გიორგი ქობულია - ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების არსებობა მნიშვნელოვანია იაპონიის ინვესტორებისთვის

ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების არსებობა მნიშვნელოვანია იაპონიის ინვესტორებისთვის საქართველოში ინვესტიციების განსახორციელებლად, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.

„კარგად გვესმის, რომ ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების არსებობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იაპონიის ინვესტორებისთვის მომავალში ინვესტიციების განსახორციელებლად ქვეყნის შერჩევის დროს და ეს გვაძლევს იმედს, რომ უახლოეს მომავალში ხელშეკრულების ხელმოწერა ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ იაპონიაში საქართველო - იაპონიის ბიზნესფორუმზე მოხსენებით გამოსვლისას.


გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოსა და იაპონიას შორის ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების მოლაპარაკებებმა საბოლოო ეტაპს მიაღწია და შეთანხმების ძირითად ტექსტზე მხარეები უკვე შეთანხმდნენ.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, ხანგრძლივი თანამშრომლობის მანძილზე იაპონიამ საკუთარი თავი წარმოაჩინა, როგორც საქართველოს მზარდი წამყვანი პარტნიორი, რომელიც დროულად და ეფექტურად ახორციელებს დახმარებას იაპონიის სახელმწიფო ორგანიზაციების - JICA-ს, JETRO-ს, NEXI-ს და სხვა ინსტიტუციების მეშვეობით ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებთან სრულ თანხვედრაში.


„საქართველო შეუჩერებლად ყალიბდება რეგიონში სტაბილურ მოთამაშედ, სულ უფრო უახლოვდება ევროპას და წარმატებულ, მშვიდობიან და სტაბილურ დემოკრატიად განიხილება. შესაბამისად, ჩვენი სურვილია, რომ იაპონიამ აღგვიქვას რეგიონში საიმედო ბიზნესპარტნიორად და ქვეყნად, სადაც უზრუნველყოფილია სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური კლიმატი,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ. იაპონიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მასშტაბზე საუბრისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა შეთანხმებას შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტის გადამწყვეტი საერთაშორისო ლოგისტიკის ქსელის მეორე ეტაპის შესახებ. აღნიშნულ დოკუმენტს ხელი ორი ქვეყნის მთავრობებს შორის 2018 წელს მოეწერა. იაპონიის მხარე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მეშვეობით 343 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.


„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პოზიტიური დინამიკა და თანხვედრი სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობა ბიზნესებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მყარი საფუძველია და ჩვენი პერსპექტიული ბაზრისადმი დამატებით ნდობას შექმნის,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ და აღნიშნა, რომ „საქართველოში მიესალმებიან ინვესტორებს, განსაკუთრებით, იაპონურ კომპანიებს, რადგან ტექნოლოგიასა და კაპიტალთან ერთად იაპონიის ბიზნესი საქართველოში ბიზნესის წარმოების უნიკალურ ბიზნესკულტურასაც შემოიტანს და დანერგავს.“


„იმედი მაქვს, რომ შესაძლებლობა გექნებათ, მიიღოთ ღრმა და ყოვლისმომცველი ინფორმაცია საქართველოში არსებული კონკრეტული ბიზნესშესაძლებლობების შესახებ და უკეთესად გაეცნოთ ჩვენს ქვეყანაში ინვესტირების უპირატესობებს. მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მოგიწვიოთ ჩვენს ქვეყანაში, რათა თავად გაეცნოთ, თუ რა შეგვიძლია შემოგთავაზოთ, აირჩიოთ მრავალრიცხოვანი პოტენციური პროექტებიდან სასურველი და გააფართოვოთ თქვენი ბიზნესი საქართველოში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


ბიზნესფორუმი, რომელშიც 150 - ზე მეტი, მათ შორის, 30-მდე ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.


"მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს შესაძლებლობა, რომ ათჯერ გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი იაპონიაში"

მე ვფიქრობ, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ რვაჯერ, ათჯერ გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი იაპონიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში“ განაცხადა.

პედრო სერანომ თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისთვის ლექცია თემაზე - „ევროკავშირი: საქმიანობა მსოფლიოს მშვიდობისთვის“ გამართა

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისების მართვის საკითხებში პედრო სერანო იმყოფება.

"საამაყოა, როდესაც ევროპის ქვეყნებში მხვდება ჩვენი პროდუქცია წარწერით - Made in Georgia"

ჩვენთვის ევროკავშირი რჩება ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "ფეისბუქ ლაივში" განაცხადა.

