულიად გაუგონარია, რომ ეს ტერიტორია და ამ ტერიტორიის ფუნქციური ზონირება დავუკავშიროთ ნებისმიერ სხვა საკითხს. ბაღში არსებულ ტერიტორიას სტატუსი არ ეცვლება. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია ბაღის ტერიტორიაზე მშენებლობის განხორციელებასთან, არის მტკნარი სიცრუე. სავარაუდოდ, ეს გამოწვეულია იმით, რომ ოპოზიციამ ვერანაირი ნაკლი ვერ უპოვა გენერალურ გეგმას და გადავიდნენ ტყუილების რეჟიმში, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან კომისიის სხდომაზე მათ, პრაქტიკულად, ძალიან მოიწონეს ახალი გენერალური გეგმა, რომელიც ჩვენ მიერ იქნა წარდგენილი“, - განაცხადა მაია ბითაძემ.


რაც შეეხება ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე ლანდშაფტურ განაშენიანებას, მაია ბითაძის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ყოველ წელს  ხორციელდება და ის ბოტანიკური ბაღის განვითარებას ემსახურება.


„ლანდშაფტური განაშენიანება ბოტანიკურ ბაღში ყოველ წელს მიმდინარეობს ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში. მიმდინარე წელსაც ჩვენ ადმინისტრაციული შენობების მთლიანი რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი. ამასთან, როგორც ცნობილია, ჩვენ ბოტანიკურ ბაღს მივუერთეთ დამატებით 17 ჰა ტერიტორია, სადაც ველობილიკის მოწყობა იგეგმება“, - განაცხადა მერის მოადგილემ.


 


 


ლაგარდი ბახტაძეს: თქვენი ხელმძღვანელობით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა სტაბილურობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით

თქვენი ხელმძღვანელობით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა სტაბილურობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის,განათლების, ინკლუზიური ზრდის მიმართულებით.

არფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი მოწამლეს - ხალხი "არჩევნების" გადადებას ითხოვს

ოკუპირებული სოხუმის ე.წ. პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები "პრეზიდენტის არჩევნების" გადატანასა და ე.წ. პარლამენტის დეპუტატის ასლან ბჟანიას მოწამვლის ფაქტის ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.  

თბილისის მერი „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში გამართულ სემინარს დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, დღეს, „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში სემინარი - "ევროპა - საქართველოს ისტორიული არჩევანი" გაიხსნა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

“Georgian Airways“-ი ამანის, ბეირუთის, დამამის, ბაჰრეინის და დუბაის მიმართულებით სეზონურ რეისებს შეასრულებს

ავიაკომპანია “Georgian Airways“-ი, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში  ამანის, ბეირუთის, დამამის, ბაჰრეინის და დუბაის მიმართულებებით მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას შეასრულებს.

ნიკოლოზ მეტრეველი: პატიოსანი საქმიანობით მილიონებს ვერ შოულობენ

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი თემურ ალასანიასა და მისი დისშვილის განცხადებების თაობაზე სოციალურ ქსელში კომენტარს აკეთებს.

გია გაბრიჭიძე: განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია თქვენი ოჯახის დამოკიდებულებამ იმ ქალბატონის მიმართ, რომლის ზუგდიდის მერად შემოტენაც გსურდათ

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ფლორიდაში მიხეილ სააკაშვილის მიერ ბინის შეძენის ფაქტთან ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.

გერმანის ტექნიკური დახმარების სამსახური ქართველ მეხანძრე-მაშველებს INSARAG-ის აკრედიტაციის მიღებისთვის რეკომენდაციებს მისცემენ

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. 

Vendoo.ge-ზე ონლაინ შოპინგი უკვე შესაძლებელია

თიბისის ელექტრონული კომერციის ახალი პლატფორმა, Vendoo.ge უკვე ამოქმედდა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მისთვის სასურველი პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად შეიძინოს.

ცქიტიშვილი: ევროკავშირთან თანამშრომლობა რეგიონულ განვითარებაში არსებული უთანაბრობის აღმოფხვრაში დაგვეხმარება

ევროკავშირთან მრავალწახნაგოვანი თანამშრომლობა გვაქვს და ეს ბუნებრივი ინტეგრაციის დასტურია იმ სივრცეში, რომელიც აღიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს და ადამიანს, როგორც ძირითად ფასეულობას, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია.  

საქართველოს ბანკმა მსოფლიოში ცნობილ, საფრანგეთის მსხვილი სტუდენტური გაერთიანების წევრებს უმასპინძლა

საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, საფრანგეთის ერთ-ერთი უძველესი, კერძო სტუდენტური გაერთიანების, Olivaint-ის კონფერენციის 33 კაციან დელეგაციას უმასპინძლა.

სარფსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „წითელი ხიდი“ 14-19 მაისს ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

წითელ ხიდზე აზერბაიჯანის მოქალაქეს არადეკლარირებული ოქრო აღმოუჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში "წითელი ხიდი", 7,538.69 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 92,85 გრამი) ამოიღეს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

დიმიტრი ცქიტიშვილი: „ქართულ ოცნებას“ ქართველ საზოგადოებაში სერიოზული, ძლიერი მხარდაჭერა აქვს

პარლამენტის უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა გუშინდელი შუალედური არჩევნები შეაფასა და ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

NDI: რუსეთი და ღირებულებების დაკარგვის შიში ევროკავშირსა და ნატოს მხარდაჭერაზე გავლენას ახდენს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა მყარია.

ვოლოდიმირ ზელენსკი: პრეზიდენტი არ არის ხატი, დაკიდეთ კაბინეტებში შვილების ფოტოები

"პრეზიდენტი არ არის ხატი, დაკიდეთ კაბინეტებში შვილების ფოტოები", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში ინაუგურაციის დროს განაცხადა. 

მამუკა მდინარაძე: ეს იყო ქართველი ხალხისა და ქართველი საზოგადოების გამარჯვება 

მამუკა მდინარაძემ გუშინდელ შუალედურ არჩევნებზე ისაუბრა და ქართველ ხალხს გამარჯვება მიულოცა.

ცქიტიშვილი: გილოცავთ თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას

გილოცავთ, უკვე ტრადიციულად თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.  

ადიგენში ავტოსაგზაო შემთხვევას კაცი ემსხვერპლა

31 წლის გ.გ. მშობლიურ სოფელ მლაშეში 20 მაისს, გამთენიისას გადმოასვენეს.

ბაქოში, გამოფენაზე ქართულ სტენდზე 11 კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი

ბაქოში, აგროსამრეწველო სექტორის საერთაშორისო გამოფენის "CASPIAN AGRO 2019" ფარგლებში ქართულ სტენდზე 11 კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი.

„m²“-მა ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიებისთვის მიღება გამართა და სასტუმროების ქსელის განვითარების კონცეფცია წარადგინა

ა/წ 17 მაისს, 18:00 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ დეველოპერულმა კომპანია „m²“-მა, ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, მიღება გამართა.