საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მოთხოვნა ფუჭი მცდელობაა - დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მოთხოვნა ფუჭი მცდელობაა, რადგან საქართველო ევროპის ქვეყნების უმეტესის მიერ უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაშია შეყვანილი.

 


„უვიზო მიმოსვლა გახლავთ ჩვენი ძალიან დიდი მონაპოვარი მას სჭირდება გაფრთხილება. რა თქმა უნდა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოხდეს ამ მონაპოვარის შენარჩუნება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ ეტაპზე შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი არ დგას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვდუნდეთ. ჩვენ მოდუნების საშუალებას არ გვაქვს“,-  განაცხადა დავით ზალკალიანმა ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვის გამოსვლის დროს.


მინისტრმა აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლის წარმატებული ფუნქციონირების მიზნით, ქართული მხარე მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებთან და მყისიერად ახდენს რეაგირებას ნებისმიერ წუხილზე, რომელიც მოდის ევროპელი პარტნიორების მხრიდან, უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების შემთხვევებთან დაკავშირებით. დავით ზალკალიანის თქმით საქართველოს მთავრობის მიერ გატარდა ცალკეული ღონისძიებები, მათ შორის განხორციელდა ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია.


„გარკვეულ ქვეყნებში შეიმჩნევა თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის ტენდენცია, მაგრამ ჩვენ ოცდაოთხსაათიან რეჟიმში ვმუშაობთ და ვახდენთ მყისიერ რეაგირებას როგორც საკანონმდებლო ინიციატივების და საინფორმაციო კამპანიების ისე შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით. და აქ მნიშვნელოვანია ყველა მხარის ჩართულობა და მხარდაჭერა, რათა მოხდეს ყველა შესაძლო ბერკეტის ამუშავება, რათა მოხდეს როგორც საკომუნიკაციო, ისე პრევენციული მექანიზმების ამოქმედება,“ - განაცხადა მინისტრმა.


მინისტრმა აღნიშნა 1-ლი მარტის სამთავრობო სხდომაზე წარდგენილი სამოქმედო გეგმა, რომელიც დამატებითი პრევენციული ნაბიჯებს გულისხმობს ამ მიმართულებით. მინისტრის თქმით, გარკვეულ შემთხვევებში სოციალური ქსელების საშუალებით სამწუხაროდ ხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ვრცელდება არასწორი ინფორმაცია ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოძიებასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ყველა მხარის და აქტორის ჩართულობა და ყველა შესაძლო ბერკეტის ამუშავება იმისათვის, რომ მოხდეს სწორი ინფორმაციის მიტანა საზოგადოებამდე:


„მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს საზოგადოების მხრიდან საკითხის სიმწვავის სრულად გაცნობიერება. აქ გვჭირდება ყველას ჩართულობა, რომ გამოვიყენოთ ყველა გამოსვლა და მივიტანოთ საზოგადოებამდე სწორი გზავნილი, რომ ფუჭია ყველა მცდელობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მოთხოვნასთან დაკავშირებით და მსგავსი მცდელობა მხოლოდ მათ ინტერესებს დააზიანებს, რადგან თითქმის ყველა ქვეყანამ, რომელსაც ეს მექანიზმი გააჩნია, უკვე შეგვიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ამიტომ ნუ დახარჯავენ სახსრებს რადგან ეს მხოლოდ მათ ინტერესებს დააზიანებს“,- განაცხადა ზალკალინმა.


მინისტრის განცხადებით, უვიზო მიმოსვლის წესების პრევენციისთვის აქტიურად მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღა, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობასთან პირდაპირ კომუნიკაციას და შეხვედრებს, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური მისიების მონაწილეობით.


 


 


 


ივანე მაჭავარიანი: ბიზნესი თავისუფალია, საგადასახადო ტვირთი საკმაოდ დაბალია

ამბიციურ ეკონომიკურ ზრდაზე რომ ვსაუბრობთ, ნიშნავს იმას, რომ ეს ზრდა თავისთავად არ მოვა - ამისთვის მნიშვნელოვანია ხელებდაკაპიწებულებმა ვიმუშაოთ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია "იმედის“ ეთერში.

ავჭალაში რამდენიმე პირი დააკავეს - შსს მიზეზს არ ასახელებს

ავჭალაში სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

ტერაქტი ავღანეთის მეჩეთში – დაღუპულთა შორის არიან ბავშვები

ავღანეთის აღმოსავლეთში, მეჩეთში, პარასკევის ლოცვის დროს მომხდარმა ორმა აფეთქებამ 62 ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გოდერძი ჩოხელის სახლ–მუზეუმი მის მშობლიურ სოფელში იხსნება

ცნობილი ქართველი რეჟისორის და მწერლის გოდერძი ჩოხელის სახლ–მუზეუმი მის მშობლიურ სოფელ ჩოხში ხვალ, 19 ოქტომბერს გაიხსნება.

საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის აუდიტორი 21 ნოემბრამდე შეირჩევა

საქართველოს პარლამენტი საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განხორციელებისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს 21 ნოემბრამდე შეარჩევს.

ივანე მაჭავარიანი: ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შანსი, 2021 წელს ვუმასპინძლოთ აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას

"ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შანსი, 2021 წელს ვუმასპინძლოთ აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას.

ირაკლი გაჩეჩილაძე: საპროკურორო საბჭო ემსახურება პროკურატურის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე

„საპროკურორო საბჭო ემსახურება პროკურატურის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე“, - ამის შესახებ პროკურორმა ირაკლი გაჩეჩილაძემ განაცხადა.

ამირან გულუაშვილი: მინდა, მივულოცო საქართველოს პროკურატურას პროკურორთა საბჭოს 6 წევრის არჩევა

„მინდა, მივულოცო საქართველოს პროკურატურას პროკურორთა საბჭოს 6 წევრის არჩევა“, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს ახლადარჩეულმა წევრმა, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს აუდიტორული ფირმის შესარჩევი პირველი საორგანიზაციო სხდომა გამართა

საქართველოს პარლამენტი საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განხორციელებისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს 21 ნოემბრამდე შეარჩევს.

 

თადუმაძე: ადამიანები, რომლებიც დიპლომზე კითხვებს სვამენ, პასუხებს არ ისმენენ, შეუძლიათ მკითხაობა გააგრძელონ

"ჩემს დიპლომთან დაკავშირებით სამართლებრივი განმარტება გავაკეთე, თუ ვინმემ ვერ გაიგო ეს პასუხები, შეუძლია გადაახვიოს და თავიდან ნახოს, ან შეუძლიათ მკითხაობა გააგრძელონ",- ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ საკუთარ დოპლომთან დაკავშირებით განაცხადა. 

შალვა თადუმაძე: ჩვენ მივიღებთ ამ წერილს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ

„ჩვენ მივიღებთ ამ წერილს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ“, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ განაცხადა.

გოგი ოთხმეზური პოლიტიკაში მოსვლაზე პირველ კომენტარს აკეთებს

გოგი ოთხმეზური, რომლის ვაჟის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე თვის წინ შეიწყალა, პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს.

თბილისში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად ახალი სისტემა უახლოეს მომავალში ამოქმედდება

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, დედაქალაქის მერია, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ახორციელებს პროექტს, რაც ჭკვიანი შუქნიშნების მოწყობას ითვალისწინებს.

თადუმაძე "პროგრეს ბანკზე: თუ შესაბამისი დასკვნა იარსებებს, ნებისმიერ ბანკთან დაკავშირებით იქნება რეაგირება

"ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანოების დასკვნის საფუძველზე ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა. თუ ასეთი დასკვნა იარსებებს, ნებისმიერ ბანკთან დაკავშირებით იქნება შესაბამისი რეაგირება",-ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ, "პროგრეს ბანკში"  ფულის შესაძლო გათეთრების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ენერგეტიკის პანელს მოდერატორობას "ბლუმბერგ ევროპა"-ს დირექტორი კონსტანტინ კოტზიასი გაუწევს

22 ოქტომბერს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი"-ს ენერგეტიკის პანელს მოდერატორობას "ბლუმბერგ ევროპა"-ს დირექტორი კონსტანტინ კოტზიასი გაუწევს.

ჭიათურის მაღაროში, სადაც მუშა დაიღუპა, სამუშაოები მოკვლევის დასრულებამდე შეჩერდა

ჭიათურის მაღაროს იმ მიწისქვეშა უბანზე, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, სამუშაოები მოკვლევის დასრულებამდე შეჩერდა.

ირაკლი კოვზანაძე: 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით შრომატევადი სამუშაო გველოდება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ  კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობას ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით და რეკომენდაციებით უკან დაუბრუნდება.

6 თვეში ყველაზე მეტი თვითმკვლელობა თბილისში მოხდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის იანვარი - ივნისის მონაცემებით, 6 თვეში თვითმკვლელობის ყველაზე მეტი ფაქტი თბილისში მოხდა.

კონსერვატორიის მაგისტრანტი სიმონ ჩაჩანიძე კონსერვატორიაში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს

19 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში "ნიჭიერთა ათწლედი", კონსერვატორიის მაგისტრანტი სიმონ ჩაჩანიძე ბრიფინგს გამართავს.

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელს მოდერატორობას BBC-ს მსოფლიოს ახალი ამბების წამყვანი აარონ ჰესელჰარსტი გაუწევს

22 ოქტომბერს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელს "მომგებიანი ვაჭრობა” მოდერაციას გაუწევს BBC-ს მსოფლიოს ახალი ამბების წამყვანი, ცნობილი ჟურნალისტი აარონ ჰესელჰარსტი.

ბექა დავითულიანი: მერიის საქმიანობაში რეალურ პრობლემებს ვერ პოულობენ და სილულელეებს იგონებენ

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა ოპოზიციის ბრალდებებს უტიფრობა და ზღვარს გადასული უწოდა.