ლევან იზორია: „ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარმატებებით და არავის მივცემთ უფლებას, რომ თქვენს იმიჯს, თქვენს ინსტიტუციურ განვითარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდეს“

„ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარმატებებით და არავის მივცემთ უფლებას, რომ თქვენს იმიჯს, თქვენს ინსტიტუციურ განვითარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდეს“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.

„განცხადებები თითქოს ამ დანაშაულმა სისტემური ხასიათი მიიღო, ღიმილის მომგვრელია პირველ რიგში მათთვის, ვინც წლების განმავლობაში აქ მსახურობდა და იციან, რა პრობლემები არსებობდა ჯარში,“- ასე გამოეხმაურა მინისტრი მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ წვევამდელებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებს.


„ჩვენი „კეთილმოსურნეები" ხშირად ამბობენ, თითქოს არის ინსტიტუციური პრობლემები. მინდა მათ გასაგონად ვთქვა, რომ ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარმატებებით და არავის მივცემთ უფლებას, რომ ჯარის იმიჯს, ინსტიტუციურ განვითარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდეს. რა თქმა უნდა, ყველა სოციუმში და მათ შორის, ჯარში, რაც არ უნდა განვითარებული ქვეყანა იყოს, ხდება სამწუხაროდ, სამართალდარღვევები, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ ამას არ ჰქონდეს სისტემური ხასიათი და მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს კანონის უზენაესობის უმნიშვნელოვანესი პროგრესი და ეს არის ჩვენი სიამაყის საფუძველი“,-განაცხადა ლევან იზორიამ.


თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ისეთი ობიექტური შემფასებლები და დამკვირვებლები, როგორიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არიან, ხედავენ თუ რა დიდი პროგრესი აქვს თავდაცვის უწყებას, ხოლო განცხადება თითქოს ადგილი აქვს ინსტიტუციურ პრობლემებს, პირველ რიგში, ჯარისკაცის შეურაცხყოფაა.


„მინდა გამოვთქვა არა მარტო მინისტრის, არამედ, მთლიანად ქართული ჯარის პოზიცია, რადგან ისინი ასეთ დაუმსახურებელ კრიტიკას, ასეთ იმიჯის შემლახველ დამოკიდებულებას ძალიან მგრძნობიარედ და სენსიტიურად აღიქვამენ, რადგან მათ წლების განმავლობაში, საკუთარი ქვეყნისთვის ყველაფერი გააკეთეს, რათა თავდაცვის ძალები იყოს ინსტიტუციურად ძლიერი და მსოფლიოში აღიარებული. ეს არ არის არც მათი და არც ჩემი სუბიექტური შეფასება, არამედ, ეს არის მთელი ცივილიზებული სამყაროს აღიარება, რომ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ჩვენი თავდაცვისუნარიანობის, გაძლიერებისა და ინსტიტუციური აღმშენებლობის საქმეში. ეს დადასტურდა გუშინ ნატოს გენერალური მდივნის წლიურ ანგარიშშიც, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული თუ რა დიდ პროგრესს აღწევს ქვეყანა, უკვე პრაქტიკული იმპლემენტაციის კუთხით და როგორ უახლოვდება საქართველო ნატოს. ასე რომ, განცხადებები თითქოს ეს საამაყო ინსტიტუტი 1990-იან წლებს უბრუნდება, თითოეული საამაყო ჯარისკაცისთვის შეურაცხმყოფელია, რადგან ისინი წარმოადგენენ და ქმნიან ინსტიტუტს, ინტიტუტი კი ემყარება კანონის უზენაესობას, დისციპლინას და სწორედ ამით ვართ აღიარებულები“,- განაცხადა ლევან იზორიამ.


თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს გამოძალვის შემთხვევების სტატისტიკაც გააცნო:
„მე დღეს თქვენ სიმბოლურად გადმოგცემთ სტატისტიკას, სადაც ნახავთ, თუ რა ხდებოდა სწორედ ამ ბრალდებების ავტორების ხელმძღვანელობით ჯარში. თქვენ ნახავთ, სტატისტიკურად, თუ რამდენჯერ ჰქონდა გამოძალვის ფაქტებს ადგილი, სულ რაღაც ახლო წარსულში და არა 1990- იან წლებში“, - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებები მყისიერად ჩატარდა, დროულად მოხდა იმ პირების დაკავება, ვისაც ამ დანაშაულის ჩადენაში მიუძღვის ბრალი.


„ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ერთ ინციდენტთან და ამ ინციდენტის ფარგლებში სხვადასხვა ეპიზოდთან. ერთი ინციდენტის ფარგლებში წვევამდელების ერთგვარ დაპირისპირებაზეა საუბარი, სადაც ორმა წვევამდელმა სხვა წვევამდელებზე განახორციელა ფიზიკური ზეწოლა და ასევე, ამ ფიზიკური ზეწოლის შედეგად სურდათ სახელფასო ბარათების მოპოვება. თანაც წვევამდელები, რომლებიც არიან დაკავებულები ამ ინციდენტის შემდეგ, სულ რაღაც ორ დღეში ასრულებდნენ სავალდებულო სამსახურს ჯარში.


მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაზარალებულმა, რომელსაც ჰქონდა გარკვეული დაზიანებები,არც ჩვენი სტრუქტურის ფარგლებში არსებულ მაკონტროლებელ ორგანოსთან, არც სამედიცინო პუნქტში, არც მეთაურთან არ უთქვამს, თუ რამ გამოიწვია ეს დაზიანება, მან ეს ახსნა სხვა გარემოებებით. მეტიც, ითხოვა რა მან გათავისუფლება, გავათავისუფლეთ და შემდეგ ოჯახის წევრებს გაუზიარა სიმართლე. როგორც კი ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღეთ, ერთ დღეში ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედებები და დავადგინეთ რეალურად რაც მოხდა. შესაბამისად, დროულად მოხდა იმ პირების დაკავება, ვისაც ამ დანაშაულის ჩადენაში მიუძღვის ბრალი. ამ საკითხზე ბევრი სპეკულაცია იყო, კატეგორიულად გამოვრიცხავ ოფიცრების მონაწილეობას“,-განაცხადა ლევან იზორიამ.


"მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს შესაძლებლობა, რომ ათჯერ გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი იაპონიაში"

მე ვფიქრობ, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ რვაჯერ, ათჯერ გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი იაპონიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში“ განაცხადა.

პედრო სერანომ თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისთვის ლექცია თემაზე - „ევროკავშირი: საქმიანობა მსოფლიოს მშვიდობისთვის“ გამართა

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისების მართვის საკითხებში პედრო სერანო იმყოფება.

"საამაყოა, როდესაც ევროპის ქვეყნებში მხვდება ჩვენი პროდუქცია წარწერით - Made in Georgia"

ჩვენთვის ევროკავშირი რჩება ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "ფეისბუქ ლაივში" განაცხადა.

ცხოველების უფლებების დასაცავად ბათუმში აქცია გაიმართა

ევროპის მოედანზე ძაღლების მეპატრონეები შეიკრიბნენ და დღეს ნაგავსაყრელზე ე.წ. ბეიკერის ორმოში ჩაყრილი დაღუპული ძაღლების საქმის გამოძიება მოითხოვეს.

ირაკლი გოგავა: კვლევაში კომპეტენციის დონე და პროფესიონალიზმი მოიკოჭლებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა მედიის განვითარების ფონდის“ კვლევას ეხმაურება.

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციისა და მრჩეველთა საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მიმდინარე წელს ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და სამომავლო პროექტებზე შეთანხმება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია ახალ მეტეორადიოლოკატორს გახსნის

21 მარტს, 11.00 საათზე, ფოთში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” ახალ მეტეორადიოლოკატორს გახსნის.