ცხოველების უფლებების დასაცავად ბათუმში აქცია გაიმართა

ევროპის მოედანზე ძაღლების მეპატრონეები შეიკრიბნენ და დღეს ნაგავსაყრელზე ე.წ. ბეიკერის ორმოში ჩაყრილი დაღუპული ძაღლების საქმის გამოძიება მოითხოვეს.

ირაკლი გოგავა: კვლევაში კომპეტენციის დონე და პროფესიონალიზმი მოიკოჭლებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა მედიის განვითარების ფონდის“ კვლევას ეხმაურება.

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციისა და მრჩეველთა საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მიმდინარე წელს ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და სამომავლო პროექტებზე შეთანხმება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია ახალ მეტეორადიოლოკატორს გახსნის

21 მარტს, 11.00 საათზე, ფოთში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” ახალ მეტეორადიოლოკატორს გახსნის.

გიორგი ქობულიამ ბელარუსული კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ბელარუსის საქმიან საბჭოსთან შეხვედრაზე საქართველოში ვიზიტად მყოფ ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსთან ერთად დაესწრო.

თეა წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების თვალშისაცემი კლება კავშირშია იმასთან, რომ მოქალაქეებს სჯერათ საჯარო სტრუქტურების და სასამართლოსი

ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფო კილაძის კითხვას სტრასბურგის სასამართლოში შესულ საჩივრებთან დაკავშირებით.  

მკვდარი ძაღლების ფოტოები სოციალურ ქსელში - შემთხვევის ადგილი სამართალდამცველებმა დაათვალიერეს

სოციალურ ქსელში მკვდარი ძაღლების ფოტოები ვრცელდება.

წულუკიანი გოცირიძეს: გვქონდა დრო, როდესაც ქართული ფული შემოვიდა და გოციკოები დაარქვეს (ვიდეო)

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა ოპოზიციონერ რომან გოცირიძის ხუმრობას - "იმსჯელოს პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტროს სახელად  "თეა" დაერქვას:

„თიბისის“ აქციების ფასი დაახლოებით 33 პროცენტით გაიზარდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციის ფასი ბოლო სამ თვეში ყველაზე დაბალი – 12.9 ფუნტი იყო, ამ დროისთვის კი 4 ფუნტით გაძვირდა.

ზუგდიდში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელშიც სამი ავტომანქანა ფიგურირებს, ორი ადამიანი დაშავდა.

ეროვნული ბანკი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულს უერთდება

დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულს შეუერთდნენ.

გრიგორი ლეპს კრემლთან კავშირის გამო, შესაძლოა, ლიეტუვაში შესვლა აუკრძალონ

ქართული წარმოშობის რუს მომღერალს გრიგორი ლეპს, იგივე გრიგორი ლეფსვერიძეს, შესაძლოა, ლიეტუვაში შესვლა აუკრძალონ.

 

დავით ზალკალიანი ეკვადორელ კოლეგას შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქ. ბუენოს აირესში კონფერენციის “სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა” ფარგლებში შეხვედრა გამართა ეკვადორის საგარეო საქმეთა და ადამიანის მობილურობის მინისტრთან ხოსე ვალენსიასთან.

„მედიააკადემიის“ სამდღიანი უორკშოპი ჟურნალისტებისთვის - „სოციალური კვლევისა და ამბის თხრობის მეთოდები ციფრულ ეპოქაში“

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიააკადემიამ ჩაატარა სამდღიანი უორკშოპი  სახელწოდებით: „5W & H ციფრულ ეპოქაში და სოციალური კვლევის მეთოდები“. 

გიორგი ქობულია - ბელარუსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში ძალიან დიდ პერსპექტივებს ვხედავთ, მათ შორის მედიცინის სფეროში

„ბელარუსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში ძალიან დიდ პერსპექტივებს ვხედავთ, რაც ბევრ მნიშვნელოვან მიმართულებასთან ერთად, გულისხმობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, მათ შორის მედიცინის სფეროში“.

კამპანია ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ გრძელდება

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით დაწყებული კამპანია ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ გრძელდება.

თბილისში ლილიპუტების ცირკის დაუვიწყარი სანახაობა გაიმართება

31 მარტს, თბილისის „მოზაიკის“ საკონცერტო დარბაზში, ლილიპუტების ცირკის თეატრალიზებულ-საცირკო სანახაობა გაიმართება.

გიორგი ცუცქირიძე: „მუქარის წერილის“ ერთგვარ ჯოკერად გამოყენების მცდელობაც სხვა არაფერია, თუ არა შეტევაზე სწრაფად გადასვლის მცდელობა

„ანაკლიის პორტის ინტრიგა გამბიტის ნიშნებით!?“ - ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ ანალიტიკურ წერილს აქვეყნებს.