გიორგი ქობულიამ ბელარუსული კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გააცნო

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ბელარუსის საქმიან საბჭოსთან შეხვედრაზე საქართველოში ვიზიტად მყოფ ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსთან ერთად დაესწრო.

თეა წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების თვალშისაცემი კლება კავშირშია იმასთან, რომ მოქალაქეებს სჯერათ საჯარო სტრუქტურების და სასამართლოსი

ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფო კილაძის კითხვას სტრასბურგის სასამართლოში შესულ საჩივრებთან დაკავშირებით.  

მკვდარი ძაღლების ფოტოები სოციალურ ქსელში - შემთხვევის ადგილი სამართალდამცველებმა დაათვალიერეს

სოციალურ ქსელში მკვდარი ძაღლების ფოტოები ვრცელდება.

წულუკიანი გოცირიძეს: გვქონდა დრო, როდესაც ქართული ფული შემოვიდა და გოციკოები დაარქვეს (ვიდეო)

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა ოპოზიციონერ რომან გოცირიძის ხუმრობას - "იმსჯელოს პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტროს სახელად  "თეა" დაერქვას:

„თიბისის“ აქციების ფასი დაახლოებით 33 პროცენტით გაიზარდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციის ფასი ბოლო სამ თვეში ყველაზე დაბალი – 12.9 ფუნტი იყო, ამ დროისთვის კი 4 ფუნტით გაძვირდა.

ზუგდიდში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელშიც სამი ავტომანქანა ფიგურირებს, ორი ადამიანი დაშავდა.

ეროვნული ბანკი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულს უერთდება

დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების კვირეულს შეუერთდნენ.

გრიგორი ლეპს კრემლთან კავშირის გამო, შესაძლოა, ლიეტუვაში შესვლა აუკრძალონ

ქართული წარმოშობის რუს მომღერალს გრიგორი ლეპს, იგივე გრიგორი ლეფსვერიძეს, შესაძლოა, ლიეტუვაში შესვლა აუკრძალონ.

 

დავით ზალკალიანი ეკვადორელ კოლეგას შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქ. ბუენოს აირესში კონფერენციის “სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა” ფარგლებში შეხვედრა გამართა ეკვადორის საგარეო საქმეთა და ადამიანის მობილურობის მინისტრთან ხოსე ვალენსიასთან.

„მედიააკადემიის“ სამდღიანი უორკშოპი ჟურნალისტებისთვის - „სოციალური კვლევისა და ამბის თხრობის მეთოდები ციფრულ ეპოქაში“

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიააკადემიამ ჩაატარა სამდღიანი უორკშოპი  სახელწოდებით: „5W & H ციფრულ ეპოქაში და სოციალური კვლევის მეთოდები“. 

გიორგი ქობულია - ბელარუსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში ძალიან დიდ პერსპექტივებს ვხედავთ, მათ შორის მედიცინის სფეროში

„ბელარუსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში ძალიან დიდ პერსპექტივებს ვხედავთ, რაც ბევრ მნიშვნელოვან მიმართულებასთან ერთად, გულისხმობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, მათ შორის მედიცინის სფეროში“.

კამპანია ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ გრძელდება

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით დაწყებული კამპანია ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ გრძელდება.

თბილისში ლილიპუტების ცირკის დაუვიწყარი სანახაობა გაიმართება

31 მარტს, თბილისის „მოზაიკის“ საკონცერტო დარბაზში, ლილიპუტების ცირკის თეატრალიზებულ-საცირკო სანახაობა გაიმართება.

გიორგი ცუცქირიძე: „მუქარის წერილის“ ერთგვარ ჯოკერად გამოყენების მცდელობაც სხვა არაფერია, თუ არა შეტევაზე სწრაფად გადასვლის მცდელობა

„ანაკლიის პორტის ინტრიგა გამბიტის ნიშნებით!?“ - ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში ანაკლიის პორტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ ანალიტიკურ წერილს აქვეყნებს.